ალაზანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
|სათავე = [[კავკასიონი]]
|სათავის მდებარეობა = [[დიდი ბორბალო]]
|სათავის სიმაღლე = 2750
|სათავის კოორდინატები=
|s_lat_dir = N|s_lat_deg =42 |s_lat_min = 25|s_lat_sec = 18
ხაზი 45:
|Commons =
}}
'''ალაზანი''' — მდინარე [[აღმოსავლეთი საქართველო|აღმოსავლეთ საქართველოსა]] და [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]], ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი — 11 800 კმ², წყლის საშუალო ხარჯი — 98 მ³/წმ. სათავე აქვს კავკასიონზე, მწვერვალ [[დიდი ბორბალო]]ს აღმოსავლეთ კალთაზე, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 2750 მ სიმაღლეზე. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის [[ალაზნის ვაკე]]ზე და იტოტება. ერთვის [[მინგეჩაურის წყალსაცავი|მინგეჩაურის წყალსაცავს]] [[აზერბაიჯანი]]ს ფარგლებში. წყალსაცავის აგებამდე ალაზანი პირდაპირ [[მტკვარი|მტკვარში]] ჩაედინებოდა. აუზი სამი მხრიდან მაღალი მთებით არის გარშემორტყმული, რომლებიც ვაკეს და მთისწინეთს ჰაერის ცივი მასებისგან იცავენ.
 
საზრდოობა შერეულია. ალაზანი იკვებება მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. წყლის ჩამონადენის დაახლოებით 40%-ს მიწისქვეშა წყალი შეადგენს, წვიმისა და თოვლის — 30-30%-ს. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულის პირველ ნახევარში იცის, მოვარდნა — შემოდგომაზე. ზამთარში წყალმცირეა. გაზაფხულზე მოდის წყლის ჩამონადენის 38,3%, [[ზაფხული|ზაფხულში]] — 29,1%, [[შემოდგომა]]ზე — 20,3%, [[ზამთარი|ზამთარში]] — 12,3%. არ იყინება. აუზის საშუალო სიმაღლე 850 მ-ია, ხოლო მდინარის საშუალო ქანობი 2,12%-ია. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის მუნიციპალიტეტია. იყენებენ სარწყავად.
 
ალაზნის მარცხენა შენაკადებია: [[სტორი]], [[ლოპოტა]], [[ინწობა]], [[ჩელთი]], [[დურუჯი]], [[ავანისხევი]], [[კაბალი]], [[მაწიმისწყალი]], [[გიშისწყალი]] (აგრიჩაი) და სხვა. მარჯვენა — [[ილტო]], [[თურდო]], [[კისისხევი]], [[ჭერმისხევი]] და სხვა. ზოგი შენაკადი ღვარცოფულია (მაგ., [[დურუჯი]]). ალაზანს მინგეჩაურის წყალსაცავში წლიურად შეაქვს 2,5 მლრდ მ³ წყალი.
 
მდინარე ალაზანის აუზი საქართველოს აღმოსავლეთ კახეთის რეგიონში მდებარეობს. აუზში დაახლოებით 350.000 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 80% სოფლად. აუზში
სამუშაო ძალის მთავარი საქმიანობა სოფლის მეურნეობის სექტორია. მდინარე ალაზნის აუზში ფუნქციონირებს გარკვეული რაოდენობა მცირე საწარმოები: ხის გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, სასოფლო-სამეურნეო მანქანების და აღჭურვილობის შემკეთებელი საამქროები. აუზში განვითარებულია კვების მრეწველობა; მთავარ ნაწილს ღვინის წარმოება შეადგენს.
 
ალაზნის აუზის ბუნებრივი მცენარეული საფარი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულია, ასახავს რა დიდ სხვაობას ტემპერატურასა, ატმოსფერულ ნალექებსა, ფერდობების დახრილობასა და ნიადაგში. 2600 მეტრის სიმაღლის ზემოთ ალპური მდელოები, ხოლო 2200 და 2600 შორის სიმაღლეზე სუბალპური ტყიანი ადგილები და მდელოები ჭარბობს. 400-2200 მეტრზე დომინირებს მუხისა და რცხილის შერეული ტყეები (მუხა, იფნის ხეები, თელა და სხვა), ხოლო ალუვიურ სტეპზე ბუნებრივ მცენარეულ საფარს ტყის ელემენტები წარმოქმნის. აუზის აღმოსავლეთ ნაწილში, აღმოსავლეთით დედოფლისწყაროდან, დომინირებს სხვადასხვა ტიპის ველის მცენარეული საფარი.
 
ალაზნის აუზში რამდენიმე მცირე წყალსაცავი და ტბაა. ფუნქციონირებს ოთხი ჰიდროელექტროსადგური: ახმეტის მუნიციპალიტეტში:
„ხადორჰესი“ (24 მეგავატი), ყვარლის მუნიციპალიტეტში — “ინწობაჰესი” (1 მეგავატი), ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში — “კაბალჰესი” (1.5 მეგავატი), გურჯაანის მუნიციპალიტეტში — “ალაზანჰესი” (1.5-2.5 მეგავატი).
 
==გალერეა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალაზანი“-დან