ბამბა (გვარი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q719312)
}}
 
'''ბამბა''' (Gossypium), [[მრავალწლოვანი მცენარეები|მრავალწლოვანი მცენარის]] [[გვარი (ბიოლოგია)|გვარი]] [[ბალბისებრნი|ბალბისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახი]]სა. გაერთიანებულია 35, მათ შორის 5 კულტურული სახეობა (საბჭოთა მეცნიერ ფ. მაუერის კლასიფიკაციით): [[ინდოჩინური ბამბა]](Gossypium arboreum), [[აფრიკულ-აზიური ბამბა]](Gossypium herbaceum), [[მექსიკური ბამბა]](Gossypium hirsutum), პერუული ბამბა(Gossypium barbadense) და [[სამკბილა ბამბა]] (Gossypium tricuspidatum). კულტურული სახეობებიდან ფართოდაა გავრცელებული მექსიკური ბამბა (ბამბის ბოჭკოს მსოფლიო წარმოების თითქმის 70%), რომელიც მოჰყავთ აშშ-ში, მექსიკაში, ბრაზილიაში, ერგენტინაში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეტში. მეორე ადგილზეა ინდოჩინური ბამბა (ინდოეთი, პაკისტანი, ჩინეთი), პერუული ბამბა სიგრძის, სიწმინდისა და სიმაგრის მხრივ საუკეთესო ბოჭკოს იძლევა. მოჰყავთ პერუში, ეგვიპტეში, სუდანში, ბრაზილიაში.
 
ბამბა სინათლის მოყვარული მცენარეა. ზრდის ოპტიმალური ტემპერატურაა 25-30 °C; 0 °C-ზე დაბალ ტენპერატურაზე იღუპება. ცხელ და უღრუბლო ამინდში ბამბა, თუ სისტემატურად ირწყვება, მაღალ მოსავალს იძლევა. სუბტროპიკულ ზონაში და ამ ზონის ჩრდილოეთით იგი ერთწლოვანი კულტურაა. ჩვეულებრივ პირობებში ბამბის მცენარე ბუჩქია, რომელსაც სწორი დატოტვილი ღერო და 1-1,4 მ-ზე მეტი სიმაღლე აქვს (წმინდაბოჭკოიანი ჯიშები). [[ფოთოლი]] 3-7 ნაკვთიანია, ყვავილი მსხვილი. ბამბა ძირითადად თვითდამმტვერავია, თუმცა გვხვდება ჯვარედინმტვერიებიც. ნაყოფი 3-5 ბუდიანი კოლოფია, რომელშიც ბოჭკოთი დაფარული 20-40 თესლია მოთავსებული. მომწიფებული კოლოფის საგდულების გადაღუნვის შემდეგ გამოჩნდება [[ბამბის ბოჭკო]], ე. ი. თესლკვირტის გარსის (ეპიდერმისის) ცალკეული გრძელი (25-იდან 50 მმ-მდე) უჯრედები. მოსავლის აღებისას ბოჭკოსა და თესლს ერთად იღებენ (ხამი ბამბა). ჯიშთა უმეტესობას თესლი დაფარული აქვს მოკლე ბეწვით - ღინღლით. ბამბა გავრცელებულია 50-ზე მეტ ქვეყანაში.