საკაჟია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''საკაჟია''', კარსტრული [[მღვიმე]] სოფელ [[გოდოგანი (თერჯოლის მუნიციპალიტეტი)|გოდოგნის]] ([[თერჯოლის მუნიციპალიტეტი]]) მიდამოებში, [[მდინარე]] [[წყალწითელა|წყალწითელის]] ხეობის მარცხენა კალთაზე, 150 მ სიმაღლეზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. არ არის სტალაქტიტური ნაღვენთები, მშრალია. წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს. მღვიმის ჯამური სიგრძე 35 მ, სიღრმე 20 მ, აიგანე 6 მ, სიმაღლე 4 მ, აღმოაჩინეს 1914 წელს (რ. შმიდტი, ლ. კოზლოვსკი).
 
საკაჟია [[ამიერკავკასია]]ში მიკვლეული პირველი პალეოლითური ძეგლია. მღვიმეს [[რუდოლფ ვირხოვი]]ს სახელი ეწოდა. 1936 წელს გათხრები განახლდა (ხელმძღვანელი მ. ნიორაძე), აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალა, აღადგინეს ძეგლის ძველი სახელწოდება - „საკაჟია“. 1973 წელს გათხრების დროს (ხელმძრვანელი გ. ნიორაძე) ზედაპალეოლითური ფენის ქვეშ 1,5 მ. სიღრმეზე გამოვლინდა მუსტიეური ფენები. აღმოჩნდა ქვის ლევალუაზური ნუკლეუსები, ანატკეც-ლამელები და მათზე დამზადებული სხვადასხვა ტიპის წვეტანები, სახოკები, დანები და სხვა ნივთები. ამ ფენებში ნაპოვნია [[მღვიმის დათვი]]ს, მარტორქის, ცხენირმის, კეთილშობილი ირმის, ბიზონის, [[კავკასიური ჯიხვი]]ს, ტახისა და სხვა ცხოველთა ძვლები. აქვე აღმოჩნდა ნეანდერტალელი ადამიანის ზედა ტბისყბის ფრაგმენტი და კბილები. აღნიშნული მასალა შუა და გვიანდელი მუსტიეს ხანით თარიღდება.
 
ზედაპალეოლითური ხანის მასალიდან აღსანიშნავია კაჟისა და ობსიდიანის ლამელებზე და ანატკეცებზე დამზადებული სხვადასხვა ტიპის საფხეკები, საჭრისები, გრავეტისა და შატელპერონის ტიპის მსგავსი დანები და სხვა ნივთები, აგრეთვე ძვლისა და რქის ნაკეთობანი: მრგვალგანივკვეთიანი ძვლის შუბისპირები, სადგისები, ირმის რქისგან დამზადებული მიწის საჩიჩქნი თოხისმაგვარი იარაღი. აქვეა ნაპოვნი [[კრომანიონელი]] ადამიანის თავის ქალის ფრაგმენტები. ამავე ფენებში აღმოჩენილია დომბის, კეთილშობილი ირმის, ქურციკის, [[ჯიხვი]]ს, [[ტახი]]ს, ცხენის, [[მღვიმის დათვი]]ს, [[მურა დათვი]]ს, მღვიმის ლომის, ფოცხვერისა და სხვა ცხოველთა ძვლები. ზედაპალეოლითური მასალა ორინიაკულია და განეკუთვნება საქართველოს ზედაპალეოლითური კულტურის შუა (განვითარებულ) საფეხურს.
 
[[1914]] წლიდან კოლექცია დაცულია სანქტ-პეტერბურგში, მიკლუხო-მაკლაის სახელობის ანთროპოლოგიისა და ათნოგრაფიულ მუზეუმებში, 1936 წლიდან მასალა - ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
 
==ლიტერატურა==
*''ნიორაძე გ.,'' ქვის ხანის ადამიანი საკაჟიას გამოქვაბულში, თბ., 1953;
*''ნიორაძე მ.,'' ახალი აღმოჩენები საკაჟიას მღვიმეში, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1974, ტ. 75, № 3;
*''მისივე,'' АпхеологическиеАрхеологические рабитыработы в пещере Сакажия, იქვე, 1976, ტ. 84, № 1;
*''Габуния Л. К., Ниорадзе М. Г., Векуа А. К.,'' О мустьерском человеке из Сакажия (Западная Грузия), «Вопросы антропологии», 1978, в. 59;
*''ტინტილოზოვი, თუშაბრამიშვილი დ.,''[[ ქსე]], ტ. 8, გვ. 669, თბ., 1984
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საკაჟია“-დან