ერმილე ნაკაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 61:
ისტორიული ცნობების თანახმად, [[ნაკაშიძეები]]ს წარჩინებული თავადური გვარიდან მაკვანეთში მხოლოდ ერმილე და ბეჟან ნაკაშიძეები ცხოვრობდნენ. მისი დედა, მაკა, რაჭის ერისთავის ასული იყო. ერმილე ნაკაშიძემ პირველადი განათლება სოფელ [[ლიხაური]]ს დაწყებით სკოლაში მიიღო, შემდეგ ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში გადავიდა. აგრონომიის მიმართ ინტერესი ნაკაშიძემ ჯერ კიდევ ოზურგეთში, სკოლაში სწავლისას გამოიჩინა. მან სახლში მოაწყო პატარა სანერგე, სადაც ნერგებს ამყნიდა და ახალი ჯიშები გამოჰყავდა. მან გამოიყვანა კაკლის გაუმჯობესებული ჯიში, რომელიც ძვირფას სამერქნე მასალას იძლეოდა. 1879 წლიდან ნაკაშიძემ სწავლა [[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია|ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში]] IV კლასის მოსწავლედ გააგრძელა. გიმნაზიაში მასთან ერთად, მისი მკვიდრი მამიდაშვილი, [[ექვთიმე თაყაიშვილი]] და [[ნიკო მარი]] სწავლობდნენ. 1883 წელს გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ნაკაშიძემ სწავლა პოლონეთში, ნოვოალექსანდრიის სასოფლო–სამეურნეო და სატყეო ინსტიტუტში გააგრძელა და ის სასწავლებელში ერთადერთი სტუდენტი იყო ამიერკავკასიიდან. სწავლის გასაგრძელებლად მან სტიპენდია ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკისგან მიიღო.
 
სწავლის დასრულების შემდეგ, 1886 წელს, ნაკაშიძე დაბრუნდა სამშობლოში და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ და სამეურნეო ცხოვრებაში. დაბრუნებისთანავე, 1887 წლიდან, ნაკაშიძე ჩაერთო [[ილია წინამძღვრიშვილი]]ს მიერ დაფუძნებული ქართული სამეურნეო სკოლის მუშაობაში. იგი დაინიშნა სასწავლებლის მმართველად. 1892 წელს, წარმატებული შრომის შემდეგ ნაკაშიძემ სასწავლებელი დატოვა და შეუდგა საქმიანობას „[[ფილოქსერა]]სთან მებრძოლ კავკასიის კომიტეტში“, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაარსებული დაწესებულება იყო და მიზნად ადგილობრივი [[მევენახეობა|მევენახეობის]] გადარჩენას ისახავდა. ნაკაშიძე „საფილოქსერო დასის“ საქმიანობას ძირითადი დანიშნულების გარდა, იყენებდა პოლიტიკური მიზნითაც, კერძოდ რეგიონებში გლეხთა შორის პოლიტიკური განათლებისა და პროპაგანდის მიზნით. „საფილოქსერო დასში“ ის 1896 წლამდე მუშაობდა, თუმცა შემდგომაც არაოფიციალურად განაგრძობდა მევენახეობის ხელშეწყობას, მოამზადა ფუნდამენტური ნაშრომები საქართველოში მევენახეობის შესახებ.
 
1890-იან წლებში მან პრესის მეშვეობით გამოაქვეყნა იდეა სამეურნეო კოლონიების მოწყობისა. მისი ხედვით სამეურნეო განათლების მქონე პირებს სოფლად უნდა მოეწყოთ სანიმუშო მეურნეობები, კოოპერატივები. იდეას დიდი მხარდაჭერა არ ჰქონია. ამიტომ ნაკაშიძემ თავად დააარსა ასეთი კოლონია მშობლიურ სოფელ მაკვანეთში და ბაზად საკუთარი მამული აქცია. 900 კვადრატული საჟენი მიწა მან აჩუქა სოფლის სკოლას საცდელი ნაკვეთების მოსაწყობას, გადასცა მას ლიტერატურა და გამოიწერა პრესა. მისი მეუღლის ხელმძღვანელობით კი ტარდებოდა კურსები სოფლად მცხოვრები ბავშვებისთვის. მეურნეობაში ნაკაშიძემ სხვადასხვა ჯიშის ხეხილი და ვაზი გააშენა, გამოჰყო ნაკვეთი ექსპერიმენტებისთვის, პარალელურად თანამშრომლობდა სხვადასხვა სამეურნეო გამოცემებთან. მან პირველმა აღძრა საკითხი, გახსნილიყო ოზურგეთში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი. ამისთვის პროექტი და სასწავლო პროგრამაც შეიმუშავა. მისი პროექტის მიხედვით სასწავლებელში მეფუტკრეობა, მებაღეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, მესაქონლეობა და მემინდვრეობა უნდა ესწავლებინათ.
 
[[გურია]]–[[სამეგრელო]]სა და [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] ჩაის კულტურის ფართოდ გავრცელება სწორედ ერმილე ნაკაშიძის სახელს უკავშირდება, რომელმაც მოაწყო [[ჩაი]]ს პლანტაციები და თავისი ხელით რგავდა ჩაის ბუჩქებს. მან მოსახლეობას შინამრეწველური წესით ჩაის ფოთლის გადამუშავება შეასწავლა. ნაკაშიძემ სოფელ მაკვანეთში მდებარე თავის მამულში, ჩაის პლანტაცია გააშენა, სოფელ [[ზვანი|ზვანში]] კი [[მიხეილ ნაკაშიძე]]სთან ერთად, პირველი ჩაის ფაბრიკა ააგო. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ფაბრიკაში გამოუშვეს პირველი ჩაი, რომელსაც ერმილე ნაკაშიძემ საკუთარი და მისივე მეუღლის, იტას (ივლიტა ასათიანი) სახელების მიხედვით „ერმილიტა“ დაარქვა. 1914 წელს ერმილე ნაკაშიძის ხელმძღვანელობით, ზვანის საცდელ პლანტაციაში, გურიაში პირველი, სრულყოფილი ჩაის გადამამუშავებელი ფაბრიკა აშენდა.