ოსკარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: დაჯილდოვება → დაჯილდოება using AWB
ხაზი 13:
|საიტი = {{URL|oscars.org}}
}}
'''აკადემიის პრიზები''' ანუ '''ოსკარები''' (2013 წელს ოფიციალური სახელწოდება, „აკადემიის პრიზები“ შეიცვალა „ოსკარებით“) — [[ამერიკის შეერთებული შტატები | შეერთებულ შტატებში]] კინოინდუსტრიაში მიღწევების აღსანიშნავად ყოველწლიურად გამართული დაჯილდოების ცერემონია. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებული ჯილდოვდება [[ქანდაკება| ქანდაკების]] ასლით, რასაც ოფიციალურად ეწოდება აკადემიის ღირსების პრიზი, და დღეს მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც, „ოსკარი“. დაჯილდოების ცერემონია პირველად 1929 წელს [[ლოს-ანჯელესი|ლოს-ანჯელესში]] „ჰოლივუდ რუზველტ ჰოტელში" გაიმართა. ცერემონიას ზედამხედველობას უწევს „კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემია“ (Academy of Motion Picture Arts and Sciences - AMPAS).
 
„ოსკარებით“ დაჯილდოების ცერემონია [[ტელევიზია|ტელეეთერში]] პირველად 1953 წელს გადაიცა. დღეს პირდაპირი ტრანსლაცია უკვე მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში ხდება. „ოსკარები“ არის შოუ-ბიზნეზში უძველესი დაჯილდოების ცერემონია. მსგავსი ცერემონიები: [[ემის ჯილდო | Emmy Awards]], [[ტონი (ჯილდო)|Tony Awards]] და [[გრემის ჯილდო|Grammy Awards]], გადმოღებულია „ოსკარების“ ფორმატიდან. „აკადემიის პრიზებით“ დაჯილდოების საღამო, მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ცერემონიად ითვლება.
 
== ისტორია ==
ხაზი 24:
პირველი პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შერულებისთვის 1929 წელს გადაეცა გერმანელ მსახიობს, [[ემილ იანინგსი|ემილ იანინგს]]. იმ პერიოდში კინომოღვაწეებს აჯილდოვებდნენ ერთდროულად რამდენიმე ფილმში მუშაობისთვის. პირველი გამარჯვებული მსახიობი ქალი 1929 წელს გახდა [[ჯენეტ გეინორი]]. მას „ოსკარი“ სამ ფილმში მონაწილეობისთვის გადასცეს. „ოსკარების“ მეოთხე ცერემონიის შემდეგ სისტემა შეიცვალა. კინოპროფესიონალები ახლა უკვე ჯილდოვდებიან ერთი კონკრეტული ფილმისთვის.
 
29-ე ცერემონიაზე, რომელიც გაიმართა 1957 წლის 27 მარტს, შემოღებულ იქნა [[ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის]], მანამდე კი, უცხოენოვანი ფილმების დაჯილდოვებადაჯილდოება ხდებოდა სპეციალური პრიზებით კინემატოგრაფიული მიღწევისათვის. ამ სერიიდან პირველი ოსკარი 1947 წელს აიღო [[ვიტორიო დე სიკა]]ს ფილმმა „შუშა“. ხოლო 1957 წელს [[ფედერიკო ფელინი]]ს ფილმმა, [[გზა (1954 წლის ფილმი)|გზა]] მიიღო ოსკარი ახალი სახელწოდებით.
 
ქრონოლოგიურად ბოლო, [[ოსკარის 87-ე დაჯილდოება|ოსკარის 87-ე დაჯილდოების]] ცერემონია გაიმართა 2015 წელს.
ხაზი 113:
 
== მედია და კრიტიკა ==
იმის გამო, რომ „აკადემიის პრიზებს“ საზოგადოებაზე დადებითი ზემოქმედება აქვს და ძალიან პრესტიჟულია, სტუდიები ხარჯავენ მილიონობით დოლარს, ქირაობენ [[რეკლამა|პიარის]] საუკეთესო სპეციალისტებს, რათა ხელი შეუწყონ მათი წარმოების ფილმების ე.წ. "ოსკარის სეზონის" პერიოდში კიდე უფრო წარმოჩინებას.
 
ამის გამო კინოაკადემია ხშირად გამხდარა კრიტიკის ობიექტი. კერძოდ მას ბრალს დებენ, რომ „ოსკარების“ ფენომენით საბოლოოდ უფრო მარკეტინგის გავლენის ეფექტი ჩანს, ვიდრე ხელოვნების ნიმუშის ხარისხის. ცნობილი „ოსკაროსანი“ რეჟისორი და „ოსკარების საღამოს“ ყოფილი პროდიუსერი, გახმაურებული ფილმების „ფრანგი მეკავშირე“ (1971) და „[[ეშმაკის განმდევნელი (ფილმი)|ეშმაკის განმდევნელის]]“ (1973) ავტორი უილიამ ფრიდკინი, ამ აზრს კიდევ უფრო სხარტად აყალიბებს, „ეს არის ყველაზე დიდი პიარი, როგორიც კი ოდესმე მოუგონია ნებისმიერ სხვა ბიზნესის სფეროს თავისი საკუთარი პროდუქტის რეკლამისთვის“.
ხაზი 119:
გარდა ამისა, ყოფილა შემთხვევები, როცა გამარჯვებულს ცერემონიისთვის ბოიკოტი გამოუცხადებია და ოსკარის მიღებაზე უარი უთქვამს. პირველი ასეთი იყო სცენარისტი დადლი ნიკოლსი (Dudley Nichols), ვინც 1935 წელს „ვესტერნის მამად“ წოდებული [[ჯონ ფორდი]]ს ფილმის [[ინფორმატორი (1935 წლის ფილმი)|ინფორმატორი]]ს (1935) სცენარისთვის გახდა გამარჯვებული. ნიკოლსი არ გამოცხადდა ცერემონიაზე კინოაკადემიასა და სცენარისტთა გილდიას შორის მაშინდელი კონფლიქტის გამო.
 
მეორე, ვინც უარი თქვა „ოსკარის“ აღებაზე, იყო ჯორჯ კ. სკოტი (George C. Scott), [[სტენლი კუბრიკი]]ს აღიარებული ფილმის [[დოქტორი სტრეინჯლავი|დოქტორ სტრეინჯლავი]]ს ვარსკვლავი. სკოტი არ მივიდა [[ოსკარის 43-ე დაჯილდოება]]ზე ფილმ „პატონში“ (1970) აღებული „ოსკარისთვის“. მსახიობმა თქვა, რომ ეს არის „ხორცის გამოფენა-გაყიდვა. და არ მინდა ამის მონაწილე ვიყო“.
 
მესამე ვინც გააპროტესტა „ოსკარები“ იყო მარლონ ბრანდო, რომელმაც უარი თქვა აეღო [[ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის]] ფილმში [[ნათლია (ფილმი)|ნათლია]] (1970). ბრანდოს აზრით ამერიკაში დღესაც იჩაგრებიან და დისკრიმინაციას განიცდიან [[ინდიელები]]. მან „ოსკარის 45-ე დაჯილდოების ცერემონიაზე“ საკუთარი 15 გვერდიანი საპროტესტო სიტყვის წასაკითხად გააგზავნა ინდიელების უფლემების დამცველი საჩინ ლითლფედერი (Sacheen Littlefeather).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოსკარი“-დან