დიმიტრი გულია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
1925 წელს გამოსცა „აფხაზეთის ისტორია“, რუსულ ენაზე. გვერდი ავლილია ქართული და უცხოური ისტორიული რეალობისთვის, წიგნი შექმნილია არსებული პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სჭარბობს აფსუურ-ადიღეური კადრების საბჭოთა ხელისუფლებაში მოსვლით შეგულიანებული კაცის შეხედულებები და ჰიპოთეზები. აყალბებს არსებულ რეალობას, აფხაზეთის ისტორიას მიჯნავს ქართულისაგან. XX საუკუნის 20-იანი წლები შესანიშნავი პერიოდი იყო მზაკვრული გეგმების განსახორციელებლად. აფხაზეთი იმ პერიოდში არ იყო შესწავლილი არც არქეოლოგიურად, არც ეთნოგრაფიულად, არ არსებობდა ლინგვისტური და ფოლკლორული მასალა. გულია აფხაზეთის ისტორიას ძველ აღმოსავლეთს უკავშირებს.
 
1951 წელს, მას შემდეგ რაც [[იოსებ სტალინი]]ს მიერ კრიტიკული შეფასებები გაკეთდა 1920-იანი წლების სხვადასხვა ეთნიკური კვლევების მისამართით, დიმიტრი გულიამ გამოსცა ბროშურა სათაურით „ჩემი წიგნის – „აფხაზეთის ისტორიის“ – თაობაზე“, რომელშიც განმარტავს, რომ 1925 წელს მან რიგი ისტორიული ფაქტები „ვერ გაითვალისწინა“, რის გამოც წიგნი არასრული გამოვიდა და მან სხვა მკვლევარებიც შეცდომაში შეიყვანაშეაცდინა. ამავე წიგნში გულია ხაზს უსვამს აფხაზების და ქართველების ეთნიკურ ერთობას და ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში, აფხაზების როლს არ განარჩევს საქართველოს სხვა კუთხეების წარმომადგენლებისგან. მაშინაც და დღესაც მეცნიერთა ნაწილს ეჭვი შეაქვს, რომ გულია გულწრფელი იყო ამ წიგნის წერისას და მიიჩნევენ, რომ ის მაშინდელი საბჭოთა კავშირის ქართველი მმართველების, სტალინის და [[ლავრენტი ბერია|ბერიას]] შიშით და გავლენით იყო დაწერილი, თუმცა ოფიციალირად გულიას თავისი მოსაზრება მათი სიკვდილის და [[ნიკიტა ხრუშჩოვი|ხრუშჩოვის]] ეპოქის დამყარების შემდეგაც არ შეუცვლია.<ref>[http://www.isari.ge/saerTo_gazeTi_19.11.2014-2.php ვერსია აფხაზთა წარმოშობის შესახებ, ანუ რას ნანობდა დიმიტრი გულია?! ''isari.ge'']</ref>
 
დიმიტრი გულია გარდაიცვალა 1960 წლის 7 აპრილს [[აგუძერა]]ში, გულრიფშის რაიონში. დასაფლავებულია სოხუმში, მისი სახლ-მუზეუმის ეზოში.