ალაზანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 51:
ალაზნის მარცხენა შენაკადებია: [[სტორი]], [[ლოპოტა]], [[ინწობა]], [[ჩელთი]], [[დურუჯი]], [[ავანისხევი]], [[კაბალი]], [[მაწიმისწყალი]], [[გიშისწყალი]] (აგრიჩაი) და სხვა. მარჯვენა — [[ილტო]], [[თურდო]], [[კისისხევი]], [[ჭერმისხევი]] და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., [[დურუჯი]]). ალაზანს [[მინგეჩაურის წყალსაცავი|მინგეჩაურის წყალსაცავში]] წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ მ³ წყალი.<ref name="ქსე" />
 
მდინარე ალაზანისალაზნის აუზი საქართველოსმდებარეობს [[საქართველო]]ს აღმოსავლეთ ნაწილში, [[კახეთის მხარე|კახეთის რეგიონში]] მდებარეობს. აუზში დაახლოებით 350, 000 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 80% სოფლად. აუზში სამუშაო ძალის მთავარი საქმიანობა [[სოფლის მეურნეობა|სოფლის მეურნეობის სექტორია]]. მდინარე ალაზნის აუზში ფუნქციონირებს გარკვეული რაოდენობარაოდენობის მცირე საწარმოები: ხის გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, სასოფლო-სამეურნეო მანქანების და აღჭურვილობის შემკეთებელი საამქროები. აუზში განვითარებულია [[კვების მრეწველობა]]; მთავარ ნაწილს [[ღვინო|ღვინის]] წარმოება შეადგენს.<ref name="kura" />
 
ალაზნის აუზის ბუნებრივი [[ფლორა|მცენარეული საფარი]] ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია, ასახავს რა დიდ სხვაობას [[ტემპერატურა]]სა, [[ატმოსფერული ნალექები|ატმოსფერულ ნალექებსა]], ფერდობების დახრილობასა და ნიადაგში. 2600 მეტრის სიმაღლის ზემოთ ალპური მდელოები, ხოლო 2200 და 2600 შორის სიმაღლეზე სუბალპური ტყიანი ადგილები და მდელოები ჭარბობს. 400-2200 მეტრზე დომინირებს [[მუხა|მუხისა]] და [[რცხილა|რცხილის]] შერეული ტყეები ([[მუხა]], [[იფანი]], [[თელა]] და სხვა), ხოლო ალუვიურ სტეპზე ბუნებრივ მცენარეულ საფარს ტყის ელემენტები წარმოქმნის. აუზის აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთით [[დედოფლისწყარო]]დან, დომინირებს სხვადასხვა ტიპის ველის მცენარეული საფარი.<ref name="kura" />
 
ალაზნის აუზში რამდენიმე მცირე წყალსაცავი და ტბაა. ფუნქციონირებს რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური: [[ახმეტის მუნიციპალიტეტი|ახმეტის მუნიციპალიტეტში]]: „ხადორჰესი“ (24 მეგავატი), [[ყვარლის მუნიციპალიტეტი|ყვარლის მუნიციპალიტეტში]] — „ინწობაჰესი“ (1 მეგავატი), [[ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი|ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში]] — „კაბალჰესი“ (1.5 მეგავატი), [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი|გურჯაანის მუნიციპალიტეტში]] — „ალაზანჰესი“ (1.5-2.5 მეგავატი).<ref name="kura" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალაზანი“-დან