თბილისის საამირო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 6:
{{მთავარი|ბუღა თურქის შემოსევა}}
 
[[საქართველო IX-X საუკუნეებში|მე-9 საუკუნიდან]] თბილისის ამირებმა ბრძოლა დაიწყეს [[ხალიფა|ხალიფისაგან]] დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად,რის გამოც [[არაბთა სახალიფო|არაბებმა]] რამოდენიმეჯერ ჯარიც კი გამოაგზავნეს თბილისზე ძალაუფლების აღსადგენად. ამ ლაშქრობებიდან ყველაზე სასტიკი იყო არაბი სარდლის [[ბუღა თურქი|ბუღა თურქის]] მიერ თბილისის აღება.თბილისის ამირა [[ისჰაკ იბნ-შუაბი|საჰაკი]] ხალიფას უკვე დიდი ხანი აღარ უგზავნიდა ხარკს და მას თავის შეხედულებისამებრ განკარგავდა.არაბების წინააღმდეგ ბრძოლაში საჰაკს მხარი დაუჭირა აფხაზეთის მეფემემ .ქალაქი კარგად იყო გამაგრებული და რადგანაც არაბები ბრძოლით ვერაფერს გახდნენ,ქალაქს ცეცხლი გაუჩინეს.მტრები ისრებს ნავთში ამოვლებულ ჩვრებს ახვევდნენ და ისე ისროდნენ,მითუმეტეს რომ იმ დღეს ქარი თბილისისაკენ უბერავდა.თბილისის[[853|853 წლის]] [[5 აგვისტო|5 აგვისტოს]] თბილისში ბუღა თურქის ლაშქარი შევიდა.ქალაქის დიდი ნაწილი დაიწვა,ამირა კი ბუღა თურქმა შეიპყრო და თავი მოკვეთა.მოკვეთილი თავი ხალიფას გაუგზავნეს,ხოლო ტანი თბილისის გალავნის კედელზე ჩამოკიდეს ურჩთა შესაშინებლად.
 
===საქართველოს მიერ თბილისის აღების უშედეგო მცდელობები===
[[1032|1032 წელს]] კლდეკარისა და ქართლის ერისთავებმა [[ლიპარიტ IV|ლიპარიტ ბაღვაშმა]] და ივანე აბაზას ძემ [[ჯაფარ III იბნ-ალი|თბილისის ამირა ჯაფარი]] ქალაქიდან გამოიტყუეს და შეიპყრეს.როგორც ჩანს,ამირა ვერანაირად ვერ წარმოიდგენდა მოვლენების ამდაგვარ განვითარებას,რადგანაც ქართველ ერისთავებთან შეხვედრაზე ყველანაირი ეჭვის გარეშე გამოვიდა,მითუმეტეს მან და [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV-მ]] სულ ცოტა ხნის წინ ერთობლივი ძალებით გაილაშქრეს [[განჯის საამირო|განჯაზე]].[[მატიანე ქართლისა|,,მატიანე ქართლისას“]] ავტორის თქმით,ჯაფარის ბედი საკმაოდ მძიმედ წარიმართა.მან ტყვეობაში სავარაუდოდ ხუთი წელი გაატარა.რთული სათქმელია,თუ რატომ ვერ მოახერხეს ქართველებმა უპატრონოდ დარჩენილი ქალაქის აღების ორგანიზება.[[ივანე ჯავახიშვილი]] მიუთითებდა,რომ ბირთვისის ციხის აღების შემდეგ მეფემ შეიბრალა ამირა და კვლავ დაამტკიცა იგი თბილისის მმართველად,ვ.კოპალიანის მოსაზრებით კი ბაგრატი ლიპარიტისა და ივანეს მოწინააღმდეგე ფეოდალების ზეგავლენის ქვეშ მოექცა,რომელებიც ქალაქის აღებაში ბაღვაშის გაძლიერების საფრთხეს ხედავდნენ,ამიტომავ თბილისის შემოერთებაზე უარი თქვა.ასეა თუ ისე,თბილისის საამირო კვლავ დამოუკიდებელ ერთეულად რჩებოდა,თუმცა ჯაფარის გათავისუფლებიდან უკვე ერთი წლის შემდეგ კვლავ ლიპარიტის თაოსნობით ქართველებმა ისევ სცადეს თბილისის აღება.ისტორიკოსები თვლიან,რომ ლიპარიტმა დაარწმუნა მეფე თბილისის აღების აუცილებლობაში და ხელმეორე გალაშქრებისაკენ მოუწოდა.თბილისში შესულმა ჯარმა გადაკეტა ყველანაირი გზა,რათა ქალაქი გარე სამყაროსაგან მოეწყვიტა. თბილისის გარშემო საალყო რკალი შეიკრა.მოსახლეობა საშინელმა შიმშილმა მოიცვა.[[თბილელი ბერები]] ქალაქის მეფისათვის გადაცემას აპირებდნენ,ამირა კი საერთოდ ჩუმად გაქცევაზე ფიქრობდა,თუმცა მოულოდნელად ორწლიანი ალყის შედეგად ბაგრატმა ჯაფარს ზავი შესთავაზეა,ჯარებმა კი თბილისი სასწრაფოდ დატოვეს.ეს საკითხიც ისტორიკოსთა დავის მიზეზად იქცა.ივანე ჯავახიშვილი იბნ-ალ-ასირის შემონახულ ცნობაზე დაფუძვნებით მეფის ამ აჩქარებულ გადაწყვეტილებას სულჩუკთა სომხეთსა და აზერბაიჯანში შესვლას უკავშირებს,მ.ლორთქიფანიძე კი მიიჩნევს,რომ თბილისის შემოერთების წარუმატებელი მცდელობას კვლავ ლიპარიტის მოწინააღმდეგე თავადებს აბრალებს,თუმცა არ გამორიცხავს მეფეზე სელჩუკთა ლაშქრობების ზემოქმედებას.
 
 
== თბილისის ამირები ==