Sahelanthropus: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: დაფუძვნებული → დაფუძნებული using AWB
ხაზი 1:
 
<table style="margin: 0 0 0.5em 1em;" border="1" cellspacing="0" align="right" cellpadding="2">
<tr><th bgcolor=pink>''საჰელანთროპუს ჩადენსის''<br />
Line 25 ⟶ 24:
</table>
 
ჰომინიდები, მათი თავდაპირველი აღწერილობიდან 1925-ში 1995 წლამდე პლიოცენის ეპოქიდან (5,3-1,6 მლნ წლები) და გვიანი ზედა [[მიოცენი]]<nowiki/>დან (7,5-5,3) ცნობილნი იყვნენ მხოლოდ სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკიდან. ამგვარ განაწილებას წინ მიუძღვოდა სხვადასხვა ავტროის პოსტულატი, რომლის მიხედვითაც აღმოსავლეთ აფრიკა ითვლება ჰომინიდების წარმოშობის ადგილად. ანთროპოლოგები განსაკუთრებით იყვნენ ფოკუსირებულნი აღმოსავლეთ აფრიკაზე გასულ დეკადებში, სადაც კენიაში და ეთიოპიაში მიაკვლიეს ახალ სახეობებსაც, თუმცა შემდგომი აღმოჩენა ჩადიში ყველაზე აღსანიშნავია, რომელიც უკავშირდება სახეობა '''საჰელანთროპუს ჩადენსისს''', რომელსაც უფრო ღრმად მივყავართ ჰომინიდების წარმოშობის ფესვებთან. <ref name=":5">{{Cite journal|last=Brunet|first=Michel|last2=Guy|first2=Franck|last3=Pilbeam|first3=David|last4=Mackaye|first4=Hassane Taisso|last5=Likius|first5=Andossa|last6=Ahounta|first6=Djimdoumalbaye|last7=Beauvilain|first7=Alain|last8=Blondel|first8=Cécile|last9=Bocherens|first9=Hervé|date=2002-07-11|title=A new hominid from the Upper Miocene of Chad, Central Africa|url=http://www.nature.com/nature/journal/v418/n6894/full/nature00879.html|journal=Nature|language=en|volume=418|issue=6894|pages=145–151|doi=10.1038/nature00879|issn=0028-0836}}</ref>
 
== ეტიმოლოგია ==
Line 33 ⟶ 32:
== ზოგადი დახასიათება ==
თავის ქალა( სავარაუოდოდ მამაკაცი) ორთოგნატიული სახით( ორთოგნატია- როცა ზედა, წინა და გვერდითი კბილები ფარავენ ერთმანეთს), რომელსაც აქვს სუსტი ანთროპომეტრიული პროგნატია (ყბის წინ გამოწევა), მაიმუნის ზომის პატარა თავის ქალა, გრძელი და ვიწრო თავის ქალა, იგი ხასიათდება შემდგომი მორფოლოგიით:
სახის ზედა ნაწილი კარგად ეხამება ცენტრალურად ვიწო და წინარეუკანულად მოკლე სახის ქვედა ნაწილს; აქვს დიდი ეშვის ფოსო; პატარა და ვიწრო U-ს ფორმის დენტალური რკალი; ორბიტები გაყოფილია ძალიან ფართო ინტერორბიტალური საყრდენით და გვირგვინდება დიდი, სქელი და უწყვეტი სუპრაორბიტალური ტორუსით; კეფის პატარა, გლუვი არეალით ძვლის ბოლოს. (შეერთების ადგილის შემადგენელი ნაწილი). <ref name=":5" />
 
== აღმოჩენის ისტორია, ექსპედიციის წევრები. ==
[[ფაილი:Fa325593ead2200bd568c79130f3324b 473.jpg|მინი|აჰუნტა ჯიმდუბალმეი, ფანონე გონგდიბე, მაჰამატ ადუმი და ალენ ბუვილენი.]]
საჰელანთროპუს ჩადენსისის მეცნიერული მშობელი არის ფრანგი პროფესორი მიშელ ბრუნეტი პუატიეს უნივერსიტეტიდან. ამ პალეონტოლოგისთვის, რომელმაც აქამდე 1995 წელს აღმოაჩინა აბელის, პირველი ავსტრალოპითეკის ყბა დასავლეთ აფრიკაში, ტოუმაის აღმოჩენა იყო ერთგვარი დამაგვირგვინებელი კარიერისა, რომელიც ავღანეთის ველიდან კამერუნამდე გრძელდებოდა. თუმცა, ავტორი სტატიისა, რომელიც აღმოჩენის მესამე დღეს გამოქვეყნდა „La Table Ronde“-ში, იყო არა ბრუნეტი, არამედ ერთერთი სხვა აღმომჩენი, ალენ ბუვილენი. მიზეზი იყო ის, რომ 2001 წლის 19 ივლისს, როცა საჰელანთროპუსის თავის ქალა აღმოაჩინეს მიშელ ბრუნეტი პუატიეში იმყოფებოდა. ამ დღეს გათხრებში მონაწილეობდა მხოლოდ 4 პიროვნება. აქედან 3 ჩადიდან, აჰუნტა ჯიმდუბალმეი,  ფანონე გონგდიბე, მაჰამატ ადუმი და ერთი ფრანგი, ალენ ბუვილენი. სწორედ ახალგაზრდა ბაკალავრმა სტუდენტმა, აჰუნტამ აღმოაჩინა ტოუმაი.<ref name=":1">{{Cite web|url=http://chadcradlehumanity.monsite-orange.fr/|title=The Human Adventure|website=chadcradlehumanity.monsite-orange.fr|access-date=2016-07-06}}</ref>
 
მიშელ ბრუნეტმა რამდენიმეჯერ აღნიშნა აჰუნტას ღვაწლი და მას უწოდა „საუკეთესო ნამარხებზე მონადირე გუნდში“. თუმცა, ამ აღიარების საწინააღმდეგოდ, მისი და 3 თანაგუნდელის შრომა შედარებით დაფარული დარჩა.
Line 45 ⟶ 44:
„ტოუმაი, ადამიანის თავგადასავლის“ პირველ ნაწილში დეტალურად აღწერილია აღმოჩენის პროცესი. გეოგრაფი მარტივად ხატავს წინაპრის პირველად ნახვასთან დაკავშირებულ ემოციებს. ასევე, აღწერს, თუ როგორი სიფრთხილით გაახვიეს ნამარხის ნაწილები ქაღალდში და პატარა ნიმუშები მოათავსეს პლასტმასის ბოთლებში მისმა თანაგუნდელებმა, როგორ იჭედებოდა ტრანსპორტი ქვიშაში. ასევე, ალენ ბუვილენი აღწერს ამ აღმოჩენის წინ მდგომ მოვლენებს. მან 1992 წელს მოიპატიჯა მიშელ ბრუნეტი, რომელსაც იმ დროისთვის დინოზავრის ნამარხები ჰქონდა აღმოჩენილი, რათა ჩაეტარებინა კონფერენცია დ’ჯამენაში. პუატიელმა პალეონტოლოგმა ჩადის უდაბნოში პირველი ექსპედიცია მოაწყო 1994 წლის იანვარში.
 
2001 წლის ოქტომბერში „TM 266” არეალში მომუშავე კვარტეტს ორი მკვლევარი შეემატა. ალენ ბუვილენი ყურადღებას ამახვილებს მათ არაპროფესიონალიზმზე და მათთან მუშაობის სირთულეზე. ამან შეაყოვნა აღმოჩენები პროფესორ მიშელ ბრუნეტის ჩამოსვლამდე 2002 წლის 5 იანვარს. <ref>{{Cite book|url=https://www.amazon.com/Touma%25C3%25AF-laventure-humaine-Alain-Beauvilain/dp/2710325926?ie=UTF8&*Version*=1&*entries*=0|title=Toumaï, l'aventure humaine|last=Beauvilain|first=Alain|date=2003-03-13|publisher=Table ronde|isbn=9782710325925|location=Paris|language=French}}</ref>
 
== განამარხებული ნაშთები ==
დღემდე ცნობილი საჰელანტროპუსის განამარხებული ნაშთები აღმოჩენილია სამ ადგილას (TM 247, TM 266 (სადაც, ნაპოვნია არსებული ნაშთების უმეტესი ნაწილი, მათ შორის თავის ქალა და მენჯის ძვალი ), და TM 292) ამ აღმჩენების საფუძველზე გაჩნდა მოსაზრება, რომ ჩადენსისი არის უძველესი დღემდე ცნობილი ადამიანის წინაპარი, მას შემდეგ რაც, ადამიანების ხაზი გამოეყო შიმპანზეებისას.<ref name=":3">{{Cite web|url=http://tchadberceauhumanite.monsite-orange.fr/file/b7ae808f9ddbb5711b4837eb56614517.pdf|title=Further details concerning fossils attributed to Sahelanthropus tchadensis (Toumaï)|last=|first=|date=|website=|publisher=Alain Beauvilain and Yves Le Guellec|access-date=}}</ref>
 
საჰელანთროპუს ჩადენსისის განამარხებული ფორმები, აღმოჩენილი ჩადის ტერიტორიაზე, გვიან მიოცენურ ეპოქას მიეკუთვნება, ეს ეპოქა კი ანთროპოლოგების დიდ ინტერესს იწვევს, ვინაიდან მას მივყავართ ჰომინიდების წარმოშობის ადრეულ საფეხურებზე. განამარხებული ფორმები, ატარებს უდიდესს სამეცნიერო და კულტურულ ფასეულობას და დღემდე დებატების საგნად ითვლება თუ რომელ სახეობას მიეკუთვნება- ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ეს სახეობა ოთხფეხა მაიმუნს წარმოადგენს, ზოგიერთი კი ემხრობა იმ აზრს, რომ ის ჰომინიდის წარმომადგენელია. <ref name=":3" />
 
150 კმ სიგრძის ვრცელი რეგიონი, ჯოურაბ ერგის (ჩადი) რეგიონიდან დასავლეთით, რომელსაც პალეონტოლოგებმა ტოროს-მენალლა უწოდეს. ეს არის ადგილი სადაც ეს ჰომინიდი იქნა იდენტიფიციებული. არეალის შესამჩნევი ზონაა მის ცენტრში მცირე დაქანება, რომელიც დაახლოებით 10 მ სიმაღლისაა და 40 კმ სიგრძის. ეს რელიეფი სავარაუდოდ დაკარგული იყო, რომელიც აღდგა ტექტონიკური პროცესების შედეგად ტიბეტის ვულკანიზმის საშუალებით. ემი კოუსი (განიერი ვულკანური კონუსი, 80 კმ დიამეტრის, რომლის უმაღლესი წერტილი 3415 მ-ს აღწევს, წარმოიქმნა მესამეული ხანის გვიანი მიოცენური და პროთანამედროვე პერიოდებს შორის.) მხოლოდ 400 კმ-ითაა დაშორებული ამ ადგილიდან, რაც იმას მოწმობს, რომ ტექტონიკური აქტივობის ეპიცენტრი ახლოსაა დჯოურაბთან.<ref name=":4">{{Cite journal|last=Beauvilain|first=Alain|title=The contexts of discovery of Australopithecus bahrelghazali (Abel) and of Sahelanthropus tchadensis (Toumaï): unearthed, embedded in sandstone, or surface collected?|url=http://www.scielo.org.za/scielo.php?script=sci_arttext&pid=S0038-23532008000300003|journal=South African Journal of Science|volume=104|issue=5-6|pages=165–168|issn=0038-2353}}</ref>
 
ძალზედ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს თავის ქალა ცნობილი როგორც ტოუმაი, რომელიც საჰელანტროპუს ჩადენსის მიეკუთვნებოდა, იგი ნაპოვნი იყო გაქვავებული ნალექის შრეში. თავის ქალა აიღეს მიწის საფარიდან, რომელიც დაფარული იყო ფხვიერი ქვიშით. დროთა განმავლობაში ქვიშაზე ქარის ზემოქმედება ახდენდა გავლენას. ქვიშიდან გამოიფხიკა თავის ქალის მარჯვენა ნაწილი, უფრო კონკრეტულად მისი ზედა ყბა, რის შედეგადაც თითქმის მთლიანად დაიშალა ქვედა ყბა. მიწის ზედაპირზე ქალის აღმოჩენის ადგილას წარმოქმნილი იყო 4,5 სანტიმეტრი სიმაღლის დეტრიტული (ქსოვილების დაშლის ფაფრისებრი პროდუქტი) ნარჩენი, რომელმაც ფაქტობრივად დაიცვა მის ქვემოთ განლაგებული თავის ქალის ნარჩენები.
თავის ქალის დაკვირვებისას პირველადი შედეგები ამგვარი იყო: მისი სეგმენტის შუა ნაწილი (დაახლოებით 2მ სისქის), რომელსაც არაფორმალუად ანთრაკოთერიიდის ერთეული ეწოდება. ამ ნაწილის არსებობა მეცნიერებს საშუალებას აძლევდა ეფიქრათ, რომ თავის ქალა ჰომინიდს ეკუთვნოდა, ასევე დანაჩენი ხერხემლიანი ცხოველის ნაშთები იმავეს მოწმობდა.<ref name=":4" />
 
== პალეოანთროპოლოგია ==
2001 წლის 19 ივლისს, ერთსა და იმავე დროს იქნა აღმოჩენილი TM 266-01-060-1 (თავის ქალა) და TM 266-01- 060-2 (მჭრელების მწკრივების ფრაგმენტები და ეშვის ალვეოლი), აჰოუნატა დჯიმდოუმალბაეს მიერ. იგივე ადგლიდან, სადაც 2001 წლის 21 დეკემბერს იყო ნაპოვნი საჭრელი კბილები, ნჯამენაში, ლაურენ ვირიოტის მიერ, როდესაც ახარისხებდა ნაპოვნ ნაშთებს. მისი აღმოჩენა არ იყო გამოქვეყნებული. ასევე არ ხმაურდებოდა რიცხვი იმ ნაშთებისა რომელიც იქნა აღმოჩენილი. ეს უკანასკნელი ნიმუში შედგება ნახევარი ეშვისგან, რომელიც გაყოფილია ვერტიკალურად გვირგვინის წვეროდან დაწყებული ფესვის ბოლომდე. ეს კბილი განსხვავდება ზედა ეშვისგან. ნაპოვნი ნაშთების კატალოგი პირველად წარდგინდა პოიტიერის უნივერსიტეტში, სადაც სიდიზე ჩაწერილი იყო 448 ნაპოვნი ნაშთი, ხოლო მეორედ 2002 წლის ივლისში ნატურე არტიკლში. არ არის გახმაურებული ზუსტი ადგილი და პირობები, სადაც TM 266-01-447 და 448 აღმოაჩინეს.
 
2001 წლის პირველ ნოემბერს, მარჯვენა ზედა კბილი, რომელიც თავის ქალას ეკუთვნოდა, აღმოჩნდა ზუსტად იმ ადგილას სადაც თავის ქალა იპოვეს ფანონე გონგდიბეს მიერ. კბილი შეიცავდა ორ ფრაგმენტს, რომლებიც ზუსტად ჯდებოდა მარჯვენა კბილის ფესვში. TM 266-02-154-1 (მარჯვენა ქვედა ყბა P4–M2-ით და P3-ის და M3-ის ფესვები) და TM 266-02-154-3 (გვირგვინი მარცხენა M3-ის) აღმოაჩინეს, 2002 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 105 მეტრის დაშორებით ტოუმაის თავის ქალის აღმოჩენის ადგილიდან ჩრდილოეთით. TM 266-02-154-2 (ქვედა კბილი) პირველად იპოვეს 2002 წლის 30 იანვარს, ნჯამენაში, როდესაც ხდებოდა ნარჩენების სკრინინგი და აღმოაჩინეს M3. აღმოჩენისას, იგი იყო მთლიანად ქვიშით ინკრუსტირებული, რის გამოც შეუძლებელი იყო ფოტოს გადაღება აღმოჩენის დროს. საბოლოოდ, TM 266-02-203 (ქვედა სიმფიზი პრემოლართან ერთად (დიდი კბილისა და ეშვსს შორის მდებარე კბილი), ეშვების ფესვები და მჭრელი კბილის ალვეოლური ნაწილი) აღმოაჩინეს 2002 წლის 12 მარტს, 12 მეტრით სამხრეთით, სადაც ნაპოვნი იქმნა მოშორებით ქვედა ყბა და მესამე დიდი კბილი (M3). ტომოგრაფიულ სურათებში ნაჩვენებია, რომ M3ის ფესვები დაზიანებულია, ხოლო 2 ფესვი გატეხილი, მისი გვირგვინი კი შემონახული შემორჩა, იგი იპოვეს რამდენიმე დეციმეტრის მოშორებით, იმ ადგილიდან სადაც ქვედა ყბა იქნა აღმოჩენილი. ამ კბილს შემდგომში რეკონსტრუქცია ჩაუტარეს პოიტიერსის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში.
 
TM 292-02-01 არის ნაწილობრივი ქვედა ყბის ფრაგმენტი, რომელსაც აკლია მარჯვენა და მარცხენა უკანა მოლარები -M2. კორტიკალური ძვალი კარგადაა შემონახული, გარდა სიმპისიალური რეგიონის ანტერო-მედიალურ ქვედა ნაწილში, ასევე საჭრელი კბილების რეგიონის ალვეოლურ პროცესში. მარცხენა I2,C 1,M 1 და M2 ფესვები და მარჯვენა I1–I2,P 3 და M1–M2 ფესვები შემონახულია. მარცხენა M1,M 2-ის გვირგვინები და მარჯვენა M1ნაწილობრივ შენახულია, ასევე კარგ მდგომარეობაშია მარცხენა საჭრელი კბილის გვირგვინი. TM 247-01-02 არის ფრაგმენტული მარჯვენა ქვედა ყბის კორპუსი. ყველა ფესვი კარგადაა შემონახული. P3–M1-ისგვირგვინები ნაწილობრივ შენახულია, მაგრამ დაკარგულია M2–M3 კბილები. TM 292-02-01-ის კორპუსი გაცილებით წვრილია (მაქსიმალური სიგანე M1-ის, მართობული კორპუსის სიმაღლის არის 14.5 მმ) ვიდრე წინათ აღმოჩენილი ეგზემპლარი- TM 266-02-154-1 (სხეულის მაქსიმალური სიგანე M1-ში არის 20.0 მმ), ისევე როგორც ახლად აღმოჩენილ TM247-01-02 (სხეულის სიგანე M1-ში არის 16.1 მმ).
 
ლოკაციაზე ნაპოვნი ქვედა ყბა ხასიათდება შემდეგი თვისებებით: აკლია მარჯვენა მესამე დიდი კბილი, P3-ის ფესვები მკაფიოდ დანახვადია შიდა დახრილი ხედით, ეს ფესვები ღრმადაა განფენილი ქვედა ყბის მთელ კორპუსში. ზედმეტად დიდი ბუკალური არე მედიალური ფესვის, აჩვენებს, რომ ეშვების დიდი ფესვი და ფესვის ზედა ნაწილი აშკარად მდებარეობდა უფრო შორს ვიდრე მისი ყელი. ეშვის ფესვის დიდი ზომა ბადებს ჰიპოთეზას, რომ ეს ქვედა ყბა მამაკაცს ეკუთვნოდა.<ref>{{Cite web|url=http://tchadberceauhumanite.monsite-orange.fr/file/b7ae808f9ddbb5711b4837eb56614517.pdf|title=Further details concerning fossils attributed to Sahelanthropus tchadensis (Toumaï)|last=|first=|date=|website=|publisher=Alain Beauvilain and Yves Le Guellec|access-date=}}</ref>
 
== პალეოეკოლოგიური შედეგები ==
Line 85 ⟶ 84:
 
== დათარიღების მეთოდოლოგია ==
[[ფაილი:სტატიგრაფიკული სვეტები და ბერილიუმის ასაკები TM 266 და TM 254-თვის.gif|მინი|რიცხვები წითლად აღნიშნავენ ნიმუშის ნომერს ამ ცხრილში [http://www.pnas.org/content/105/9/3226/T2.expansion.html].]]
დადგინდა ჩადის ყურეში აღმოჩენილი ორი ჰომინიდის <sup>10</sup>Be/<sup>9</sup>Be ასაკი. ყურადღება გამახვილდა თოროს-მენალას(T.M.) ნამარხების ტერიტორიაზე, სადაც საჰელანთროპუს ჩადენსისი იქნა ნაპოვნი. ნაპოვნი იქნა თითქმის მთლიანი თავის ქალa. ამ აღმოჩენამ სუბსტანციურად შეცვალა აფრიკაში ადრეული ადამიანის განვითარებაზე წარმოდგენა. დანალექ ერთეულს, სადაც ტოუმაი აღმოჩნდა, დაერქვა ანთრაქოტერიდი ერთეული (A.U.). გამოკვლევებმა, რომლებიც ჩატარდა სხვა ერთეულში, საჰელანთროპუს ჩადენსისის აღმოჩენის ადგილის დასავლეთით, დაახლოებით 18 კმ-ში, დაადგინა 30 სმ სისქის ნაცრისფერ-ლურჯი ტუფის ფენა, რომელიც მთლიანად ვულკანურ ფერფლს წარმოადგენდა, რაც იყო პოტენციური სამიზნე <sup>40</sup>Ar/<sup>39</sup>Ar დათარიღების მეთოდით დათარიღებისთვის, თუმცა იგივე არ მეორდება ტოუმაის შემთხვევაში. აქ ნიადაგი ძირითადად შედგებოდა მყარად ჩაცემენტებული ქვიშაქვისგან, შერეულის დაობებული ფესვების მჭიდრო ქსელთან და ტერმიტების ბუდეებთან. შედეგად, იმედები, რომ <sup>40</sup>Ar/<sup>39</sup>Ar მეთოდით მოხერხდებოდა საჰელანთროპუს ჩადენსისის დათარიღება, გაცრუვდა. აღმოჩენილი შუშის ნამსხვრევები ძალიან პატარა იყო( < 1მმ) და ასევე იყო დიდი რაოდენობით სითხეები, რამაც ამ მეთოდით დათარიღება შეუძლებელი გახადა.<ref name=":0">{{Cite journal|last=Lebatard|first=Anne-Elisabeth|last2=Bourlès|first2=Didier L.|last3=Duringer|first3=Philippe|last4=Jolivet|first4=Marc|last5=Braucher|first5=Régis|last6=Carcaillet|first6=Julien|last7=Schuster|first7=Mathieu|last8=Arnaud|first8=Nicolas|last9=Monié|first9=Patrick|date=2008-03-04|title=Cosmogenic nuclide dating of Sahelanthropus tchadensis and Australopithecus bahrelghazali: Mio-Pliocene hominids from Chad|url=http://www.pnas.org/content/105/9/3226|journal=Proceedings of the National Academy of Sciences|language=en|volume=105|issue=9|pages=3226–3231|doi=10.1073/pnas.0708015105|issn=0027-8424|pmc=2265126|pmid=18305174}}</ref>
 
არგონის გამოყენებით დათარიღების შეუძლებლობის შემდეგ, მკვლევრებმა განიხილეს ვარიანტი, რომ დეპოზიტური მიწის გარემო სასარგებლო იქნებოდა კოსმოგენური <sup>10</sup>Be-ს გამოყენების, რომელიც ატმოსფეროში გამომუშავდებოდა, რათა მომხდარიყო ანთრაქოტერიდი ერთეულის დათარიღება. შემდგომში მოხდა A.U.-ს ტერიტორიაზე 32 ნამარხის დათარიღება.<ref name=":0" />
Line 103 ⟶ 102:
პირველ რიგში, ისინი აღნიშნავენ ეშვების პატარა ზომებს. მათი სიგანე (სიგრძე უცნობია) შიმპანზეს ეშვების სიგანის მსგავსია. ეშვების გვირგვინი დაბალია, ფესვი კი ვიწროა გვირგვინთან შედარებით. ამის გამო შესაძლებელია გამოითქვას ვარაუდი, რომ Toumai მდედრები იყვნენ (ეშვების განლაგება სქესის უფრო სანდო იდენტიფიკატორია, ვიდრე წარბების თაღები). დიდი საღეჭი კვილების ზომები კი შიმპანძეს საღეჭ კბილებზე დიდია - მიოცენის რამდენიმე მაიმუნის მსგავსად.
 
მეორე რიგში, ამ ეგზემპლიარს აქვს დიდი, უწყვეტი წარბის თაღები და ავტორები ამას ჰომოსთან მორიგ მსგავსებად მიიჩნევენ. თუმცა სახის მსგავსებები ადრეული ჰომინიდთან კი არა, არამედ პლეისტოცენის ჰომინიდთან კავშირზე მიუთითებდა, ასე რომ ეს არ იძლევა არანაირ ფილოგენეტიკურ ინფორმაციას (არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ჰომო ერექტუსი 6-7 მილიონი წლის წინ არსებობდა). სუბნაზალური პროგნატიზმი <ref group="განმარტება">'''subnasal prognathism'''-ის დროს თავის ქალის არე რომელიც მოთავსებულია ცხვირის ქვემოთ და ზედა ტუჩის ზემოთ გამოწეულია წინ</ref> პატარაა, რადგან ეშვების ზომა მცირეა და სუბნაზალური რეგიონი მოკლეა, წინა კბილები უკანა საღეჭი კბილების დიდი ზომების გამო მჭიდროდაა დალაგებული, რაც ხსნის დიასტემის არარსებობას. შთამბეჭვდავი თვალზედა ძვლის ვერტიკალური სიმაღლე უფრო დიდია, ვიდრე გადაშენებულ მაიმუნებში და ავსტრალოპითეკებში, მისი ზომების შედარება მხოლოდ ჰომო ერექტუსთან არის შესაძლებელი და ზოგ გვიან ადამიანებთან.
 
თვალზედა ძვლის ზომა შეიძლება აიხსნას ძლიერი სქესობრივი გადარჩევით, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა. შესაძლოა თვალზედა სტრუქტურების ფორმა და ზომა მექანიკური პასუხია მჭიდროდ განლაგებული წინა კბილების მიერ ორბიტებს ზევით ზეწოლაზე. თვალზედა რეგიონის ბიომექანიკურ მოდელს იმის ჩვენება შეეძლო, რომ საჰელანტროპუსის მაგვარი ორთოგნატიკური სახე, დაბალ შუბლთან ერთად ქმნის წინა კბილების დატვირთვის დროს დეფორმაციისთვის პოტენციალს, რამაც გამოიწვია პროგნატიკული სახის და უფრო მაღალი შუბლის გაჩენა, როგორც აფრიკულ მაიმუნებში. წინა კბილების ძლიერ დატვირთვაზე მიგვითითებს საფეთქლის უკან კარგად განვითარებული მუსკულატურა, რაც გორილების მორფოლოგიისთვის უფრო დამახასიათებელია, ვიდრე სუსტ-კუნთიან შიმპანზეებში. თვალზედა ტორუსი ამ დატვირთვაზე ძვლოვანი პასუხია.
Line 132 ⟶ 131:
 
== თავის ქალის რეკონსტრუქცია და აღდგენის მეთოდები ==
მიუხედავად იმისა, რომ თავის ქალა იყო დაზიანებული და დეფორმირებული, ანატომიური მთლიანობა საკმაოდ კარგად იყო შენარჩუნებული საგიტალურ და პარასაგიტალურ სიბრტყეებში. განსაკუთრებით თავის ქალის ფუძის მიდამოებში. ეს ანატომიური მთლიანობა მოიცავს სოლისებრ ძვალს და კეფის სიბრტყეს. თავის ქალის საკმაოდ დიდი ნაწილი იყო დაბზარული, დეფორმაციამ წარმოშვა სახის მარცხენა და მარჯვენა ნაწილის ასიმეტრია, რაც საკმაოდ შესამჩნევია ზედა ყბაზე დაკვირვებისას. <ref>{{Cite journal|last=Zollikofer|first=Christoph P. E.|last2=Ponce de León|first2=Marcia S.|last3=Lieberman|first3=Daniel E.|last4=Guy|first4=Franck|last5=Pilbeam|first5=David|last6=Likius|first6=Andossa|last7=Mackaye|first7=Hassane T.|last8=Vignaud|first8=Patrick|last9=Brunet|first9=Michel|date=2005-04-07|title=Virtual cranial reconstruction of Sahelanthropus tchadensis|url=http://www.nature.com/nature/journal/v434/n7034/abs/nature03397.html|journal=Nature|language=en|volume=434|issue=7034|pages=755–759|doi=10.1038/nature03397|issn=0028-0836}}</ref>
 
მაღალი რეზოლუციის კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირება გამოიყენეს რათა შეექმნათ თავის ქალის ციფრული გამოსახულება, ხოლო შემდგომ რეკონსტრუქცია ჩაუტარეს ვირტუალურად.
Line 146 ⟶ 145:
თავის ქალის რეკონსტრუქცია მიყვება გარკვეულ დადგენილ მეთოდებს. თავდაპირველად დანაწევრებულ, დაშლილი ფრაგმენტებს უკეთდება რეპოზიცია (ძვლის დაძრული ნაწილების თავის ადგილას ჩასმა), რათა აღდგეს მორფოლოგიური მთლიანობა, რომელიც მოიცავს მოტეხილობებს, თავის ქალის ძვლების შეერთების ადგილის აღდგენას და სხვა ანატომიურ მახასიათებლებს.
 
თავის ქალა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღადგინეს ოთხჯერ, გამოიყენეს ორი განსხვავებული პროტოკოლი (ხერხი).
 
პროტოკოლი A: გამოიყენა ის მახასიათებლები, რომელიც საერთოა ყველა ძუძუმწოვარის თავის ქალის პოზიციისთვის და ორიენტირებულია ყოველ ფრაგმენტზე. კეფის ძვლის ბაზილიარული ნაწილი მდებარეობს და მიმართულია შუა საგიტალური სიბრტყისკენ. საფეთქლები გააერთიანეს ორივე მხრიდან და განალაგეს ერთ ხაზზე, იმის საშუალებით, რომ ძვლოვანი ლაბირინთის ნახევარწრიული არხები თითქმის პარალელურად მიმართეს. თაღის ალტერალური (გვერდითი) და ზედა ნაწილები იყო მიერთებული, კარგად შენახული საფეთქლის ხაზის გამოყენებით, რათა კარგად ჩამოყალიბებულიყო ბილატერიალური (ორმხრივი) სიმეტრია. სახის შიგნით, ადგილგადანაცვლებული, მაგრამ არაგამრუდებული თვალბუდის ზედა შემაღლების სეგმენტი და თვალის კიდე, რომლებიც სიმეტრიულად იყო დაკავშირებული შუა საგიტალურ სიბტყესთან, იყო რეპოზიცირებული სიმეტრიულად.
Line 152 ⟶ 151:
სახე და ტვინის ქალა აღადგინეს დამოუკიდებლად და შემდეგ ააწყეს.<ref name=":2">{{Cite journal|last=Brunet|first=Michel|last2=Guy|first2=Franck|last3=Pilbeam|first3=David|last4=Lieberman|first4=Daniel E.|last5=Likius|first5=Andossa|last6=Mackaye|first6=Hassane T.|last7=Ponce de León|first7=Marcia S.|last8=Zollikofer|first8=Christoph P. E.|last9=Vignaud|first9=Patrick|date=2005-04-07|title=New material of the earliest hominid from the Upper Miocene of Chad|url=http://www.nature.com/nature/journal/v434/n7034/abs/nature03392.html|journal=Nature|language=en|volume=434|issue=7034|pages=752–755|doi=10.1038/nature03392|issn=0028-0836}}</ref>
 
პროტოკოლი B: გამოიყენა გეომეტრიული მეთოდი. ეს კი დაფუძვნებულიდაფუძნებული იყო იმაზე რომ თანდათან მცირდებოდა ერთმანეთთან დაკავშირებულ ნაწილებს შორის განთავსებული ადგილი.
 
ეს მეთოდი საკმაოდ წარმატებულადაა მიჩნეული, რადგან სრულყოფილად უზრუნველყოფს თავის ქალის უვნებლობას. თავის ქალაში განთავსებული სივრცე ნელ-ნელა იზღუდება მეზობელი ფრაგმენტების ერთმანეთთან დაკავშირებით. აღდგება ორმხრივი სიმეტრია. ამ მეთოდის გამოყენებისას ხელახლა აღდგება მორფოლოგიური მთლიანობა დისლოცირებულ ფრაგმენტებსა შორის. შესაბამისობაში მოდის თითოეული დაბზარული ნაწილი (კეფის სიბრტყე, თვალბუდის ზედა შემაღლების ნაწილები.). ეს თანდათანობითი ინტეგრაცია (მთლიანობაში მოყვანა) მოსაზღვრე ფრაგმენტების იქამდე გრძელდება სანამ მორფოლოგიურ მთლიანობას ბოლომდე არ მიაღწევენ. ეს პროცედურა გამოიყენება იმისთვის რომ თავის ქალის მარჯვენა და მარცხენა ნაწილები ერთმანეთს დაუკავშირდეს. გადახრა ორმხრივი სიმეტრიიდან ზედა ყბის მიდამოში ნაწილობრივ აღდგა.<ref name=":2" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Sahelanthropus“-დან