თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
109.172.235.18-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა პაატა შ-ის მიერ რედაქტირებული...
ხაზი 59:
[[ფაილი:Burned Tbilisi opera 1874.jpg|მინი|left|დამწვარი ოპერა]]
ხანძრის შემდეგ თეატრის შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა (არქიტექტორები — მეძმარიაშვილი, ჩაჩანიძე). რეკონსტრუქციის ავტორებმა შეძლეს შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილის შენარჩუნება, რომელსაც ქმნის ისრული თაღები, დეკორატიული კოშკურები, სტალაქტიკური მორთულობა, ორნამენტული მოტივები და ა. შ; შენარჩუნდა შენობის წინა ფასადი. ცვლილება განიცადა გვერდითმა ფასადებმა, ზოგ ადგილას დაემატა ერთი სართული. განსაკუთრებით შეიცვალა და გაიზარდა სცენის ნაწილი, საფუძვლიანად შეიცვალა მაყურებელთა დარბაზის ფორმა და იერსახე. თეატრის მაყურებელთა დარბაზი 1065 მაყურებელს იტევს. სცენის პორტალის ზომებია 16x10 მ. სცენას აქვს 4 მოძრავი ბაქანი. თეატრში ექვსი სარეპეტიციო დარბაზია, მათ შორის სამი საბალეტო, ორი საოპერო და ერთი — ორკესტრისთვის. საორკესტრო ორმოს კონსტრუქცია ასაწევ-დასაწევი იატაკით სიმფონიური კონცერტების ჩატარების საშუალებას იძლევა. თეატრის ფოიეში მდებარეობს შესანიშნავი დარბაზები, ე. წ. წითელი დარბაზი და სარკეებიანი დარბაზები, სადაც შეიძლება კამერული კონცერტებისა და სხვადასხვა სახის შეხვედრების გამართვა.<br />
2010 წელს თეატრის შენობაში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები. მიმდონარეობსმიმდინარეობს ძირითადი შენობის, დარბაზის, დამხმარე ნაგებობების, ყველა ფლიგელისა და დონის, ასევე გარე ტეორიტორიის სრული განახლება და რეკონსტრუქცია. თეატრს დაემატება ახალი ფუნქციის მქონე ობიექტები და ტერიტორიები. სცენა და ასევე ყველა საჭირო კომუნიკაცია აღჭურვილია უახლესი ცენტრალიზებული და კომპიუტერიზირებული მართვის სისტემით.
განახლებული თეატრის გახსნა დაგეგმილია 2015 წლის გაზაფხულზე.