გაჩიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: საქმე იმაშია → საქმე ის არის using AWB
ხაზი 3:
'''გაჩიანი''' — ქალაქი და მხარე ისტორიულ [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]]. ქალაქის ზუსტი ადგილმდებარეობა დაუდგენელია. გაჩიანის მხარე ანუ [[სამშვილდის საერისთავო]] [[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოს]] ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განაპირა საერისთავო იყო.
 
[[ლეონტი მროველი|ლეონტი მროველის]] (XI ს.) მიხედვით, ქართველთა ლეგენდარულმა მამამთავარმა [[ქართლოსი|ქართლოსმა]] თავის ერთ-ერთ ძეს, [[გაჩიოსი|გაჩიოს]] მისცა ქალაქი [[სამშვილდე (ციხე-ქალაქი)|სამშვილდე]] და ქვემო ქართლის ნაწილი მდინარე [[ვერე|ვერიდან]] მოყოლებული [[აბოცი|აბოცის]] მთამდე.
 
==ქალაქის ადგილმდებარეობა==
{{ციტატა|ხოლო გაჩიოსს მისცა [[ორბეთის ციხე|ორბის ციხე]] და [[ვერე (მდინარე)|სკჳრეთის მდინარითგან]] ვიდრე თავადმდე [[აბოცი]]სა. და ამან გაჩიოს აღაშენა ქალაქი [[გაჩიანი]], რომელსა მაშინ ერქუა [[სანადირო ქალაქი]].}}
 
{{ციტატა|[[გარდაბოსი|გარდაბოსს]] მისცა [[ხუნანი]] და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მდინარე [[ბერდუჯი]]სი, დასავლით ქალაქი [[გაჩიანი]], და სამჴრით მთა პირველ ჴსენებული, და ჩრდილოთ [[მტკვარი|მტკუარი]].}}
 
{{ციტატა|და მსახურებდა იგი მეფესა ასურასტანისასა. და მოიყვანა ცოლი სპარსი, ასული ბარდაველის ერის-თვისა. და ესხნეს მის თანა ორნი ასულნი, და არა ეშუა ძე. მაშინ მოიყვანა სპარსეთით შვილი ნებროთისი, ნათესავითგან ცოლისა მისისა, დედის დის-წული, და დაიჭირა იგი შვილად, რომელსა ერქუა სახელი მირვან. და მისცა ასული თჳსი ცოლად, ქალაქი [[გაჩიანი]] და [[სამშვილდის საერისთავო|საერისთაო სამშჳლდისა]] და ერთი ასული მისცა ძესა ქუჯისსა, მამის დის-წულსა თჳსსა.}}
 
*[[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტის]] (XVIII ს.) მიაჩნდა, რომ იგი მდინარეების მაშავერ-ქციის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა.
{{ციტატა|ხოლო კვალად [[შულავერი|შულავრის]] დასავლით არს [[მამხუტის-ხევი]], და ამის დასავლით [[ტალავრის-ხევი]]. ხევის ბოლოს [[ჭაპალას ციხე|ჭაპალა და ციხე]] მისი. და ამას ჰსწერენ გაჩიანად. არამედ არა არს ესე დასავლით [[ხუნანი]]სა, არამედ სამხრით, და არს წილი გარდაბანისა და არა [[გაჩიოსი]]. ხოლო [[არქევან]]ი პირველ იყო გაჩიანი, და სანადირო ქალაქი, მერმე [[ქაოზიანი]], და აწ ესე დაბა რომელი დასავლითცა არს ხუნანისა და საზღვარიცა მათი. არამედ ჭაპალის ჩდილოთ ქციის კბოდე-ზედ, არს არქევანი. ამას ეწოდა ქაოზიანი, სადა არს დიდ-დიდნი ნაშენებნი. ესე არს გაჩიანი<ref>ვახუშტი ბატონიშვილი, "გეორგრაფიული აღწერა საქართველოსი" გვ. 144</ref>.}}
*X საუკუნის სომეხი ისტორიკოსი [[უხტანესი]] ქალაქ გაჩიანს ვრაცდაშთში ("ქართველთა ველში") ათავსებდა და იგი ცურტავის მერმინდელ სახელად მიაჩნდა.
 
*[[ივანე ჯავახიშვილი]]ს მოსაზრება ქალაქ გაჩიანის ადგილსამყოფელის შესახებ:
{{ციტატა|იმავე ლეონტი მროველის სიტყვით გაჩიანი ვითომც ახალი სახელი უნდა ყოფილიყო, მხოლოდ წინათ, «მაშინ ერქუა სანადირო ქალაქია»-ო (ც˜ა მფ˜თა, *104, გვ. 6). დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის სიტყვებითგანა ჩანს მაინც, რომ გაჩიანი მტკვრის პირასა ყოფილა; იგი მოგვითხრობს: «ჩამოიარიან თურქთა სომხითი... ჩამოდგიან გაჩიანთა პირსა მტკუარისასა»-ო (ც˜ა მფ˜სა დ˜თსი, *529, გვ. 296); მაგრამ თუ გაჩიანი მართლაც ამ ქვეყნის დასავლეთი საზღვარი იყო, როგორც ნათქვამი აქვს ლეონტი მროველს, მაშინ მტკვარზე შეიძლება იგი მხოლოდ ხაშურსა და ტასის-კარს შუა ყოფილიყო სადმე. მაგრამ ამას ცოტა არ იყოს ეწინააღმდეგება დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობა, რომლის სიტყვებითგანაც ისე გამოდის, რომ გაჩიანი აღმოსავლით მდებარეობს, სადღაც სომხითსა, ბარდავსა და ივრის პირს შუა. ერთი სიტყვით, ჯერ-ჯერობით ჩვენ ისეთი ცნობები არ მოგვეპოვება, რომ დანამდვილებით გამოგვერკვია, თუ სად მდებარეობდა ქ. გაჩიანი. ყურადღების ღირსია, რომ გაჩიანის მდებარეობა, როგორც ეტყობა, არც ვახუშტსა სცოდნია (გგრ˜ფა, 65)<ref>ივანე ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 2, გვ. 33, თბილისი 1983</ref>.}}
Line 24 ⟶ 23:
აღსანიშნავია, რომ ნასოფლარი [[უგუდეთი]], [[კავკასიის მხარის ხუთვერსიანი რუკა|კავკასიის მხარის ხუთვერსიან რუკა]]ზე აღნიშნულია, როგორც დასახლება სახელად „'''დიდი სანადირო'''“. აღნიშნული ადგილი წარმოადგენს ალგეთის ბასეინის უკიდურეს ხეობის დასახლებულ პუნქტს.
 
დღევანდელი ტოპოგრაფიულ რუკაზე, გარდაბნის მხარეს აღმოსავლეთით საზღვრავს მტკვარი-ბერდუჯი, აბოცის მთა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთით და შესაბამისად რუკის ასეთი მობრუნების შედეგად არც გაჩიანის ქალაქის ძებნა მის დასავლეთ წერტილში იქნებოდა მართებული.
 
თუ დღევანდელ რუკას და გეოგრაფიულ პარალელებს 90°-ით შემოვაბრუნებთ, მაშინ შესაძლებელია სწორედ აღმოჩნდეს ვახუშტისეული გარდაბნის მხარის აღწერა: აღმოსავლით მდინარე [[ბერდუჯი]], ჩრდილოით [[მტკვარი]], სამხრით მთა პირველ ხსენებული ანუ აბოცი, ხოლო დასავლით ქალაქი გაჩიანი. ამ შემთხვევაში ქცია-ხრამის სრულ ბასეინს თუ ჩავთვილით გარდაბნის მხარედ, ხოლო ალგეთის ბასეინს გაჩიანის ტერიტორიად, მაშინ ნასოფლარი უგუდეთი (დიდი სანადირო) აღმოჩნდება ამ ტერიტორიისათვის დასავლეთი მსაზღვრელი.
 
საქმე იმაშიაის არის რომ, ადრე, რადგანაც კარტოგრაფია არ იყო დახვეწილი, რუკები და შესაბამისად მხარის ორიენტაციები დარღვეული იყო. შესაბამისად თუ იქმნებოდა რუკა ხელით, ყოველგვარი ტრიანგულიაციის გარეშე, შედიგ არაზუსტი გამოდიოდა. მაგალითისათვის იგივე ვახუშტისეული სვანეთის ენგური ჩრდილოკავკასიაში გადადის.
ალგეთის ხეობის ზედაწელში მდებარეობს ძველი ციხე სახელად [[ორბეთის ციხე]]. ზოგიერთი მეცნიერის აზრით ლეონტი მროველისეული ციხე ორბისა სწორედ ალგეთის ხეობაში არსებული ციხეა. ადრე სწორედ აქ გადადიოდა გზა თრიალეთის ქედზე.
 
ლეონტი მროველის სიტყვები: "და მისცა ასული თჳსი ცოლად, ქალაქი გაჩიანი და საერისთაო სამშჳლდისა".
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გაჩიანი“-დან