ადოლფ ჰიტლერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: რეზულტატ → შედეგ using AWB
ხაზი 92:
=== წარმომავლობა ===
{{ნაციონალ-სოციალიზმი}}
ადოლფის მამა, [[ალოის ჰიტლერი]] ([[1837]]-[[1903]]) იყო მარია ანა შიკლგრუბერის უკანანო შვილი,<ref>Bullock 1999, გვ. 24.</ref> რის გამოც დაბადების მოწმობაში მამამისის გვარის ჩაწერა შეუძლებელი გახდა. ალოისმა დედამისის გვარი აიღო და შიკლგრუბერი გახდა. [[1842]] წელს იოჰან გეორგ ჰიდლერი (ჰიტლერის ბაბუა მესამე რაიხის ვერსიით) დაქორწინდა ანაზე. ალოისი კი იოჰანის უფროსი ძმის, იოჰან ნეპომუკ ჰიდლერის ოჯახში გაიზარდა.<ref>Maser 1973, გვ. 4</ref> [[1876]] წელს, ანას და უმცროსი იოჰანის ქორწილის ოფიციალური რეგისტრირების შემდეგ შესაძლებელი გახდა ალიოსს მამამისის გვარი აეღო. რეგისტრატურაში მღვდელმა ჰიდლერის მაგივრად „ჰიტლერი“ ჩაწერა.<ref>Maser 1973, გვ. 15</ref><ref name="Kershaw 1999, გვ. 5">Kershaw 1999, გვ. 5.</ref> ამის შემდეგ ალოისი ახალ გვარს ატარებდა,<ref> name="Kershaw 1999, გვ. 5.<"/ref> რომელიც ასევე წარმოითქმოდა როგორც ჰიდლერი, ჰათლერი ან ჰუეთლერი. გვარი, სავარაუდოდ, არის ადამიანისთვის, „რომელიც ქოხში ({{lang-de|Hütte}}) ცხოვრობს“.<ref>Jetzinger 1976, გვ. 32</ref>
 
სხვანაირი ვერსია ჰქონდა ნაცისტ ჩინოვნიკს ჰანს ფრანკს: მისი აზრით, ალოისის დედა გრაცის ებრაულ ოჯახში დიასახლისად მუშაობდა, სადაც 19 წლის ლეოპოლდ ფრანკენბერგერისგან დაფეხმძიმდა.<ref>Rosenbaum 1999</ref> ამას ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ იმ დროისთვის გრაცში არ ცხოვრობდა არც ერთი ფრანკენბერგერი, თანაც, არ არსებობდა „ჰიტლერის ებრაელი ბაბუის“ არსებობის სხვა დამადასტურებელი ფაქტი,<ref>Hamann 2010, გვ. 50.</ref> რის გამოც ისტორიკოსები უარყოფენ ჰიტლერის ებრაელობას.<ref>Toland 1992, გვ. 246–247</ref><ref>Kershaw 1999, გვ. 8–9.</ref>
ხაზი 125:
დღემდე საკამათოა ჰიტლერის ანტი-სემიტზმის წარმოჩენა და პირველი გამოხატვა.<ref>Kershaw 1999, გვ. 60–67</ref> მის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერია, რომ ანტი-სემიტი იგი [[ვენა]]ში გახდა,<ref>Hitler 1999, გვ. 52</ref> თუმცა საპირისპიროს აცხადებდა მისი ახლო მეგობარი, აუგუსტ კუბისეკი, რომელიც ამბობდა, რომ ჰიტლერი „დარწმუნებული ანტი-სემიტი“ ჯერ კიდევ ლინცის დატოვებამდე იყო.<ref>Shirer 1960, გვ. 25</ref> სხვადასხვა წყაროები, თავის მხრივ, იძლევიან დამარწმუნებელ მტკიცებულებებს, რომ ვენაში ჰიტლერს ებრაელი მეგობრები ჰყავდა.<ref>Hamann 2010, გვ. 347–359</ref><ref>Kershaw 1999, p. 64</ref> ისტორიკოსი რიჩარდ ჯ. ევანსი აცხადებს, რომ „ისტორიკოსები, მთლიანობაში თანხმდებიან, რომ ჰიტლერის ძლიერი და მომაკვდავი ანტისემიტიზმი გაჩნდა გერმანიის დამარცხების შემდეგ, როგორც „ზურგში დანის ჩარჭობის“ პარანოიის ახსნა.“<ref>Evans 2011</ref>
 
მამის მხრიდან მემკვიდრეობის ბოლო ნაწილი მან [[1913]] წლის მაისში მიიღო, რის შემდეგაც [[მიუნხენი|მიუნხენში]] გადავიდა საცხოვრებლად.<ref name="Shirer 1960, გვ. 27">Shirer 1960, გვ. 27</ref> ზოგიერთი ისტორიკოსი თვლის, რომ ჰიტლერმა ეს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის სამხედრო სამსახურის თავიდან აცდენისთვის გააკეთა,<ref>Weber 2010, გვ. 13</ref> ჰიტლერი ამას არც უარყოფდა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ეს განპირობებული იყო იმით, რომ მას არ უნდოდა ავსტრია-უნგრეთის რასობრივად მრავალფეროვან ჯარში ემსახურა.<ref> name="Shirer 1960, გვ. 27<"/ref> ავსტრია-უნგრეთში იგი სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად აღიარეს, რის შემდეგაც იგი მიუნხენში დაბრუნდა.<ref>Shirer 1960, გვ. 27, footnote</ref>
 
===პირველი მსოფლიო ომი===
[[ფაილი:Bundesarchiv Bild 146-1974-082-44, Adolf Hitler im Ersten Weltkrieg.jpg|მინი|ჰიტლერი (მარვჯვნივ ბოლოში) თანამებრძოლებთან ერთად]]
[[პირველი მსოფლიო ომი]]ს დაწყების შემდეგ ავსტრიის მოქალაქე ჰიტლერი მოხალისედ წავიდა ბავარიულ ჯარში.<ref name="Kershaw 1999, გვ. 90">Kershaw 1999, გვ. 90</ref> ბავარიის ხელისუფლების [[1924]] წლის ანგარიშის მიხედვით, ჰიტლერი ჯარში შეცდომით მოხვდა.<ref> name="Kershaw 1999, გვ. 90<"/ref> მსახურობდა დასავლეთ ფრონტზე,<ref>Kershaw 2008, გვ. 53</ref> ბავარიის რეზერვული მე-16 ქვეით პოლკში როგორც „ფოსტალიონი“.<ref>Weber 2010name="Kershaw 1999, გვ. 12–13<90"/ref><ref>KershawWeber 19992010, გვ. 9012–13</ref> დროის დიდი ნაწილს ატარებდა შტაბში, ქალაქ ფურნ-ან ვეპში, ფრონტის ხაზის უკან.<ref>Kershaw 2008, გვ. 54</ref><ref>Weber 2010, გვ. 100</ref> მიუხედავად ამისა, იგი „ესწრებოდა“ [[ფლანდრიის ბრძოლა|ფლანდრიის]], [[სომის ბრძოლა|სომის]] (სომაში დაიჭრა კიდეც<ref name="Shirer 1960, გვ. 30">Shirer 1960, გვ. 30</ref>), არასისა და პაშენდეილის ბრძოლებს. სიმამაცისთვის [[1914]] წელს მან მეორე ხარისხის [[რკინის ჯვარი (ორდენი)|რკინის ჯვარი]] მიიღო.<ref> name="Shirer 1960, გვ. 30<"/ref> კიდევ ერთხელ მან რკინის ჯვარი, ამჯერად უკვე მეოთხე ხარისხის, ებრაელი ლეიტენანტის, იუგი ჰუტმანის რეკომენდაციით მიიღო. ასეთი ჯილდო იშვიათად ამშვენებდა ეფრეიტორებს.<ref>Kershaw 2008, გვ. 59</ref> [[1918]] წლის [[18 მაისი|18 მაისს]] მან „ჭრილობის შავი ნიშანი“ მიიღო.<ref>Steiner 1976, გვ. 392</ref>
[[ფაილი:Hitler 1914 1918.jpg|მინი|მარცხნივ|ჯარისკაცი ადოლფ ჰიტლერი|247x247პქ]]
შტაბ-ბინაში მუშაობის დროს ჰიტლერი ხატავდა კარიკატურებს და ინსტრუქციებს ჯარის გაზეთისთვის. [[1916]] წლის ოქტომბერში სომაში დაჭრის<ref>Kershaw 2008, გვ. 57.</ref> შემდეგ ჰიტლერი ბეელიცის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც ფრონტზე იგი მხოლოდ [[1917]] წლის 5 მარტს დაბრუნდა.<ref>Kershaw 2008, გვ. 58</ref> [[1918]] წლის 15 ოქტომბერს, გაზის შეტევის შემდეგ, იგი დროებით დაბრმავდა, რის გამოც იგი ფეისვოლკის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.<ref>Kershaw 2008, გვ. 59, 60</ref> ჰოსპიტალში მან გერმანიის დამარცხების შესახებ შეიტყო. ჰიტლერი წერდა, რომ ამ ამბის მიღების შემდეგ იგი მეორედ დაბრმავდა.<ref>Kershaw 1999, გვ. 97, 102</ref>
ხაზი 135:
პირველი მსოფლიო ომი ჰიტლერმა აღწერა როგორც „ყველაზე დიდი გამოცდილება“. სიმამაცისთვის უფროსობისგან მან შექებაც კი მიიღო.<ref>Keegan 1987, გვ. 238–240</ref> ომის დროს უფრო გაძლიერდა მისი გერმანული პატრიოტიზმი — არ არის გასაკვირი, რომ გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ მან დიდი შოკი მიიღო.<ref>Bullock 1962, გვ. 60.</ref> ასევე, ომში დამარცხების ტკივილმა მისი იდეოლოგიის საბოლო დახვეწა გამოიწვია.<ref>Kershaw 2008, გვ. 61, 62</ref> სხვა გერმანელი ნაციონალისტების მსგავსად, ის ემხრობოდა Dolchstoßlegende-ს იდეოლოგიას, რომელიც თვლიდა, რომ დაუმარცხებელ გერმანულ არმიას ზურგში დანა ჩაარჭეს სამოქალაქო ლიდერებმა და მარქსისტებმა, რომლებსაც მოგვიანებით „ნოემბრის დამნაშავეები“ შეარქვეს.<ref>Kershaw 2008, გვ. 61–63</ref>
 
[[ვერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)|ვერსალის შეთანხმების]] თანახმად, გერმანიას უნდა დაეთმო თავისი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი (ასე, 1871 წელს მოპოვებული ელზას-ლოთარინგია საფრანგეთს დაუბრუნდა) და მოეხდინა რაინის ზონის სრული დემილიტარიზაცია. შეთანხმებამ, ასევე, დააწესა მძიმე ეკონომიკური სანქციები და გერმანიას უდიდესი რეპარაციები დააკისრა. ბევრი გერმანელი თვლიდა, რომ შეთანხმება იყო უსამართლო დამცირება. ისინი განსაკუთრებით მიუღებელს თვლიდნენ 231 სტატიას, რომლის მიხედვითაც, ომზე მთელი პასუხისმგებლობა გერმანიას დააკისრეს.<ref>Kershaw 2008, გვ. 96</ref> ვერსალის შეთანხმების პირობები და მათ მიერ მოტანილი უბედურება ჰიტლერმა მომავალში თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. <ref>Kershaw 2008, გვ. 80, 90, 92</ref>
 
==პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში==
ხაზი 145:
[[1920]] წლის 31 მარტს ჰიტლერი გაათავისუფლეს ჯარიდან, რის შემდეგაც მან თავი მთლიანად პარტიას მიუძღვნა.<ref>Kershaw 2008, გვ. 93.</ref> მთავარი შტაბ-ბინა მდებარეობდა მიუნხენში, რომელიც იყო ანტი-სახელისუფლებო, ანტი-მარქსისტული და ვაიმარის რესპუბლიკის მოძულე გერმანული ნაციონალისტების ბუდე.<ref>Kershaw 2008, გვ. 81</ref> ნელ-ნელა პოპულარული გახდა ადოლფ ჰიტლერიც, რომელიც უკვე [[1921]] წლის თებერვალში დაახლოებით 6 000 ადამიანს მიმართავდა.<ref>Kershaw 2008, გვ. 89</ref> ამგვარი შეხვედრების პოპულარიზაციისთვის ორი სატვირთო მანქანიდან მიუნხენის ქუჩებში ნაცისტები სვასტიკიან დროშას აფრიალებდნენ და ბროშურებს ავრცელებდნენ. მალევე, ჰიტლერი თავისი პოლემიკური გამოსვლებით ვერსალის, ჩინოვნიკების, ებრაელებისა და მარქსისტების წინააღმდეგ უფრო პოპულარული გახდა.<ref>Kershaw 2008, გვ. 89–92</ref>
[[ფაილი:Bundesarchiv Bild 102-10460, Adolf Hitler, Rednerposen.jpg|მინი|ჰიტლერი პოზიორობს კამერისათვის. [[1930]].|მარცხნივ]]
[[1921]] წლის ივნისში, როდესაც ჰიტლერი და ეკარტი ბერლინში იმყოფებოდნენ, პარტიაში მოხდა პროტესტი. მისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს სურდათ მტრულ გერმანულ სოციალისტურ პარტიასთან გაერთიანება.<ref>Kershaw 2008, გვ. 100, 101</ref> 11 ივლისისთის ჰიტლერი მიუნხენში დაბრუნდა და პარტიიდან წასვლაზე განცხადება შეიტანა; აღმასრულებელი კომიტეტის წევრები მიხვდნენ, რომ პარტიის წამყვანი ფიგურისა და ორატორის წასვლა დასასრული იქნებოდა.<ref>Kershaw 2008, გვ. 102</ref> ჰიტლერმა განაცხადა, რომ დაბრუნდებოდა პარტიაში, მაგრამ, სანაცვლოდ, დრაქსლერს მის სასარგებლოდ პარტიის ლიდერის თანამდებობა უნდა დაეტოვებინა, ხოლო შტაბ-ბინა მიუნხენში დარჩენილიყო.<ref name="Kershaw 2008, გვ. 103">Kershaw 2008, გვ. 103</ref> კომიტეტი დათანხმდა, რის შემდეგაც 26 ივლისს ჰიტლერი პარტიის უკვე 3 680-ე წევრი გახდა. მიუხედავად ამისა, პარტიაში ჯერ კიდევ იყვნენ მისი მოწინააღმდეგეები. მათ ჰერმან ესერის მეთაურობით პარტია დატოვეს, თუმცა დაბეჭდეს 3 000 ბროშურა, რომელშიც ჰიტლერს პარტიის მოღალატედ მოიხსენიებდნენ.<ref> name="Kershaw 2008, გვ. 103<"/ref> შემდეგ დღეებში ჰიტლერი არაერთხელ გამოვიდა სიტყვით, სადაც აპლოდისმენტების ფონზე თავის თავს ესერისგან იცავდა. მისი სტრატეგია წარმატებული გამოდგა: 29 ივლისის სპეციალურ კონგრესზე მან აბსოლოტური ძალაუფლება მიიღო და დრაქსლერი შეცვალა. ამას მხარი 533-მა ადამიანმა დაუჭირა, შეეწინაღმდეგა კი მხოლოდ ერთი.<ref>Kershaw 2008, გვ. 83, 103</ref>
 
ლუდის სახლში ჰიტლერის მწვავე გამოსვლები სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავდა. პოპულისტურ თემებს, განტევების ვაცებს, რომლებსაც მისი მსმენელები ეკონომიკურ სირთულეებში სდებდნენ ბრალს,<ref>Bullock 1999, გვ. 376</ref><ref>Goebbels 1936</ref><ref>Bullock 1999, p. 376</ref> თავის პერსონალურ მაგნეტიზმს და ბრბოს ფსიქოლოგიის გაგებას იგი თავის სასარგებლოდ იყენებდა.<ref>Kershaw 2008, გვ. 105–106.</ref><ref>Bullock 1999, გვ. 377.</ref> ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ჰიტლერის გამოსვლებს გააჩნდა ჰიპნოზური ეფექტი.<ref>Kressel 2002, გვ. 121</ref> ალფონს ჰეკი, ჰიტლერიუგენდის ყოფილი წევრი, მოგვიანებით აღნიშნავს: {{ციტირება|ჩვენ ყველანი ვაფრქვევდით მძვინვარე ნაციონალურ სიამაყეს. ბოლო წუთებში, ჩვენ, ფილტვებიდან „ამოსული“ ხმით ვყვიროდით „ზიგ ჰაილ“! „ზიგ ჰაილ“! „ზიგ ჰაილ“! („Sieg Heil“). ამის შემდეგ, სულით და ხორცით ჰიტლერს ვეკუთვნოდი<ref>Heck 2001, გვ. 23</ref>}}
ხაზი 158:
[[1923]] წელს ჰიტლერმა პირველი მსოფლიო ომის გენერლის, ერიხ ლუდენდორფის სახელმწიფო გადატრიალებაში (ცნობილი როგორც „ლუდის პუტჩი“) ჩაბმა მოახერხა. იმ დროისთვის პარტია იყენებდა იტალიელი ფაშისტების მოდელს თავიანთი „გარეგნობისთვის“ და პოლიტიკისთვის. ჰიტლერს სურდა მუსოლინის მსგავსად ბავარიაში თავისი „მარში რომზე“ მოეწყო, რომლის შემდეგაც ის ბერლინისკენ გაემართებოდა. ჰიტლერსა და ლუდენდორფს სურდათ ბავარიის სახელმწიფო კომისრისა (Staatskommissar) და ბავარიის დე-ფაქტო მმართველის, გუსტავ რიტერ ფონ კარის მხარდაჭერის მიღება. კარი, თავის მხრივ, პოლიციის კაპიტანთან, ჰანს რიტერ ფონ სეიშერსა და რაიხსვერის გენერალ ოტო ფონ ლოსოვთან ერთად ნაციონალისტური დიქტატურის დამყარებას ჰიტლერის გარეშე აპირებდა.<ref>Kershaw 2008, გვ. 126</ref>
 
[[1923]] წლის 8 ნოემბერს ჰიტლერმა და SA-მ შტურმით აიღეს ლუდის სახლი Bürgerbräukeller, სადაც კარი 3 000 ადამიანთან შეხვედრას ატარებდა. ჰიტლერმა კარს ლაპარაკი შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ ნაციონალური რევოლუცია იწყებოდა, რის შემდეგაც ლუდენდორფთან ერთად ახალი ხელისუფლების ჩამოყალიბება დააანონსა.<ref name="Kershaw 2008, გვ. 128">Kershaw 2008, გვ. 128</ref> ამის შემდეგ იგი, კარი, სეიშერი და ლოსოვი უკანა ოთახში შევიდნენ, სადაც ჰიტლერმა იარაღით ხელში მათგან დახმარების მიღება მოითხოვა.<ref> name="Kershaw 2008, გვ. 128<"/ref> მოთხოვნაზე მან დადებითი პასუხი მიიღო. ამის შემდეგ ჰიტლერის მომხრეებმა აიღეს ადგილობრივი რაიხსვარი და პოლიციის შტაბ-ბინები, თუმცა ვერ მიიღეს ვერც ბავარიის ჯარის, ვერც პოლიციის დახმარება, რადგან კარმა და მისმა მომხრეებმა კვლავ უარი განაცხადეს ჰიტლერის დახმარებაზე.<ref>Kershaw 2008, გვ. 129</ref> მეორე დღეს ნაცისტებმა მოაწყვეს მარში ლუდის სახლიდან თავიანთ შემდეგ მიზანზე: ბავარიის საომარ სამინისტროზე, თუმცა, ხელისუფლების ერთგულმა პოლიციამ მათი შეჩერება მოახერხა.<ref>Kershaw 2008, გვ. 130–131</ref> ბრძოლაში დაიღუპა ნაცისტური პარტიის 16 წევრი და 4 პოლიციელი.<ref>Shirer 1960, გვ. 73–74</ref>
 
ბრძოლიდან ჰიტლერი ერნსტ ჰანფშტაენგლის სახლისკენ გაიქცა, სადაც იგი, სხვადასხვა მონაცემებით, თვითმკვლელობას გეგმავდა.<ref>Kershaw 2008, გვ. 132</ref> ჰიტლერი, რომელიც მიუხედავად დეპრესიისა, სიწყნარეს მაინც ინარჩუნებდა, 11 ნოემბერს დააპატიმრეს.<ref>Kershaw 2008, გვ. 131</ref> სახალხო სასამართლოში მისი პროცესი [[1924]] წლის თებერვალში დაიწყო,<ref>Munich Court, 1924</ref> პარტიის დროებითი ლიდერი კი ალფრედ როზენბერგი გახდა. 1 აპრილს სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო — ჰიტლერს ლანდსბერგის ციხეში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.<ref>Fulda 2009, გვ. 68–69</ref> მიუხედავად ლუდის პუტჩისა, იქაური მცველები მას თბილად ექცეოდნენ, რის გამოც მისთვის შესაძლებელი გახდა მხარდამჭერების წერილების მიღება და თანაპარტიელებთან შეხვედრა. [[1924]] წლის 20 დეკემბერს ბავარიის უმაღლესმა სასამართლომ, მიუხედავად სახელმწიფო პროკურატურის პროტესტისა, ადოლფ ჰიტლერი ციხიდან გაათავისუფლა.<ref>Kershaw 1999, გვ. 239</ref> მთლიანობაში, მისჯილი ხუთი წლიდან ციხეში ჰიტლერმა მხოლოდ ერთი წელი გაატარა, ისიც წინასწარი პატიმრობის ჩათვლით.<ref name="Bullock 1962, გვ. 121">Bullock 1962, გვ. 121</ref>
[[ფაილი:Mein Kampf dust jacket.jpeg|მინი|„ჩემი ბრძოლის“ გარეკანი]]
ციხეში ყოფნის დროს თავის მდივანს, რუდოლფ ჰესს, ჰიტლერმა „[[ჩემი ბრძოლა (წიგნი)|ჩემი ბრძოლის]]“ (რომელსაც თავიდან ერქვა „ოთხ-ნახევარ წლიანი ბრძოლა ტყულის, სისულელისა და სიმხდალის წინააღმდეგ“) პირველი ტომის დიდი ნაწილი უკარნახა.<ref> name="Bullock 1962, გვ. 121<"/ref> ავტობიოგრაფიული და იდეოლოგიის გადმომცემი წიგნი ჰიტლერმა ძველ ნაცნობს — დიტრიხ ეკარტს მიუძღვნა. წიგნში აღწერილი იყო ჰიტლერის გეგმები გერმანულ საზოგადეობაზე, რომლის თავიდან ფორმირება რასობრივ ბაზაზე უნდა მომხდარიყო. ზოგიერთ ადგილებში იგრძნობოდა გენოციდური იდეებიც.<ref>Kershaw 2008, გვ. 148–149.</ref> ორტომეული დაიბეჭდა [[1925]]-[[1926]] წლებში, ხოლო [[1925]]-[[1932]] წლებში გაიყიდა მისი 228 000 ასლი. [[1933]] წელს, ჰიტლერის ხელისუფლების პირველ წელიწადში, წიგნის 1 მილიონი ასლი გაიყიდა.<ref>Shirer 1960, გვ. 80–81</ref>
 
მაშინ, როდესაც ჰიტლერის დროზე ადრე განთავისუფლების საკითხი იყო დღის წესრიგში, ბავარიის ხელისუფლება მის ავსტრიაში დეპორტაციას ცდილობდა.<ref>Kershaw 1999, გვ. 237</ref> ავსტრიის კანცლერმა უარი განაცხადა მოთხოვნაზე, რადგანაც ჰიტლერის გერმანულ ჯარში მსახურება მის ავსტრიულ მოქალაქეობას აბათილებდა. 1925 წლის 7 აპრილს ჰიტლერმა საერთოდ უარი თქვა ავსტრიულ მოქალაქეობაზე.<ref>Kershaw 1999, გვ. 238</ref>
ხაზი 172:
 
== ხელისუფლებაში მოსვლა ==
<center>'''ნაცისტთა არჩევნების რეზულტატებიშედეგები<ref>Kolb 2005, გვ. 224–225.</ref>'''</center>
{| class="wikitable"
|-
ხაზი 195:
[[დიდი დეპრესია]] ჰიტლერის შანსი გახდა. გერმანელები ორაზროვანნი იყვნენ საპარლამენტო რესპუბლიკაზე, რომელსაც ბევრი პრობლემა გააჩნდა მემარჯვენე და მემარცხენე ექსტრემისტების გამო. ზომიერ პოლიტიკურ პარტიებს აღარ შეეძლოთ ექსტრემისტული იდეოლოგიისთვის წინააღმდეგობის გაწევა. რადიკალური იდეოლოგიის განვითარებას დაეხმარა 1929 წლის რეფერენდუმი,<ref>Kolb 1988, გვ. 105</ref> ხოლო [[1930]] წლის არჩევნებმა დიდი კოალიციის დაშლა გამოიწვია, მისი მინისტრები კი უმცირესობაში მყოფი პარტიების წევრებმა შეცვალეს. ცენტრისტთა პარტიის ლიდერსა და კანცლერს, ჰაინრიხ ბრუნინგს, აკონტროლებდა პრეზიდენტი პაულ ფონ ჰინდენბურგი. მართვის „დისტანციური“ ფორმა ნორმა გახდა, რამაც გერმანიაში პატარა ავტორიტარიზმი გააჩინა.<ref>Halperin 1965, გვ. 403 et. seq.</ref> წარმატებული აღმოჩნდა არჩევნები ნაცისტებისთვისაც, რომლებმაც ძირიდან ამოსვლა მოახერხეს, ხმების 18,3% პროცენტი მიიღეს და 103 დეპუტატით პარლამენტში სიდიდით მეორენი გახდნენ.<ref>Halperin 1965, გვ. 434–446 et. seq</ref>
 
[[1930]] წლის ბოლოს, რაიხსვერის ორი ოფიცრის, რიხარდ შერინგერისა და ჰანს ლუდინის სასამართლო პროცესზე ჰიტლერიც გამოჩნდა. ოფიცრებს ნაცისტურ პარტიაში ყოფნა ედებოდათ ბრალათ, რომელშიც, იმ დროისთვის, აკრძალული იყო გაწევრიანება რაიხსვერის ოფიცრებისთვის.<ref>Wheeler-Bennett 1967, გვ. 218</ref> ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ნსდაპ ექსტრემისტული პარტია იყო და დამცავ ადვოკატს, ჰანს ფრანკს, მოუწოდებდა ჰიტლერზე გავლენა მოეხდინა, რათა ამ უკანასკნელს ჩვენება მიეცა.<ref>Wheeler-Bennett 1967, გვ. 216</ref> 1930 წლის 25 სექტემბერს ჰიტლერმა განაცხადა, რომ ის და მისი პარტია პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებას მხოლოდ დემოკრატიული გზით აპირებდნენ,<ref>Wheeler-Bennett 1967, გვ. 218–219</ref> რითიც ოფიცერულ კორპუსში დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.<ref>Wheeler-Bennett 1967, გვ. 222</ref>
 
მართალია, ბრუნინგის მკაცრმა პოლიტიკამ გერმანული ეკონომიკა ოდნავ „გამოასწორა“, თუმცა იგი კვლავ არაპოპულარული რჩებოდა.<ref>Halperin 1965, გვ. 449 et. seq</ref> ეს გამოიყენა ჰიტლერმა, რომელიც თავის გამოსვლებში დიდ ყურადღებას აქცევდა 1920-იან წლებში ჰიპერინფლაციითა და ეკონომიკური კრიზისით დაშავებულ ადამიანებს. ასეთები იყვნენ ომის ვეტერანები, ფერმერები და საშუალო კლასი. <ref>Halperin 1965, გვ. 434–436, 471.</ref>
[[ფაილი:Bundesarchiv Bild 119-0289, München, Hitler bei Einweihung "Braunes Haus".jpg|მინი|ჰიტლერი და ნაცისტური პარტიის სახაზინო კანცლერი ფრანც შვარცი.]]
მიუხედავად იმისა, რომ ჰიტლერი გერმანიაში ავსტრიის მოქალაქის სტატუსით არ იმყოფებოდა, იგი არ ფლობდა არც გერმანულ მოქალაქეობას, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მას არ შეეძლო რაიმე პოლიტიკური თანამდებობის დაკავება, ამას კი ემატებოდა ის, რომ ჯერ კიდევ იყო მისი ავსტრიაში დეპორტაციის რისკი.<ref>Shirer 1960, გვ. 130</ref> ამის მოსაგვარებლად, [[1932]] წლის 25 თებერვალს, ბრუნსვიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა და ნაცისტური პარტიის წევრმა, დიტრიხ გლაგესმა ჰიტლერი რაიხსრატში ბრუნსვიკის წარმომადგენლობის ადმინისტრატორად დანიშნა, რის შედეგადაც ადოლფმა ბრუნსვკისა<ref>Hinrichs 2007</ref> და შესაბაბამისად, გერმანიის მოქალაქეობა მიიღო.<ref>Halperin 1965, გვ. 476</ref>
ხაზი 204:
 
===კანცლერად დანიშვნა===
ეფექტური ხელისუფლების არარსებობამ ორ გავლენიან პოლიტიკოსს, ფრანც ფონ პაპენსა და ალფრედ ჰუგენბერგს და მათთან ერთად რამდენიმე მეწარმესა და ბიზნესმენს ჰინდერბუნგისთვის წერილის დაწერისკენ უბიძგა. წერილში ისინი ჰინდენბურგს მოუწოდებდნენ ჰიტლერი დაენიშშნა „საპარლამენტო პარტიებისგან დამოუკიდებელი<ref>Fox News, 2003</ref> ხელისუფლების“ ლიდერად, რომელიც შეძლებდა ხალხის მოხიბვლას. <ref>Letter to Hindenburg, 1932</ref>
[[ფაილი:Bundesarchiv Bild 146-1972-026-11, Machtübernahme Hitlers.jpg|მინი|ჰიტლერი იღებს ოვაციებს თავისი ინაუგურაციის საღამოს. [[30 იანვარი]], [[1933]]]]
ჰინდენბურგი არც თუ ისე დიდი ხალისით დაეთანხმა მათ წინადადებას. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ 1932 წელს ჩატარებულმა ორმა საპარლამენტო არჩევნებმა მაინც ვერ გამოიწვია უმრავლესობის ხელისუფლების ფორმირება. ამის შემდეგ ჰიტლერი თავში ჩაუდგა ხანმოკლე კოალიციას ნაცისტებსა და ჰინდენბურგის პარტიას შორის — „გერმანიის ნაციონალურ სახალხო პარტიას“. 1933 წლის 30 იანვარს, ჰინდენბურგის კაბინეტში ხანმოკლე ცერემონიის დროს დამტკიცდა ახალი მინისტრთა კაბინეტიც. ნაცისტებმა ახალ ხელისუფლებაში სამი მნიშვნელოვანი პოსტი მიიღეს: ჰიტლერი კანცლერი გახდა, [[ვილჰელმ ფრიკი]] — შინაგან საქმეთა მინისტრი, [[ჰერმან გერინგი]] კი პრუსიის შინაგან საქმეთა მინისტრი.<ref>Shirer 1960, p. 184</ref> ჰიტლერს ეს პოსტები გერმანიის დიდ ნაწილში პოლიციაზე კონტროლის დასამყარებლად სჭირდებოდა.<ref>Evans 2003, p. 307</ref>
ხაზი 221:
{{ციტირება|სისულელის თქმის რისკით გეუბნებით, რომ ნაციონალ-სოციალისტური მოძრაობა 1 000 წელი იარსებებს! ... არ დაგავიწყდეთ, თუ როგორ დამცინოდა ხალხი 15 წლის წინ, როდესაც მე გამოვაცხადე, რომ ერთ დღეს გერმანიას ჩავუდგებოდი სათავეში. ახლა ისინი კვლავ სულელურად იცინიან, როდესაც მე ვაცხადებ, რომ ხელისუფლებაში უნდა დავრჩე!<br />— ადოლფ ჰიტლერი მიმართავს ბრიტანელ კორესპონდენტს. ბერლინი. ივნისი, 1934<ref>[https://web.archive.org/web/20080417000456/http://www.time.com/time/magazine/article/0,9171,754321-2,00.html Time, 1934]</ref>}}
 
ხელისუფლებაში სრულფასოვნად მოსვლის შემდეგ ჰიტლერმა თავისი კონტროლის ქვეშ მოაქცია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება და დაიწყო ოპოზიციის დევნა. აიკრძალა სოციალ-დემოკრატიული პარტია, მათი აქტივები კი ნაცისტთა ხელში გადავიდა.<ref name="Shirer 1960, p. 201">Shirer 1960, p. 201</ref> ვერ გადარჩნენ ვერც პროფკავშირები — პირველი მაისის დროს, როდესაც პროფკავშირების ლიდერები ბერლინში იმყოფებოდნენ, SA-ს წევრებმა მათი შენობები მთელი გერმანიის მასშტაბით დაანგრიეს. ამის შემდეგ კავშირები დაიშალა, ხოლო მათი ლიდერები დააპატიმრეს. ზოგიერთი საკონცენტრაციო ბანაკშიც კი წაიყვანეს.<ref>Shirer 1960, p. 202</ref> ამის შემდეგ მოხდა გერმანელ მუშათა ფრონტის ფორმირება, რომელიც წარმოადგენდა მუშებს, ადმინისტრატორებსა და კამპანიების მფლობელებს, რითიც ასახავდა ჰიტლერის ნაციონალ-სოციალიზმის კონცეფციას, ანუ — Volksgemeinschaft-ს (ხალხთა საზოგადოება).<ref name="Evans 2003, pp. 350–374">Evans 2003, pp. 350–374</ref>
[[ფაილი:Adolf Hitler-1933.jpg|მინი|1934 წელს ჰიტლერი გერმანიის ფიურერი გახდა.|223x223პქ]]
ივნისის ბოლოსთვის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები დაშინების გამო დაშლილი იყო. მათ შორის იყო ნაცისტთა ნომინალური პარტნიორი გერმანული ნაციონალური სახალხო პარტია, რომლის ლიდერსაც, ჰუგენბერგს, ჰიტლერმა SA-ს დახმარებით გადადგომა აიძულა. 1933 წლის [[14 ივლისი|14 ივლის]] ნსდაპ გერმანიაში ერთადერთი ლეგალური პოლიტიკური პარტია გახდა.<ref>Evans 2003name="Shirer 1960, ppp. 350–374<201"/ref><ref>Shirer 1960name="Evans 2003, ppp. 201<350–374"/ref> გარე მოწინააღმდეგეები შეცვალა SA-მ, რომელიც სულ უფრო მეტ პოლიტიკურ და სამხედრო ძალაუფლებას ითხოვდა, რამაც გამოიწვია ნერვიულობა სამხედრო, მეწარმეულ და პოლიტიკურ რიგებში. საპასუხოდ, ჰიტლერმა მოაწყო „[[გრძელი დანების ღამე]]“, რომლის დროსაც SA-ს ლიდერები და მისი სხვა პოლიტიკური ოპონენტები ([[გრეგორ შტრასერი]], [[ერნსტ რემი]], [[კურტ ფონ შლაიხერი]]) დააპატიმრეს ან დახვრიტეს.<ref>Kershaw 2008, pp. 309–314</ref> საერთაშორისო საზოგადოებისთვის და გერმანელთა პატარა ნაწილისთვის ეს მოვლენები შოკისმომგვრელი იყო, თუმცა ბევრი გერმანელი ფიქრობდა, რომ ჰიტლერი წესრიგს ამყარებდა.<ref>Kershaw 2008, pp. 313–315</ref>
 
[[1934]] წლის 2 აგვისტოს პრეზიდენტი ჰინდენბურგი გარდაიცვალა. წინა დღეს კაბინეტმა მიიღო კანონი „რაიხის უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ჰინდენბურგის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტის თანამდებობა გაუქმდებოდა, ხოლო მისი უფლებები შეერეოდა კანცლერის უფლებებს.<ref>Overy 2005, p. 63.</ref> კანონის შედეგად, ჰიტლერი გახდა როგორც გერმანიის, ისევე ხელისუფლების მმართველიც და მიიღო „ფიურერისა და რაიხსკანცლერის“ (Führer und Reichskanzler) წოდება.<ref>Shirer 1960, pp. 226–227</ref> ამით ჰიტლერის გადაყენების ბოლო კანონიერი გზა გადაიკეტა.<ref>Shirer 1960, p. 229</ref>
ხაზი 248:
[[1936]] წლის მარტში გერმანული ჯარი რაინის დემილიტარიზებულ ზონაში შევიდა, რითიც კიდევ ერთხელ დაირღვა ვერსალის შეთანხმება. იმავე წლის ივლისში თხოვნის მიღების შემდეგ, გენერალ [[ფრანსისკო ფრანკო]]ს დასახმარებლად ჰიტლერმა [[ესპანეთის სამოქალაქო ომი|ესპანეთში]] ჯარი გაგზავნა. ამავე დროს იგი ცდილობდა შეექმნა ინგლისურ-გერმანული ალიანსი.<ref>Messerschmidt 1990, pp. 630–631</ref> 1936 წლის აგვისტოში, გადაიარაღების ხარჯების გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის საპასუხოდ მარშალ გერინგს ჰიტლერმა ოთხწლიანი გეგმის მომზადება დაავალა, რომელსაც გერმანია შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ომისთვის უნდა მოემზადებინა.<ref>Overy, Origins of WWII Reconsidered 1999.</ref> გეგმა იმედოვნებდა „ებრაელ-ბოლშევიკთა“ და ნაციონალ-სოციალისტთა ბრძოლას, რომელშიც, ჰიტლერის აზრით, საჭირო იყო გადაიარაღება მიუხედავად ყველანაირი ეკონომიკური ხარჯისა.<ref>Carr 1972, pp. 56–57</ref>
 
[[ბენიტო მუსოლინი|მუსოლინის]] მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა გალეცაო ჩიანომ გამოაცხადა გერმანიასა და იტალიას შორის ღერძის შექმნა, ხოლო [[25 ნოემბერი|25 ნოემბერს]] გერმანიამ და იაპონიის იმპერიამ გააფორმეს ანტი-კომუნისტური პაქტი. ღერძში ასევე მიიწვიეს ბრიტანეთი, ჩინეთი, იტალია და პოლონეთი, თუმცა წინადადება მხოლოდ იტალიამ მიიღო, ისიც [[1937]] წელს. ამის შემდეგ ჰიტლერმა თავი დაანება ინგლისურ-გერმანული ალიანსის შექმნის ცდებს, რადგანაც, მისი აზრით, ბრიტანული მთავრობა „არაადეკვატური“ იყო.<ref>Messerschmidt 1990, p. 642</ref> რაიხსკანცელარიაში თავის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და სამხედრო ჩინოვნიკებთან შეხვედრისას მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უნდოდა გერმანული ერისთვის საარსებო ადგილის მოპოვება. ფიურერმა მათ დაავალა აღმოსავლეთის ომისთვის მოსამზადებლად, რომელიც უნდა დაწყებულიყო 1938 წლიდან 1943 წლამდე, ხოლო მისი სიკვდილის შემთხვევაში ჰოსბახის მემორანდუმის კონფერენციაში ჩაწერილი გამოსვლა „პოლიტიკური ანდერძი“ უნდა გამხდარიყო.<ref>Aigner 1985, p. 264.</ref> იგი თვლიდა, რომ გერმანიაში ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ცხოვრების დონის დავარდნის შეწყვეტა მხოლოდ ავსტრიისა და ჩეხოსლოვაკიის მიმართ სამხედრო აგრესიით იყო შესაძლებელი.<ref name="Messerschmidt 1990, pp. 636–637">Messerschmidt 1990, pp. 636–637</ref><ref>Carr 1972, pp. 73–78</ref> სამხედრო კაბინეტს ჰიტლერმა სწრაფი მოქმედებებისკენ მოუწოდა, რათა ინგლისსა და საფრანგეთს არ მოეპოვებინათ საბოლოო გამარჯვება „შეარაღების ბრძოლაში“.<ref> name="Messerschmidt 1990, pp. 636–637<"/ref> 1938 წლის დასაწყისში, მას შემდეგ რაც ბლომბერგი თანამდებობიდან გადააყენეს, ჰიტლერმა დაამყარა კონტროლი სამხედრო-საგარეო აპარატზე.<ref>Overy, Origins of WWII Reconsidered 1999</ref> 1938 წლის დასაწყისიდან იგი ატარებდა პოლიტიკას, რომელსაც, საბოლოოდ, ომი უნდა მოეტანა.<ref>Messerschmidt 1990, p. 638</ref>
 
==მეორე მსოფლიო ომი==
ხაზი 254:
====ალიანსი იაპონიასთან====
[[ფაილი:Matsuoka visits Hitler.jpg|მინი|ჰიტლერი და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, [[იოსუკე მაცუოკა]].]]
[[1938]] წლის თებერვალში, ახლადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის, პრო-იაპონური [[იოახიმ ფონ რიბენტროპი]]ს რჩევით ჰიტლერმა ბოლო მოუღო ჩინურ-გერმანულ ალიანსს, რათა დაემყარებინა კავშირი უფრო განვითარებულ და ძლიერ იაპონიის იმპერიასთან. ჰიტლერმა განაცხადა, რომ გერმანია აღიარებდა იაპონიის მიერ ოკუპირებულ [[მანჯურია]]ში არსებულ მარიონეტულ მანჯუკუოს და უარს იტყოდა თავის პრეტენზიებზე წყნარი ოკეანის ყოფილ კოლონიებზე, რომლებიც იმჟამად იაპონიას ეკუთვნოდა.<ref name="Bloch 1992, pp. 178–179">Bloch 1992, pp. 178–179</ref> ჰიტლერმა გასცა ჩინეთისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის ბრძანება და ჩინეთში მომუშავე ყველა გერმანელი ოფიცერი გერმანიაში დააბრუნა.<ref> name="Bloch 1992, pp. 178–179<"/ref> საპასუხოდ, გენერალმა [[ჩან კაიში]]მ გააუქმა ყველა გერმანულ-ჩინური ეკონომიკური შეთანხმება, რითიც გერმანელებს ჩინური ნედლეული დააკარგვინა.<ref>Plating 2011, p. 21.</ref>
 
====ავსტრია და ჩეხოსლოვაკია====
ხაზი 267:
ჩემბერლენი კმაყოფილი იყო მიუნხენის კონფერენციით, მის შედეგს კი „ჩვენი დროის მშვიდობას“ ეძახდა. ამავე დროს, ჰიტლერი უკმაყოფილი იყო 1938 წელს ომის საშუალების ხელიდან გაშვებით.<ref>Kee 1988, pp. 202–203</ref><ref>Weinberg 1980, pp. 462–463</ref> თავისი უკმაყოფილება მან 9 ოქტომბრის ზაარბრიუკენის გამოსვლაში გამოხატა.<ref>Messerschmidt 1990, p. 672</ref> ჰიტლერის აზრით, ბრიტანელების მიერ მიღწეული მშვიდობა, რომელიც, მართალია, გერმანელებისთვის კარგ პირობებზე იყო მიღწეული, მაინც დიპლომატიური დამარცხება იყო, რომელიც მას პირიქით დაეხმარებოდა.<ref>Messerschmidt 1990, pp. 671, 682–683</ref><ref>Rothwell 2001, pp. 90–91</ref> მიუნხენის გამო [[ტაიმი (ჟურნალი)|ჟურნალ ტაიმის]] ვერსიით ჰიტლერი 1938 წლის ადამიანი გახდა.<ref>Time, January 1939.</ref>
 
1938-39 წლებში დაუსრულებელმა ეკონომიკურმა კრიზისმა ჰიტლერი აიძულა სამხედრო ხარჯების შემცირება.<ref name="Murray 1984, p. 268">Murray 1984, p. 268</ref> 1939 წლის 30 იანვრის გამოსვლაში ჰიტლერმა ეკონომიკური შეტევისკენ მოუწოდა, რათა გერმანიაში მდებარე ვალუტის გაცვლის კომპანიებს გადაეხადათ ფული ნედლეულისთვის, მაგალითად, მაღალი კლასის რკინისთვის, რომელიც საჭირო იყო იარაღის საწარმოებლად.<ref> name="Murray 1984, p. 268<"/ref>
 
1939 წლის 15 მარტს, სავარაუდოდ, ეკონომიკური კრიზისის გამო და მიუნხენის შეთანხმების დარღვევის მიზნით ვერმახტი ჩეხოსლოვაკიაში შეიჭრა.<ref>Murray 1984, pp. 268–269</ref> პრაღის სასახლიდან ჰიტლერმა [[ბოჰემია]] და [[მორავია]] გერმანიის პროტექტორატებად გამოაცხადა.<ref>Shirer 1960, p. 448</ref>
 
===მეორე მსოფლიო ომის დაწყება===
1939 წლის პირად საუბრებში ჰიტლერი თავის ყველაზე მთავარ და დასამარცხებელ მტრად ბრიტანეთს მოიხსენიებდა და თვლიდა, რომ [[პოლონეთი]]ს ობლიტერაცია მიზნის მისაღწევად აუცილებელი წინასწარი ზომა იყო.<ref>Weinberg 1980, p. 562</ref> პოლონეთის დაპყრობით გერმანიის აღმოსავლეთი ფლანგი დაცული იქნებოდა, თანაც, კიდევ უფრო ბევრი ტერიტორია გაერთიანდებოდა გერმანულ რაიხში.<ref>Weinberg 1980, pp. 579–581</ref> ჰიტლერი ასევე შეურაცხყოფილი დარჩა 31 მარტს გაფორმებული ბრიტანულ-პოლონური შეთანხმებით, რომელშიც ბრიტანეთი პოლონეთს სუვერენიტეტის დაცვის გარანტიას აძლევდა; მან განაცხადა: „მე მათ დემონის სასმელს მოვუხარშავ“.<ref name="Maiolo 1998, p. 178">Maiolo 1998, p. 178</ref> ვილჰელმსჰავენში, ტირპიცის ლინკორის ზღვაში გაშვების დროს, 1939 წლის 1 აპრილს, იგი ბრიტანეთს ადრეული საზღვაო შეთანხმების გაუქმებით დაემუქრა. ჰიტლერის უკმაყოფილებას იწვევდა ბრიტანულ-პოლონური შეთანხმება, რომელშიც ბრიტანეთი გერმანიის მეზობელს სუვერენიტეტის გარანტიას აძლევდა. ჰიტლერი ამას გერმანიისათვის „ალყის შემორტყმად“ განიხილავდა.<ref> name="Maiolo 1998, p. 178<"/ref> ჩემბერლენისგან განსხვავებით, ჰიტლერი პოლონეთს ხედავდა როგორც გერმანულ სატელიტს, ან კიდევ, ნეიტრალურ ქვეყანას, რათა თავიდან აეცილებინა შესაძლებელი ბრიტანული ბლოკადა და დაეცვა რაიხის აღმოსავლეთი ფლანგი.<ref name="Messerschmidt 1990, pp. 688–690">Messerschmidt 1990, pp. 688–690</ref> ჰიტლერს უფრო სატელიტის იდეა მოსწონდა, თუმცა, მას შემდეგ რაც პოლონურმა ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა, პოლონეთში შეჭრა ჰიტლერმა 1939 წლის საგარეო პოლიტიკის უმთავრეს მიზნად დაისახა.<ref name="ReferenceA">Weinberg 1980, pp. 537–539, 557–560</ref> 3 აპრილს ჰიტლერმა სამხედროებს Fall Weiss-ისთვის („ოპერაცია თეთრი“) მომზადება დაავალა, რომლის მიხედვითაც გერმანია პოლონეთში 25 აგვისტოსთვის უნდა შეჭრილიყო.<ref>Weinberg 1980, pp. 537–539, 557–560<name="ReferenceA"/ref> 28 აპრილს, რაიხსტაგში გამოსვლის დროს, მან უარი თქვა როგორც ბრიტანულ-გერმანულ საზღვაო შეთანხმებაზე, ისევე გერმანულ-პოლონურ თავდაუსხმელობის პაქტზე.<ref>Weinberg 1980, p. 558</ref> ისტორიკოსები უილიამ კარი, ჯერარდ ვაინბერგი და კერშოუ ამტკიცებენ, რომ ჰიტლერის სიჩქარის მიზეზი ადრეული სიკვდილის შიში იყო.<ref>Carr 1972, pp. 76–77</ref><ref>Kershaw 2000b, pp. 36–37, 92</ref><ref>Weinberg 1955</ref>
[[ფაილი:Adolf Hitler 42 Pfennig stamp.jpg|მინი|ადოლფ ჰიტლერი გამოსახული საფოსტო მარკაზე.]]
ჰიტლერი შეწუხებული იყო იმით, რომ ომი პოლონეთთან გერმანიას უფრო დიდ მოწინააღმდეგეს — დიდ ბრიტანეთს გაუჩენდა<ref> name="Messerschmidt 1990, pp. 688–690<"/ref><ref>Robertson 1985, p. 212</ref>. სხვანაირად ფიქრობდა გერმანიის ყოფილი ელჩი ბრიტანეთში რიბენტროპი, რომელმაც დაარწმუნა ჰიტლერი, რომ არც ბრიტანეთი და არც საფრანგეთი პოლონეთის მიმართ ვალდებულებებს არ შეასრულებდა.<ref>Bloch 1992, p. 228</ref><ref>Overy & Wheatcroft 1989, p. 56</ref> 1939 წლის 22 აგვისტოს ჰიტლერმა პოლონეთის წინააღმდეგ სამხედრო მობილიზაციის ბრძანება გასცა.<ref>Kershaw 2008, p. 497</ref>
 
ამ გეგმას ასევე ესაჭიროებოდა „ჩუმი“ საბჭოთა მხარდაჭერა.<ref>Robertson 1963, pp. 181–187</ref> ასე, მოლოტოვ-რიბენტროპის თავდაუსხმელობის პაქტის მიხედვით გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა პოლონეთი შუაზე „გაიყვეს“.<ref>Evans 2005, p. 693</ref> 25 აგვისტოს, მიუხედავად რიბენტროპის პროგნოზისა, ბრიტანეთმა და პოლონეთმა კიდევ ერთი შეთანხმება გააფორმეს და ბრიტანულ-პოლონური ალიანსი შექმნეს. ამავე დროს, ჰიტლერმა მიიღო ცნობა, რომ მუსოლინის არ მოსწონდა გერმანულ-იტალიური მეგობრობის პაქტი, რის გამოც მას თავდასხმის გადადება პირველი სექტემბრისთვის მოუწია.<ref>Bloch 1992, pp. 252–253</ref> ჰიტლერი ასევე წარუმატებლად ცდილობდა ბრიტანეთი ნეიტრალური გაეხადა, მიზნის მისაღწად მათ თავდაუსხმელობის გარანტიაც კი შესთავაზეს. ამის შემდეგ ჰიტლერმა დაავალა რიბენტროპს „ბოლო წამის“ სამშვიდობო გეგმა, რომელშიც მოქმედებისთვის ძალიან ცოტა დრო იქნებოდა მიცემული. ამის წყალობით ჰიტლერი შეძლებდა გარდაუვალ ომში ბრიტანეთი და პოლონეთის უმოქმედო ხელისუფლება დაედანაშაულებინა.<ref>Weinberg 1995, pp. 85–94.</ref><ref>Bloch 1992, pp. 255–257</ref>
ხაზი 280:
1939 წლის 1 სექტემბერს გერმანია შეიჭრა დასავლეთ პოლონეთში. ამის მიზეზი გახდა პოლონეთის უარი დანციგზე გერმანიის უფლება ეღიარებინა. გარდა ამისა, გერმანიამ ასევე უარი მიიღო ექსტრატერიტორიულ გზაზე პოლონურ კორიდორზე, რომელიც მან ვერსალის შეთანხმების გამო დაკარგა.<ref>Weinberg 1980, pp. 561–562, 583–584.</ref> საპასუხოდ, 3 სექტემბერს, საფრანგეთმა და ბრიტანეთმა გერმანიას ომი გამოუცხადეს. ჰიტლერი ამით გაოცებული დარჩა, შემდეგ კი რიბენტროპს ჰკითხა: „ახლა რა?“.<ref>Bloch 1992, p. 260</ref> მიუხედავად გამოცხადებისა, საფრანგეთი და ბრიტანეთი შეტევაზე არ გადადიოდნენ. 17 სექტემბერს აღმოსავლეთ პოლონეთში შეიჭრა საბჭოთა კავშირიც.<ref>Hakim 1995</ref>
[[ფაილი:Bundesarchiv Bild 183-S55480, Polen, Parade vor Adolf Hitler.jpg|მინი|მარცხნივ|ჰიტლერი თვალს ადევნებს ჯარისკაცებს.]]
პოლონეთის დაცემას მოჰყვა ე.წ „[[უცნაური ომი]]“, ან კიდევ Sitzkrieg („მჯდარი ომი“). პოლონეთის ჩრდილოეთ-დასავლეთში დანიშნულ ორ ახალ გაულაიტერს, ალბერტ ფორსტერს (რაიხსგაუ დანციგი-დასავლეთ პრუსია) და ართურ გრეისერს (რაიხსგაუ ვარტელანდი) მათი კონტროლირებადი ტერიტორიების სწრაფი გერმანიზაცია დაავალა ყველანაირი კითხვის გარეშე იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს პროცესი.<ref name="Rees 1997, pp. 141–145">Rees 1997, pp. 141–145</ref> ფორტსტერის ტერიტორიაზე პოლონეთის მოქალაქეებს უბრალოდ უნდა შეევსოთ ფორმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მათ გერმანული სისხლი ჰქონდათ,<ref>Kershaw 2008, p. 527</ref> მეორე მხრივ, გრეისერი თავის ტერიტორიაზე ატარებდა მასშტაბურ რასობრივ „ჩისტკებს“.<ref> name="Rees 1997, pp. 141–145<"/ref> გრეისერი უკმაყოფილო იყო ფორსტერის პოლიტიკით. მისი აზრით, იგი უფლებას აცლევდა ათასობით პოლონელს რასობრივად გამხდარიყო გერმანელი, რაც აჭუჭყიანებდა გერმანულ რასობრივ სისუფთავეს. ჰიტლერმა უარი თქვა „კონფლიქტში“ ჩარევაზე,<ref> name="Rees 1997, pp. 141–145<"/ref> თუმცა, გამოსცა ინსტრუქციები, რათა მის ქვეშევრდომებს თვითონ ემექმოდათ.
 
კიდევ ერთი კონფლიქტი წამოიშვა ჰიმლერსა (რომელსაც მხარს უჭერდა გრეისერი) და გერინგს (მას მხარს უჭერდა ჰანს ფრანკი — ოკუპირებული პოლონეთის გუბერნატორ-გენერალი) შორის. ჰიმლერს სურდა პოლონეთში ეთნიკური „ჩისტკები“ მოეწყო, გერინგი კი თვლიდა, რომ პოლონეთი რაიხის ბეღელი უნდა გამხდარიყო.<ref name="Rees 1997, pp. 148–149">Rees 1997, pp. 148–149.</ref> 1940 წლის 12 თებერვალს კონფლიქტი გერინგ-ფრანკის სასარგებლოდ გადაწყდა, რამაც დაასრულა ეკონომიკურად წამგებიანი მასიური გაძევებები.<ref> name="Rees 1997, pp. 148–149.<"/ref> იმავე წლის 15 მაისს ჰიმლერმა გამოსცა მემორანდუმი — „ზოგიერთი მოსაზრება აღმოსავლეთის მოსახლეობასთან დაკავშირებით“, რომლის მიხედვითაც ევროპაში დარჩენილი ებრაელები აფრიკაში უნდა გაეგზავნათ, ხოლო პოლონეთის დარჩენილი მოსახლეობა უნდა შემცირებულიყო მუშათა კლასამდე.<ref> name="Rees 1997, pp. 148–149.<"/ref> ჰიტლერს მოეწონა ჰიმლერის მემორანდუმი და იგი კარგად და სწორად ჩათვალა.<ref> name="Rees 1997, pp. 148–149.<"/ref> ამის შემდეგ გერინგისა და ფრანკის პოლიტიკის მაგივრად პოლონეთში ჰიმლერისა და გრეისერის პოლიტიკის გატარება დაიწყეს.
 
პოლონეთის შემდეგ ჰიტლერმა მიზნად ნორვეგია და დანია დაისახა. ამ ქვეყნებში ვერმახტი 1940 წლის აპრილში შეიჭრა. 9 აპრილს ჰიტლერმა გამოაცხადა დიდებული გერმანული რაიხის შექმნაზე, რომელიც, მისი აზრით, უნდა გამხდარიყო ევროპის გერმანული ნაციების გაერთიანებული იმპერია, სადაც ჰოლანდიელები, ფლამანდიელები და სკანდინავები, ანუ „რასობრივად სუფთა“ ადამიანები გერმანული ლიდერობის ქვეშ გაერთიანებოდნენ.<ref>Winkler 2007, p. 74</ref> 1940 წლის მაისში გერმანიამ შეუტია საფრანგეთს და ამავე დროს დაიპყრო [[ლუქსემბურგი]], [[ნიდერლანდები]] და [[ბელგია]]. ჰიტლერის წარმატებებმა მუსოლინის 10 ივნისს ომში ჩაბმისკენ უბიძგა. საფრანგეთმა და გერმანიამ სამშვიდობო შეთანხმება 22 ივნისს გააფორმეს.<ref>Shirer 1960, pp. 696–730</ref> კერშოუ აღნისნავს, რომ გერმანიაში ჰიტლერის პოპულარობისა და ომის მხარდაჭერის პიკი 6 ივლისისთვის იყო, როდესაც იგი [[პარიზი]]დან ბერლინში დაბრუნდა.<ref>Kershaw 2008, p. 562</ref> ასეთი მოულოდნელი და სწრაფი გამარჯვების გამო 1940 წლის ფელდმარშალთა ცერემონიაზე ჰიტლერმა თორმეტ გენერალს ფელდმარშლის წოდება მიანიჭა.<ref>Deighton 2008, pp. 7–9</ref><ref>Ellis 1993, p. 94</ref>
 
ბრიტანეთმა, რომლის ჯარსაც საფრანგეთიდან ევაკუაცია დუნკრიკიდან მოუწია,<ref>Shirer 1960, pp. 731–737</ref> დომინიონებთან ერთად გააგრძელა გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლა ატლანტიკის ბრძოლაში. ბრიტანეთში ახალი პრემიერის, [[უინსტონ ჩერჩილი]]ს დანიშვნის შემდეგ ჰიტლერმა მშვიდობის მიღწევა სცადა, თუმცა, უარი მიიღო, რის შემდეგაც სამეფო ავიაციის ბაზებსა და ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთზე საჰაერო შეტევების ბრძანება გასცა. ამის შემდეგ დაიწყო „ბრძოლა ბრიტანეთისთვის“, რომელშიც [[ლუფტვაფე]]მ ვერ დაამარცხა ბრიტანეთის სამეფო ავიაცია.<ref>Shirer 1960, pp. 774–782</ref> ოქტომბრის ბოლოსთვის ჰიტლერმა გააცნობიერა, რომ ბრიტანეთში შეჭრისთვის საჭირო საჰაერო უპირატესობის მიღწევა შეუძლებელი იყო, რის შემდეგაც ბრძანება გასცა ბრიტანული ქალაქები (ლონდონი, ფლიმუთი, კოვენტრი) ღამით დაებომბათ.<ref>Kershaw 2008, pp. 563, 569, 570</ref>
 
1940 წლის 27 სექტემბერს ბერლინში საბურო კურუსუმ (იაპონიის იმპერია), ჰიტლერმა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ციანომ გააფორმეს სამმხრიანი პაქტი,<ref>Kershaw 2008, p. 580</ref> რომელსაც მოგვიანებით შეურთდნენ [[უნგრეთი]], [[რუმინეთი]] და [[ბულგარეთი]]. ასე ჩამოყალიბდა „ღერძის ძალები“, რომელშიც ჰიტლერს საბჭოთა კავშირის ხილვაც სურდა, თუმცა, მოლოტოვთან ნოემბერში ჩატარებული მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა, რის შემდეგაც ჰიტლერმა საბჭოთა კავშირთან ომისთვის მომზადება დაიწყო.<ref>Roberts 2006, pp. 58–60</ref>
ხაზი 293:
 
===გზა დამარცხებისკენ===
[[1941]] წლის 22 ივნისს 4-5 მილიონმა ჯარისკაცმა გადაკვეთა საბჭოთა საზღვარი.<ref name="Jones 1989">Jones 1989</ref> დაიწყო საბჭოთა-გერმანული ომი. ამ შეტევის მიზანი (ოპერაცია „ბარბაროსა“) საბჭოთა კავშირის საბოლოო განადგურება და მისი ბუნებრივი რესურსების ხელში ჩაგდება იყო.<ref>Glantz 2001, p. 9</ref><ref>Koch 1988</ref> ომის პირველ თვეებში გერმანელებმა უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს: ნაცისტთა ხელებში გადავიდა ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, [[ბელარუსი]] და [[უკრაინა|უკრაინის]] დასავლეთი ნაწილი. მთლიანობაში მათ გაიარეს 500 კილომენტრი და სმოლენსკის ბრძოლაშიც გაიმარჯვეს. ამავე დროს, ჯარის ჯგუფ ცენტრს ჰიტლერმა მოსკოვზე შეტევის შეჩერება უბრძანა.<ref name="Stolfi 1982">Stolfi 1982</ref> მოსკოვამდე მას ლენინგრადის სრულ ბლოკადაში მოქცევა და კიევის აღება სურდა. მის ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგნენ გენერლები, რომლებსაც მოსკოვამდე მხოლოდ 400 კილომეტრი აშორებდათ. მისმა გადაწყვეტილებამ ასევე გამოიწვია ერთგვარი კრიზისი სამხედრო ელიტაში.<ref>Wilt 1981.</ref><ref>Evans 2008, p. 202</ref> ამ პაუზამ წითელ არმიას ახალი რეზერვების მობილიზაციის საშუალება მისცა; ისტორიკოსი რასელ სტოლფი თვლის, რომ ეს იყო მოსკოვის ბრძოლის (რომელიც ოქტომბერში გაგრძელდა და დეკემბერში წარუმატებლად დასრულდა) წაგების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი.<ref> name="Stolfi 1982<"/ref>
[[ფაილი:Bundesarchiv Bild 183-1987-0703-507, Berlin, Reichstagssitzung, Rede Adolf Hitler.jpg|მინი|რაიხსტაგში მყოფი ჰიტლერი ომს უცხადებს შეერთებულ შტატებს. [[11 დეკემბერი]], [[1941]]]]
იმავე წლის 7 დეკემბერს იაპონია თავს დაესხა [[აშშ|შეერთებული შტატების]] საზღვაო ძალების ბაზას პერლ-ჰარბორში. ოთხი დღის შემდეგ ჰიტლერმა შტატებს ომი გამოუცხადა.<ref>Shirer 1960, pp. 900–901</ref>
ხაზი 299:
1941 წლის 18 დეკემბერს ჰიმლერმა ჰკითხა ჰიტლერს: „რა ვუყოთ რუს ებრაელებს?“. ჰიტლერმა უპასუხა: „als Partisanen auszurotten“ (გაანადგურეთ, როგორც პარტიზანები).<ref>Bauer 2000, p. 5.</ref> ებრაელი ისტორიკოსი, იეჰუდა ბაუერი თვლის, რომ ისტორიკოსები, სავარაუდოდ, ვერასდროს იპოვიან ჰოლოკოსტის დროს ჰიტლერის მიერ გენოციდის ბრძანების პირდაპირ გადაწყვეტილებას.<ref>Bauer 2000, p. 5</ref>
 
[[1942]] წლის ბოლოს გერმანული ჯარი დამარცხდა ელ-ალამეინის მეორე ბრძოლაში,<ref>Shirer 1960, p. 921</ref> რამაც ჩაშალა ახლო აღმოსავლეთისა და [[სუეცის არხი]]ს დაპყრობის გეგმა. 1940 წლის წარმატებებით აღფრთოვანებულმა და თავის სამხედრო სტრატეგიაში დარწმუნებულმა ჰიტლერმა გენერლების საქმეებში ჩარევა დაიწყო, რამაც დიდი დანაკარგები გამოიწვია.<ref>Kershaw 2000b, p. 417</ref> ასე, 1942 წლის დეკემბერსა და [[1943]] წლის დეკემბერში ჰიტლერმა უარი თქვა სტალინგრადიდან მე-6 არმიის ევაკუაციაზე, რის გამოც 200 000 ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო კიდევ 235 000 (ფელდმარშალ პაულიუსთან ერთად) ტყვედ ჩავარდა.<ref>Evans 2008, pp. 419–420.</ref> სტალინგრადს მოჰყვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დამარცხება კურსკში. ამასთან ერთად ჰიტლერის სამხედრო ტრიბუნალი სულ უფრო და უფრო ერეტიკული ხდებოდა, ხოლო ჰიტლერის ჯანმრთელობის მსგავსად, გერმანული ჯარი და ეკონომიკა სულ უფრო უარესდებოდა.<ref name="BBC News, 1999">BBC News, 1999</ref>
 
1943 წელს გერმანიამ ასევე დაკარგა იტალია. მოკავშირეთა მიერ სიცილიის დაპყრობის შემდეგ ვიქტორ ემანუელ მესამემ დიდი საბჭოს მიერ მუსოლინისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ ეს უკანასკნელი გადააყენა. მარშალი პეტრო ბადოგლიო, რომელმაც მუსოლინი შეცვალა, მალევე დანებდა მოკავშირეებს.<ref>Shirer 1960, pp. 996–1000</ref> ასევე, 1943-44 წლებში გერმანიამ დიდი მარცხები განიცადა აღმოსავლეთ ფრონტზე, ხოლო ყველაფრის პიკი გახდა 1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეების დესანტის საფრანგეთის ჩრდილოეთში გამოჩენა.<ref>Shirer 1960, p. 1036</ref> ამის შემდეგ გერმანელმა ოფიცრებმა გააცნობიერეს, რომ დამარცხება გარდაუვალი იყო და რომ ჰიტლერის ხელისუფლებაში დარჩენა გერმანიის საბოლოო განადგურებას გამოიწვევდა.<ref>Speer 1971, pp. 513–514</ref>
ხაზი 316:
| წარწერა2 = შეტყობინება შეერთებული შტატების შეარაღებული ძალების გაზეთის მთავარ გვერდზე ჰიტლერის გარდაცვალების შესახებ. [[2 მაისი]], [[1945]]
}}
[[1944]] წლის ბოლოსთვის აღმოსავლეთიდან გერმანიისკენ მიდიოდა წითელი არმია, დასავლეთიდან კი მოკავშირეები. ჰიტლერი თვლიდა, რომ წითელი არმია მოკავშირეებზე ძლიერი იყო, რის გამოც დარჩენილი რეზერვების კონცენტრირება დასავლეთ ფრონტზე მოახდინა.<ref>Weinberg 1964</ref> 16 დეკემბერს გერმანელებმა დაიწყეს [[არდენის ოპერაცია (1945)|არდენის ოპერცია]] მოკავშირეთა რიგებში არეულობის დასანერგად და მათი შესაძლო გადმობირებისთვის საბჭოთა კავშირთან ერთად ბრძოლისთვის.<ref name="Crandell 1987">Crandell 1987</ref> დროებითი წარმატებების შემდეგ ოპერაცია ჩავარდა.<ref>Bullock 1962, p. 778</ref> 1945 წლის იანვარში, როდესაც გერმანიის დიდი ნაწილი ნანგრევებში იყო, ჰიტლერი რადიოთი გამოვიდა და განაცხადა: „რაც არ უნდა სერიოზული იყოს კრიზისი, ის, მიუხედავად ყველაფრისა, გადალახული იქნება ჩვენი გაუტეხელი სურვილით“.<ref>Rees & Kershaw 2012.</ref> [[ფრანკლინ დელანო რუზველტი]]ს გარდაცვალების შემდეგ ჰიტლერს ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებთან მშვიდობის დამყარების, ან კიდევ, მათ შორის განხეთქილების ჩამოგდების იმედი გაუჩნდა. მიუხედავად მოლოდინისა, მისი ცდები წარმატებით არ დასრულდა.<ref> name="Crandell 1987<"/ref><ref>Bullock 1962, pp. 753, 763, 780–781.</ref> ჰიტლერმა ასევე გადაწყვიტა გერმანიაში ყველანაირი ინფრასტრუქტურის განადგურება, სანამ ისინი მოკავშირეთა ხელებში ჩავარდებოდნენ, რადგან თვლიდა, რომ გერმანულმა ერმა დაკარგა გადარჩენის უფლება.<ref name="Bullock 1962, pp. 774–775">Bullock 1962, pp. 774–775</ref> ამ მიზნის შესრულება ჰიტლერმა [[ალბერტ შპეერი|ალბერტ შპეერს]] დაავალა, რომელმაც ეს ბრძანება არ შეასრულა.<ref> name="Bullock 1962, pp. 774–775<"/ref><ref>Sereny 1996, pp. 497–498</ref>
 
თავის 56-ე დაბადების დღეზე, 20 აპრილს, ჰიტლერმა ბოლოჯერ დატოვა მიწისქვეშა „ფიურერბუნკერი“ ({{lang-de|Führerbunker}}). რაიხსკანცელარიის დანგრეულ ბაღში მან დააჯილდოვა წითელ არმიასთან მებრძოლი ჰიტლერიუგენდელები.<ref>Beevor 2002, p. 251</ref> მეორე დღეს, 21 აპრილისთვის, [[გიორგი ჟუკოვი]]ს პირველმა ბელორუსულმა ფრონტმა გაარღვია გენერალ ჰაინრიკის დაცვის ხაზი და ბერლინის მისადგომებთან მივიდა.<ref>Beevor 2002, pp. 255–256</ref> რთულ სიტუაციაში ჰიტლერი Waffen SS-ის გენერლის, ფელიქს შტაინერის იმედად დარჩა, რომელსაც შეტევა ჩრდილოეთ ფლანგიდან უნდა დაეწყო.<ref>Le Tissier 2010, p. 45</ref>
 
22 აპრილის სამხედრო კონფერენციაზე ჰიტლერმა შტაინერის შეტევაზე იკითხა. მას შეატყობინეს, რომ შეტევა არ დაწყებულა და ბერლინში წითელი არმია შევიდა. ფიურერის ბრძანებით, ვილჰელმ კეიტელის, ალფრედ იოდლის, ჰანს ქრებსისა და ვილჰელმ ბურგდორფის გარდა ოთახი ყველამ დატოვა.<ref name="Dollinger 1995, p. 231">Dollinger 1995, p. 231</ref> დარჩენილებს ჰიტლერი მისი გენერლების ორგულობასა და არაკომპეტენტურობაზე ესაუბრა, რის შემდეგაც პირველად განაცხადა, რომ „ყველაფერი დაკარგული იყო“.<ref> name="Jones 1989<"/ref> მან ასევე თქვა, რომ ყველაფრის დასრულებამდე იგი ბერლინში დარჩებოდა, ხოლო შემდეგ კი თავს მოიკლავდა.<ref>Beevor 2002, p. 275</ref>
 
23 აპრილისთვის წითელმა არმიამ ალყა შემოარტყა ბერლინს,<ref>Ziemke 1969, p. 92</ref> [[იოზეფ გებელსი|გებელსმა]] კი გამოსცა ბრძანება, რომლითაც მოქალაქეებს ქალაქის დაცვა „დააძალა“.<ref> name="Dollinger 1995, p. 231<"/ref> იმავე დღეს, ბერშტესგადენიდან გერიგნმა გააგზავნა ტელეგრამა, რომელშიც წერდა, რომ ჰიტლერის იზოლაციის გამო იგი იძულებული იყო ხელისუფლება გადაებარებინა. მან ასევე დაასახელა ბოლო თარიღი, რომლის შემდეგაც ჰიტლერს უმოქმედოდ ჩათვლიდა.<ref>Bullock 1962, p. 787.</ref> ჰიტლერმა ამას გერინგის დაპატიმრების ბრძანებით უპასუხა, ხოლო 29 აპრილს დაწერილ პოლიტიკურ ანდერძში მან გერინგს ყველა თანამდებობა ჩამოართვა.<ref>Bullock 1962, pp. 787, 795</ref><ref>Butler & Young 1989, pp. 227–228</ref> 28 აპრილს ჰიტლერმა აღმოაჩინა, რომ [[ჰაინრიხ ჰიმლერი]], რომელმაც ბერლინი 20 აპრილს დატოვა, მოკავშირეებთან მოლაპარაკებას ცდილობდა.<ref>Kershaw 2008, pp. 923–925, 943</ref><ref>Bullock 1962, p. 791</ref> საპასუხოდ მან მისი დაპატიმრების ორდერიც გასცა, ხოლო ფიურერბუნკერში ჰიმლერის წარმომადგენელი ჰერმან ფეგელეინი დახვრიტა.<ref>Bullock 1962, pp. 792, 795</ref>
 
29 აპრილს, ფიურერბუნკერში გამართულ სამოქალაქო ცერემონიაზე ჰიტლერი დაქორწინდა ევა ბრაუნზე. საქორწინო საუზმის შემდეგ ფიურერმა მდივანს თავისი პოლიტიკური ანდერძი უკარნახა.<ref>Beevor 2002, p. 343.</ref> დოკუმენტებს ხელი მოაწერეს და ღონისძიებას დაესწრნენ ქრებსი, გებელსი, ბურგდორფი და ბორმანი.<ref name="Bullock 1962, p. 795">Bullock 1962, p. 795</ref> იმავი დღის შუადღისას ჰიტლერს აცნობეს მუსოლინის სასტიკ სიკვდილზე, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მასში ტყვეობის თავიდან აცილების სურვილი.<ref> name="Bullock 1962, p. 795<"/ref>
 
1945 წლის 30 აპრილს, როდესაც საბჭოთა ჯარი უკვე რაიხსკანცელარიის მისადგომებთან იყო, ჰიტლერმა თავი დაიხვრიტა, ევა ბრაუნმა კი ციანიდის კაფსულა მიიღო.<ref>Linge 2009, p. 199</ref><ref>Joachimsthaler 1999, pp. 160–182</ref> მათი გვამები რაიხსკანცელარიის დაბომბილ ბაღში აიტანეს, სადაც ბომბის მიერ დატოვებულ კრატერში საწვავით დაწვეს.<ref>Joachimsthaler 1999, pp. 217–220</ref> გვამების დაწვა საბჭოთა სროლის ფონზე ხდებოდა.<ref>Linge 2009, p. 200</ref><ref>Bullock 1962, pp. 799–800</ref> გერმანიის ფიურერი გრანდ ადმირალი, [[კარლ დენიცი]], კანცლერი კი [[იოზეფ გებელსი]] გახდა.<ref>Kershaw 2008, pp. 949–950</ref>
ხაზი 333:
{{ციტირება|თუ საერთაშორისო ებრაელი ფინანსისტები წარმატებას მიაღწევენ მსოფლიო ერების კიდევ ერთ მსოფლიო ომში ჩათრევაში, ამის შედეგი მსოფლიოს ბოლშევიზაცია და ებრაული გამარჯვება არ გახდება, პირიქით, ეს ევროპაში ებრაული რასის განადგურებას გამოიწვევს!<ref>Marrus 2000, p. 37</ref><br /> — ჰიტლერი მიმართავს რაიხსტაგს, [[30 იანვარი]], [[1939]]}}
 
ჰოლოკოსტი და გერმანიის აღმოსავლური კამპანია გამოწვეული იყო ჰიტლერის შეხედულებით, რომლის თანახმადაც ებრაელები გერმანელი ხალხის მტრები იყვნენ და გერმანული ექსპანსიისთვის საჭირო იყო „სასიცოცხლო სივრცე“. ჰიტლერის თავდაპირველი მიზანი იყო აღმოსავლეთი ევროპა, სადაც მას უნდა დაემარცხებინა პოლონეთი და საბჭოთა კავშირი, დაკავებულ ტერიოტრიებზე მცხოვრები ებრაელები და სლავები კი ან უნდა გადაესახლათ, ან მოეკლათ.<ref>Gellately 1996</ref> გენერალური გეგმა აღმოსავლეთის (Generalplan Ost) მიხედვით ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა უნდა გამოეყენებინათ როგორც მონური ძალა და გადაესახლებინათ დასავლეთ ციმბირში, ან კიდევ, მოეკლათ. თვითონ ოკუპირებული ტერიტორიების კოლონიზაცია ან გერმანელებს, ან კიდევ „გერმანიზებულ“ მოსახლეებს უნდა მოეხდინათ.<ref name="Snyder 2010, p. 416">Snyder 2010, p. 416</ref> ჰიტლერის მიზანი იყო გეგმა საბჭოთა კავშირის დაპყრობის შემდეგ შეესრულებინა, თუმცა, ბლიცკრიგის ჩაშლის შემდეგ, მან გეგმის აღსრულების თარიღი გადაწია.<ref> name="Snyder 2010, p. 416<"/ref><ref> name="Snyder 2010, p. 416<"/ref> 1942 წლის იანვრისთვის მან გადაწყვიტა, რომ არასასურველი ებრაელები, სლავები და სხვა დეპორტირებული ერები უნდა გაენადგურებინათ.<ref>Shirer 1960, p. 965.</ref>
 
გენოციდის „დამკვეთი“ გახდა ჰიტლერი, ხოლო მისი ორგანიზება და შესრულება ჰიმლერმა და ჰაიდრიხმა შეასრულეს. 1942 წლის 20 იანვარს ჩატარებული ვანზეს კონფერენცია, რომელშიც ნაცისტური ელიტის 50 წევრი იღებდა მონაწილეობას, არის ჰოლოკოსტის სისტემატიური დაგეგმვის აშკარა მტკიცებულება. იმავე წლის 22 თებერვალს ჰიტლერმა განაცხადა: „ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ჯანმრთელობა ებრაელების განადგურებით“.<ref>Naimark 2002, p. 81</ref> მართალია, მკვლელობების პირდაპირი ბრძანება ან უფლება ჰიტლერს არავისთვის მიუცია,<ref>Megargee 2007, p. 146</ref> თუმცა, მის სახალხო გამოსვლებზე, გენერლებისთვის მიცემულ ბრძანებებზე და ნაცისტი ჩინოვნიკების დღიურებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ჰიტლერმა ჯერ ჩაიფიქრა, ხოლო შემდეგ ევროპელი ებრაელების განადგურების ბრძანებაც გასცა.<ref name="Longerich, Chapter 15 2003">Longerich, Chapter 15 2003</ref><ref>Longerich, Chapter 17 2003</ref> ჰიტლერმა ასევე არ შეუშალა ხელი Einsatzgruppen-ის დამსჯელ რაზმებს (ისინი გერმანულ ჯართან ერთად საბჭოთა კავშირში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში იმყოფებოდნენ)<ref>Kershaw 2008, pp. 670–675</ref>, რომელთა მოქმედებებზეც კარგად იცოდა.<ref> name="Longerich, Chapter 15 2003<"/ref><ref>Megargee 2007, p. 144</ref> 1942 წლის ზაფხულისთვის [[ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი]] უფრო მეტი ადამიანის მოკვლის მიზნით ზომებში გაფართოვდა,<ref>Kershaw 2008, p. 687</ref> ახალი ბანაკები შეიქმნა ევროპაში.<ref>Evans 2008, map, p. 366</ref>
 
1939-1945 წლებში [[შუცშტაფელი]], რომელსაც ეხმარებოდნენ კოლობრაციონისტული ხელისუფლებები და მოხალისეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, პასუხისმგებელია ყველაზე ნაკლები, თერთმეტი მილიონი ადამიანის სიკვდილზე,<ref>Rummel 1994name="Snyder 2010, p. 112<416"/ref><ref>SnyderRummel 20101994, p. 416112</ref> მათ შორის, 5,5 მილიონ ებრაელზე (ევროპის ებრაული მოსახლეობის ორი მესამედი).<ref>Evans 2008, p. 318</ref><ref>Holocaust Memorial Museum</ref> ძირითადად ადამიანები იღუპებოდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში, გეტოებსა და ასევე დამსჯელი ოპერაციების ფარგლებში. გენოციდის ბევრი მსხვერპლი მოიწამლა გაზით, ზოგი გარდაიცვალა შიმშილით, სხვები კი მონურ მუშაობას შეეწირნენ.<ref>Shirer 1960, p. 946</ref> ნაცისტები ასევე აპირებდნენ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის 30 მილიონი ადამიანით შემცირებას „შიმშილის გეგმის“ ფარგლებში. ქალაქები უნდა დანგრეულიყო, რის შემდეგადაც მიწას საშუალება ექნებოდა ნელ-ნელა ტყედ გადაქცეულიყო, ან კიდევ, იქ გერმანელი კოლონისტები უნდა დასახლებულიყვნენ.<ref>Snyder 2010, pp. 162–163, 416</ref> ასევე, „შიმშილის გეგმისა“ და „აღმოსავლეთის გენერალური გეგმის“ მიხედვით, საბჭოთა კავშირში 80 მილიონამდე ადამიანი შიმშილით უნდა მომკვდარიყო.<ref>Dorland 2009, p. 6</ref> ჰიტლერის გეგმა ნაწილობრივ შესრულდა, რამაც 19,3 მილიონი ტყვისა და მშვიდობიანი მოქალაქის სიკვდილი გამოიწვია.<ref>Rummel 1994, table, p. 112.</ref>
 
ჰიტლერის პოლიტიკას შეეწირნენ პოლონელები,<ref>US Holocaust Memorial Museum.</ref> წითელარმიელი ტყვეები,<ref>Snyder 2010, p. 184</ref> კომუნისტები და სხვა პოლიტიკური ოპონენტები, ჰომოსექსუალისტები, ფსიქიკურად და სულიერად დაავადებული ადამიანები,<ref name="Niewyk & Nicosia 2000, p. 45">Niewyk & Nicosia 2000, p. 45</ref><ref> name="Niewyk & Nicosia 2000, p. 45<"/ref> იეჰოვას მოწმეები, ადვენტისტები და პროფკავშირელები. სახალხოდ ფიურერს არასადროს ულაპარაკია მკვლელობებზე, და, სავარაუდოდ, არასდროს ყოფილა არც ბანაკებში.<ref>Downing 2005, p. 33</ref>
 
ნაცისტებს ასევე გააჩნდათ „რასობრივი სისუფთავის“ კონცეფცია. 1935 წლის 15 სექტემბერს ჰიტლერმა „ნიურნბერგის კანონის“ სახელით ცნობილი კანონები რაიხსტაგს წარუდგინა, რომლის მიხედვითაც არიელებს ეკრძალებოდათ სექსუალური კონტაქტი და ქორწინება ებრაელებთან (მომავალში მათ დაემატნენ ბოშები, შავკანიანები და მათი „ნაბიჭვრები“).<ref>Gellately 2001, p. 216</ref> ჰიტლერის ადრეული ევგენიკური პოლიტიკა თავიდან ეხებოდა მხოლოდ ფიზიკურად და გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვებს, თუმცა, მოგვიანებით მან დაამტკიცა ევთანაზური პროგრამა დაავადებული მოზრდილებისთვისაც.<ref>Overy 2005, p. 252</ref>
ხაზი 346:
ნაცისტურ პარტიას ჰიტლერი ლიდერის პრინციპის მიხედვით მართავდა (Führerprinzip). პრინციპის თანახმად, პარტიის ყველა წევრს ყველანაირი კითხვის გარეშე უნდა შეესრულებინა თავისი უფროსის ბრძანებები. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო სტრუქტურას ჰიტლერი ხედავდა როგორც პირამიდას, რომლის სათავეშიც თვითონ იდგა. პარტიული თანამდებობის მიღება არჩევნების გზით არ ხდებოდა — კარიერულ წინსვლაზე პასუხისმგებელნი იყვნენ მაღალი ეშელონები, რომლებსაც ხელქვეითებისგან სრული მორჩილება სჭირდებოდათ.<ref>Kershaw 2008, pp. 170, 172, 181</ref> თავის ხელქვეითებს ჰიტლერი წინააღმდეგობრივ დავალებებს აძლევდა და აყენებდა პოზიციაში, სადაც მათი მოვალეობა და პასუხისმგებლობა სხვებთან იყო შერეული. მეთოდი გუნდში უნდობლობას, კონკურენციასა და ბრძოლას აქეზებდა, რაც ხელს უწყობდა ჰიტლერის ძალაუფლების განმტკიცებას.<ref>Speer 1971, p. 281</ref> ასე, [[1938]] წლის შემდეგ მისი მინისტრთა კაბინეტი ერთმანეთს აღარასდროს შეხვედრია, რადგან მინისტრებს შეხვედრას ჰიტლერი გადაათქმევინებდა ხოლმე.<ref>Manvell & Fraenkel 2007, p. 29</ref><ref>Kershaw 2008, p. 323</ref> თავის ბრძანებებს ჰიტლერი ფურცელზე არასდროს წერდა; წერას ჰიტლერი ზეპირად კარნახს ამჯობინებდა, თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც მის ბრძანებებს [[მარტინ ბორმანი]] გადასცემდა ხოლმე.<ref>Kershaw 2008, p. 377</ref> ჰიტლერი ბორმანს ენდობოდა, რის გამოც თავის დოკუმენტებთან, შეხვედრებთან და პერსონალურ ფინანსებთან მუშაობა დაავალა. ბორმანი თავისი მდგომარეობის წყალობით ჰიტლერთან მისულ ინფორმაციულ ნაკადს აკონტროლებდა.<ref>Speer 1971, p. 333</ref>
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს განმავლობაში ჰიტლერი თავის ქვეყანას ყველა სხვა ლიდერთან შედარებით ყველაზე დიდხანს მართავდა. შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის რანგში იგი იღებდა თითქმის ყველა გადაწყვეტილებას გერმანიის სამხედრო სტრატეგიასთან დაკავშირებით, მათ შორის იყო [[1940]] წლის სარისკო თავდასხმები საფრანგეთზე, ნორვეგიასა და სხვებზე, რომლებიც, მიუხედავად გენერლების ცუდი პროგნოზისა, წარმატებულად დასრულდა. არ გაუმართლა ჰიტლერს დიპლომატიაში, რომლის გზითაც მას დიდი ბრიტანეთის ომიდან „გამოთიშვა“ სურდა.<ref name="Overy 2005, pp. 421–425">Overy 2005, pp. 421–425</ref> ჰილტერმა კიდევ უფრო გააღრმავა თავისი ომში მონაწილეობა მოსკოვისთვის ბრძოლაში დამარცხების ([[1941]] წლის დეკემბერი) შემდეგ და თავი ჯარის მთავარსარდლადაც დანიშნა. ამის შემდეგ ჰიტლერი პირადად უძღვებოდა ომს სსრკ-ს წინააღმდეგ, თუმცა, ნაკლებ ყურადღებას აქცევდა დასავლეთის ფრონტს, რის გამოც იქ მებრძოლ გენერლებს რაღაც დოზით ავტონომია ჰქონდათ შენარჩუნებული.<ref>Kershaw 2012, pp. 169–170</ref> მალევე, ჰიტლერი სულ უფრო და უფრო დაშორდა რეალობას. ომის გერმანიის წინააღმდეგ შებრუნების შემდეგ დაცვით პოზიციაში ჰიტლერი ხშირად აგვიანებდა გადაწყვეტილებების მიღებას, ან კიდევ, მაინც ცდილობდა შეუნარჩუნებელი პოზიციების შენარჩუნებას. მიუხედავ წარუმატებლობისა, ჰიტლერი ფიქრობდა, რომ მხოლოდ მას შეეძლო გერმანიისთვის გამარჯვების მოპოვება.<ref> name="Overy 2005, pp. 421–425<"/ref> ომის ბოლო თვეებში ჰიტლერმა უარი განაცხადა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რადგანაც კაპიტულაციას გერმანიის სრული განადგურება ერჩივნა.<ref>Kershaw 2012, pp. 396–397.</ref> გენერლებმა და სამხედრო ელიტამ მას მხარი დაუჭირა და წინააღმდეგობა არ გაუწია.<ref>Kershaw 2008, pp. 171–395</ref>
 
==რეპუტაცია==
ხაზი 357:
 
==შეხედულებები რელიგიაზე==
ჰიტლერის დედა იყო კათოლიკე, მამა კი ემხრობოდა ანტიკლერიკალიზმის იდეებს; სახლის დატოვების შემდეგ ჰიტლერი არასდროს დასწრებია [[მესა]]ს.<ref>Kershaw 2008, p. 5</ref><ref>Rißmann 2001, pp. 94–96</ref><ref>Toland 1992, pp. 9–10</ref> შპეერი აღნიშნავს, რომ ჰიტლერს მწვავე განცხადებები ეკლესიის მიმართ მხოლოდ პოლიტიკურ მოკავშირეებთან გაუკეთებია.<ref name="Speer 1971, pp. 141–142">Speer 1971, pp. 141–142</ref> იგი ასევე ამატებს, რომ ჰიტლერის აზრით ეკლესიის გაქრობა გამოიწვევდა მისტიციზმის დაბრუნებას, ამას კი ჰიტლერი უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევდა.<ref> name="Speer 1971, pp. 141–142<"/ref> შპეერზე დაყრდნობით, ჰიტლერი თვლიდა, რომ იაპონური რელიგიები ან [[ისლამი]] გერმანელებისთვის ქრისტიანობის შემცვლელი რელიგია შეიძლებოდა გამხდარიყო.<ref>Speer 1971, p. 143</ref>
 
ისტორიკოსი ჯონ ქონვეი ამტკიცებს, რომ ჰიტლერი პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ ეკლესიებს.<ref name="Conway 1968, p. 3">Conway 1968, p. 3</ref> ბალოქის მიხედვით, ჰიტლერს არ სჯეროდა ღმერთის არსებობა, მამის მსგავსად ანტიკლერიკალი იყო და სძულდა ქრისტიანული ეთიკა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის „უძლიერესის გადარჩენის“ კონცეფციას.<ref>Bullock 1999, pp. 385, 389</ref> მიუხედავად ამისა, მას მოსწონდა პროტესტანიზმის ზოგიერთი ასპექტი (რომელიც ეთანხმებოდა მის შეხედულებებს), ხოლო კათოლიკური ეკლესიის ზოგიერთ ელემენტს (ლიტურგია, იერარქიული ორგანიზაცია და ფრაზეოლოგია) თავის გამოსვლებშიც კი იყენებდა.<ref>Rißmann 2001, p. 96</ref>
 
ეკლესიას ჰიტლერი განიხილავდა როგორც საზოგადეობაზე გავლენის მქონე პოლიტიკურად მნიშვნელოვან ორგანიზაციას,<ref>Speer 1971, p. 141</ref> ხოლო მასთან კარგი ურთიერთობა მის პოლიტიკურ მიზნებს ემთხვეოდა.<ref> name="Conway 1968, p. 3<"/ref> პუბლიკაში ჰიტლერი ხშირად აქებდა ქრისტიანულ მემკვიდრეობასა და გერმანულ ქრისტიანობას, თუმცა, თვითონ სჯეროდა „არიელი იესოსი“, რომელიც ებრაელების წინააღმდეგ იბრძოდა.<ref>Steigmann-Gall 2003, pp. 27, 108</ref> მის პრო-ქრისტიანულ რიტორიკას ეწინააღმდეგებოდა პირად საუბრებში გამოთქმული აზრი, რომლის მიხედვითაც ქრისტიანობა ტყუილებზე დაფუძნებული<ref>Hitler 2000, p. 59</ref> აბსურდული სისულელე იყო.<ref>Hitler 2000, p. 342.</ref>
 
[[აშშ|შეერთებული შტატების]] სტრატეგიული სამსახურის ანგარიშის თანახმად, „The Nazi Master Plan“-ის ფარგლებში ჰიტლერი რაიხში ქრისტიანული ეკლესიის გავლენის გაქრობას,<ref>Sharkey 2002</ref><ref>Bonney 2001, pp. 2–3</ref> მომავალში კი ქრისტიანობის საბოლო განადგურებას აპირებდა,<ref>Phayer 2000</ref> თუმცა, საზოგადოებაში ამაზე ლაპარაკს არამიზანშეწონილად მიიჩნევდა.<ref>Bonney 2001, p. 2</ref> ბალოქის მიხედვით, ჰიტლერს გეგმის განხორციელება ომის შემდეგ უნდოდა.<ref>Bullock 1962, pp. 219, 389</ref>
ხაზი 368:
 
==ჯანმრთელობა==
სხვადასხვა მკვლევარის აზრით, ჰიტლერს აწუხებდა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, კანის დაზიანებები, არარეგულარული გულისცემა, [[პარკინსონის დაავადება]],<ref> name="BBC News, 1999<"/ref><ref name="Bullock 1962, p. 717">Bullock 1962, p. 717.</ref> კორონარული სკლეროზი,<ref>Evans 2008, p. 508</ref> [[სიფილისი]]<ref> name="Bullock 1962, p. 717.<"/ref>, საფეთქლის არტერიტი<ref>Redlich 1993</ref> და ტინიტუსი.<ref>Redlich 2000, pp. 129–190</ref> სტრატეგიული სერვისისთვის მომზადებულ ანგარიშში უოლტერ ჩარლზ ლანგერი [[ჰარვარდის უნივერსიტეტი]]დან მოიხსენიებს ჰიტლერს როგორც „ნევროტიკულ პსიქოპატს“.<ref>Langer 1972, p. 126</ref> თავის [[1977]] წლის წიგნში ისტორიკოსი რობერტ ვეიტი წერს, რომ ჰიტლერს აწუხებდა პიროვნული აშლილობა.<ref>Waite 1993, p. 356</ref> ისტორიკოსები ჰენრიკ ებერლე და ჰანს-იოახიმ ნეუმანი თვლიან, რომ ჰიტლერი, მიუხედავად თავისი დაავადებებისა, მაინც აცნობიერებდა თავის გადაწყვეტილებებს და კარგად ესმოდა, თუ რას აკეთებდა.<ref>Gunkel 2010</ref><ref>Jones 1989.</ref> ჰიტლერის ჯანმრთელობის შესახებ ბევრი თეორია არსებობს, მათი დამტკიცება კი რთულია, ხოლო მათზე „ზედმეტი წონის“ დადებამ შეიძლება მესამე რაიხში მომხდარი ამბების და მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზი ერთი ადამიანის ფსიქიკური დარღვევები გახადოს.<ref>Kershaw 2000a, p. 72</ref> ქერშოუ ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება თვალი გადავავლოთ გერმანიის ისტორიას და გამოვიკვლიოთ, თუ რის გამო დამყარდა ქვეყანაში ნაცისტური დიქტატურა და არ ვეძებოთ მეორე მსოფლიო ომისა და ჰოლოკოსტის ახსნა ერთი ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტში.<ref>Kershaw 2008, pp. xxxv–xxxvi.</ref>
 
ჰიტლერი ვეგეტერიანულ დიეტას იცავდა,<ref>Bullock 1999, p. 388</ref> ხოლო საზოგადოებრივ ღონისძიებებზე სტუმრებს იგი მოკლული ცხოველების გრაფიკს აჩვენებდა, რათა ამ უკანასკნელებს ხორცის ჭამის სურვილი გაქრობოდათ.<ref>Wilson 1998</ref> ომის დროს ჰიტლერის ახალი ხილითა და ბოსტნეულით მომარაგების მიზნით მარტინ ბორმანს ბერშტესგადენთან ორანჟერეაც კი ჰქონდა აგებული.<ref>McGovern 1968, pp. 32–33</ref> საზოგადოებაში ჰიტლერი არ იღებდა ალკოჰოლს, თუმცა, პირადი შეხვედრების დროს იგი ღვინოს ან ლუდს მაინც სვამდა, მაგრამ, [[1943]] წელს, წონაში მომატების გამო, ამასაც თავი დაანება.<ref>Linge 2009, p. Chapter 3</ref> ზრდასრული ცხოვრების დროს ჰიტლერი არ ეწეოდა, თუმცა, ახალგაზრდობაში იგი დღეში 25-40 ღერს ეწეოდა. მოწევას მან თავი დაანება, რადგანაც ეს ჩვევა „ფულის გადაყრად“ მიაჩნდა.<ref>Proctor 1999, p. 219</ref> თავის უახლოეს თანაპარტიელებს ჰიტლერმა შეთანხმება შესთავაზა: ის, ვინც მოწევას თავს დაანებებდა, საჩუქრად ოქროს საათს მიიღებდა.<ref>Toland 1992, p. 741</ref> [[1937]] წლიდან ჰიტლერმა ამფეტამინის მიღება დაიწყო, [[1942]] წელს კი მასზე დამოკიდებული გახდა.<ref>Heston & Heston 1980, pp. 125–142</ref> შპეერმა ეს მის ცვალებად ქცევასა და მის მიერ ურყევი გადაწყვეტილებების მიღებას (მაგალითად, ჯარებისათვის უკანდახევის ნების იშვიათად მიცემა) დაუკავშირა.<ref>Heston & Heston 1980, pp. 11–20</ref>
 
ომის დროს ჰიტლერს ექიმებმა დაახლოებით 90 წამალი გამოუწერეს, დღეში იგი საკმაოდ ბევრ ტაბლეტს იღებდა კუჭისა და სხვა პრობლემების მოსაგვარებლად.<ref>Kershaw 2008, p. 782</ref> იგი ხშირად იღებდა მეტამფეტამინს, ბარბიტურატებს, [[ოპიატები|ოპიატებსა]] და [[კოკაინი|კოკაინს]].<ref>Ghaemi 2011, p</ref> <ref>Porter 2013</ref> [[20 ივლისის შეთქმულება|20 ივლისის შეთქმულების შედეგად]] ჰიტლერის დაფის აპკი გაიგლიჯა, ხოლო ექიმებმა მისი ფეხიდან ხის 200 ნამსხვრევი ამოიღეს.<ref name="Linge 2009, p. 156">Linge 2009, p. 156</ref> ჰიტლერს ასევე უკანკალებდა მარცხენა ხელი, სიარულის დროს კი იგი იჩეხებოდა. პრობლემები მას ჯერ კიდევ ომამდე დაეწყო და სულ უფრო და უფრო უარესდებოდა.<ref> name="Linge 2009, p. 156<"/ref> ერნსტ-გიუნტერ შენკი და სხვა ექიმები, რომლებმაც ჰიტლერი მისი სიცოცხლის ბოლო დღეებში ნახეს ადასტურებენ, რომ იგი [[პარკინსონის დაავადება|პარკინსონით]] იყო დაავადებული.<ref>O'Donnell 2001, p. 37</ref>
 
==ოჯახი==
ხაზი 1 775:
{{გერმანიის პრეზიდენტები}}
{{ჰიტლერის კაბინეტი}}
 
 
{{DEFAULTSORT:ჰიტლერი, ადოლფ}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ადოლფ_ჰიტლერი“-დან