ვესტ ბრომვიჩ ალბიონი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
|
}}
'''საფეხბურთო კლუბი „ვესტ ბრომვიჩ ალბიონი“''' ({{lang-en|West Bromwich Albion Football Club}}; <small>ინგლისურად გამოითქმის:</small> {{IPA|[wɛst ˈbrɒmɨdʒ]}}) — [[ინგლისი|ინგლისური]] [[ფეხბურთი|საფეხბურთო]] კლუბი. დაარსდა [[1878]] წელს, [[უესტ-ბრომიჩი|უესტ-ბრომიჩში]], [[უესტ-მიდლენდსი|უესტ-მიდლენდსის]] საგრაფო. ასპარეზობს [[ინგლისის პრემიერლიგა|ინგლისის პრემიერლიგაში]]. [[1900]] წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ [[ჰოტორნსი (სტადიონი)|ჰოტორნსზე]].
 
1888 წელს, „ვესტ ბრომი“ იყო ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის დამაარსებელ კლუბებს შორის. არსებობის ძირითადი ნაწილი გატარებული აქვს ინგლისის უმაღლესი დონის ჩემპიონატში. ინგლისის ჩემპიონი გახდა ერთხელ, 1919-20 წლების სეზონში, მეორე ადგილი დაიკავა ორჯერ. [[ინგლისის ასოციაციის თასი|ინგლისის ასოციაციის თასის]] გამარჯვებული გახდა 5-ჯერ. პრემიერლიგაში გამოდიოდა 1888 წლიდან და ბოლო მნიშვნელოვანი ჯილდო მოიპოვა 1968 წელს. 1966 წელს, [[ინგლისის ლიგის თასი|ინგლისის ლიგის თასზე]] პირველი გამოსვლისას, შეძლო თასის დაუფლება. ინგლისის უმაღლეს დივიზიონში დაქვეითების გარეშე გატარებული აქვს ზედიზედ ოცდაოთხი წელი, 1949-1973 წლებში, 1986-2002 წლებში გაატარა ყველაზე დიდი დრო უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობის გარეშე.