ცვინგლიანობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ცვინგლიანობა''' — [[პროტესტანტიზმი]]ს ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც აღმოცენდა [[შვეიცარია]]ში [[XVI საუკუნე]]ში, [[რეფორმაცია|რეფორმაცი]]ის დროს. [[რელიგია|რელიგი]]ურ-[[ეთიკა|ეთიკეთიკური]]ური და სოციალურ-პოლიტიკური მოძღვრება, რომელიც შეიმუშავა [[ულრიხ ცვინგლი]]მ. ცვინგლიანობას ბევრი საერთო აქვს [[ლუთერანობა]]სთან. ამ უკანასკნელის მსგავსად ცვინგლიაობა უარყოფდა [[კათოლიციზმი]]ს ძირითად [[დოგმატიზმი|დოგმა]]ს, კერძოდ, იმას, რომ [[ეკლესია]] და [[სამღვდელოება]] აუცილებელი შუამავლები არიან [[ადამიანი|ადამიან]]სა და [[ღმერთი|ღმერთ]]ს შორის, სულის ხსნის ერთადერთ გზად აცხადებდა ჭეშშმარიტ რწმენას, [[ქრისტიანობა|ქრისტიანობქრისტიანობის]]ის განახლების საფუძვლად მიაჩნდა [[ბიბლია|საღვთო წერილი]], უგულვებელყოფდა [[ინდულგენცია|ინდულგენც]]იებს, ხატებისადმი თაყვანისცემას, [[მარხვა]]ს, მღვდლების უცოლობას და ა.შ. [[საიდუმლონი|საიდუმლოსაიდუმლოთაგან]]თაგან დატოვა მხოლოდ ორი მთავარი - [[ნათლისღება|ნათლობა]] და [[ზიარება]]. ამასთანავე, ლუთერანობასთან შედარებით ცვინგლიანობა უფრო გაბედულად გამოდიოდა კათოლიკური კულტის წეს-ჩვეულებების წინააღმდეგ. რაციონალურად განმარტავდა [[ზიარება]]ს, განიხილავდა მას არა როგორც საიდუმლოს, არამედ როგორც [[ქრისტე]]ს მიერ გაღებული მსხვერპლის [[სიმბოლო|სიმბოლ]]ურ გახსენებას. ცვინგლიანობა [[ეკლესია]]ს საერო ხელისუფლებას უმორჩილებდა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ცვინგლიანობა“-დან