ალაზანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 45:
|Commons = Alazani River
}}
'''ალაზანი''' — მდინარე [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოსა]] და [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]], ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი — 11 800 კმ², წყლის საშუალო ხარჯი — 98 მ³/წმ. სათავე აქვს [[კავკასიონი|კავკასიონზე]], მწვერვალ [[დიდი ბორბალო]]ს აღმოსავლეთ კალთაზე, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2750 მ სიმაღლეზე. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის [[ალაზნის ვაკე]]ზე და იტოტება. ერთვის [[მინგეჩაურის წყალსაცავი|მინგეჩაურის წყალსაცავს]] [[აზერბაიჯანი]]საზერბაიჯანის ფარგლებში.<ref name="ქსე">{{ქსე|1|262|აფხაზავა ი.|არა}}</ref> წყალსაცავის აგებამდე ალაზანი პირდაპირ [[მტკვარი|მტკვარში]] ჩაედინებოდა. აუზი სამი მხრიდან მაღალი მთებით არის გარშემორტყმული, რომლებიც ვაკეს და მთისწინეთს ჰაერის ცივი მასებისგან იცავენ.<ref name="kura">[http://www.kura-aras.org/EU-Georgian_Language_files/Alazani_pilot_RBMP_GEO_2011.pdf საპილოტე მდინარის აუზის მართვის გეგმა მდინარე ალაზნისთვის — საქართველო]</ref>
 
საზრდოობა შერეულია. ალაზანი იკვებება მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40%-ს მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლის — 30-30%-ს. წყალდიდობა [[გაზაფხული|გაზაფხულსა]] და [[ზაფხული]]ს პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა — [[შემოდგომა]]ზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3%, [[ზაფხული|ზაფხულში]] — 29,1%, [[შემოდგომა]]ზე — 20,3%, [[ზამთარი|ზამთარში]] — 12,3%. არ იყინება.<ref name="ქსე" /> აუზის საშუალო სიმაღლე 850 მ-ია, ხოლო მდინარის საშუალო ქანობი 2,12%-ია. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის მუნიციპალიტეტია.<ref name="kura" />
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალაზანი“-დან