მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ზიმბაბვეს საგარეო პოლიტიკის მთავარი მიმართულება ხდება აფრიკა. ზიმბაბვე აქტიურ როლს თამაშობდა [[მიუმხრობლობის მოძრაობა]]ში, [[ერთა თანამეგობრობა]]ში, [[აპართეიდი]]ს წინააღმდეგ ბრძოლაში და «ფრონტისპირა სახელმწიფოების» ჯგუფის წევრია. ზიმბაბვეს ხელმძღვანელობა ეხმარებოდა მოზამბიკის მთავრობას მის ბრძოლაში [[მოზამბიკის ეროვნული წინააღმდეგობა|მოზამბიკის ეროვნული წინააღმდეგობის]] წინააღმდეგ; 1992 წლიდან 1995 წლის ჩათვლით ზიმბაბვე მონაწილეობდა [[გაეროს სამშვიდობო ძალები]]ს სამშვიდობო მისიებში [[მოზამბიკი|მოზამბიკში]], [[რუანდა]]ში, [[ანგოლა]]ში, [[სომალი]]ში.
 
რობერტ მუგაბეს მთავრობის ურთიერთობა დასავლეთთან გაფუჭდა ქვეყანაში თეთრკანიანი ფერმერების მიწების რეკვიზიციის დაწყების შემდეგ, ასევე მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნების მეთვალყურეებმა 2000 წლის არჩევნები ჩათვალეს არასამართლიანად. [[საერთაშორისო სავალუტო ფონდი|საერთაშორისო სავალუტო ფონდმა]] და [[მსოფლიო ბანკი|მსოფლიო ბანკმა]] შეწყვიტა ზიმბაბვესთვის კრედიტების გაცემა, ეყრდნობოდა რა მთავრობის წევრების მიერ მიღებული თანხების არაკეთილსინდისიერად გამოყენებას, ასევე ვალების გადახდის შეწყვეტას. მეორე მიზეზი გახდა [[აშშ]]-ში მიღებული კანონი «ზიმბაბვეს დემოკრატიისა და ეკონომიკის აღდგენის» შესახებ (2001 წლის დეკემბერი), რომლის თანახმადაც რობერტ მუგაბეს შეუძლია აღადგინოს ნორმალური ურთიერთობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან მხოლოდ [[კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა|კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან]] [[ჯარი|ჯარების]] გამოყვანის და გამჭირვალეგამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფის შემთხვევაში. ზიმბაბვეს ხელისუფლების მოქმედებები ოპოზიციასთან მიმართებაში 2002 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ [[ევროპის კავშირი]]ს მიერ შეფასდა, როგორც მუქარა დემოკრატიისადმი, რამაც მოიტანა ზიმბაბვეს მიმართ შეზღუდული სანქციების შემოღება. [[ერთა თანამეგობრობა]]მ დროებით შეაჩერა ზიმბაბვეს წევრობა ორგანიზაციაში, რის შემდეგაც ქვეყანა თვითონვე გამოვიდა იქიდან.
 
რობერტ მუგაბეს მთავრობა ღებულობდა რეგიონალური ლიდერის — [[სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა|სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის]] საკმაოდ სტაბილურ მხარდაჭერას, თუმცა სიტუაცია დროებით გართულდა ზიმბაბვეს არმიის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შეყვანის შემდეგ. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ ხმა მისცა ზიმბაბვეს გარიცხვაზე ერთა თანამეგობრობის რიგებიდან ერთი წლის ვადით, მაგრამ წინააღმდეგი გამოვიდა საერთაშორისო სანქციების დაწესებაზე. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელმძღვანელობა აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ზიმბაბვეში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საქმეში.