აზოტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎აღმოჩენის ისტორია: clean up, replaced: რეზულტატ → შედეგ (2) using AWB
ხაზი 14:
* [[1777]] წელს [[ჰენრი კავენდიში|ჰენრი კავენდიშმა]] ჩაატარა შემდეგი ცდა: გახურებული ნახშირის თავზე მრავალჯერ გაატარა [[ჰაერი]], ამის შემდეგ ამუშავებდა მას [[ტუტე|ტუტით]], შედეგად იღებდა ნალექს, რომელსაც კავენდიშმა უწოდა მახრჩობელა ჰაერი. თანამედროვე ქიმიის პოზიციიდან ჩანს, რომ გახურებულ ნახშირზე ჰაერის [[ჟანგბადი]] რეაქციაში შედიოდა [[ნახშირორჟანგი|ნახშირორჟანგში]], რომელიც შემდეგ რეაგირებდა [[ტუტე]]სთან. ამასთან დარჩენილი აირს წარმოადგენდა უმთავრესად აზოტი. ასე რომ, კავენდიშმა გამოყო აზოტი, მაგრამ ვერ მიხვდა იმას რომ, ეს ახალი მარტივი ნივთიერება (ქიმიური ელემენტი) იყო. იმავე წელს კავენდიშმა ამ ცდის შესახებ შეატყობინა [[ჯოზეფ პრისტლი]]ს.
 
პრისტლი ამ დროს ატარებდა ექსპერიმენტების სერიას, რომელშიც ასევე ჰაერის ჟანგბადს უერთებდა და აცილებდა ნახშირორჟანგს, ანუ ასევე იღებდა აზოტს, მაგრამ, იმ დროს გაბატონებული [[ფლოგისტონის თეორია|ფლოგისტონის თეორიის]] მიხედვით, რომლის მომხრეც თვითონ იყო, სავსებით არასწორად განმარტა მიღებული რეზულტატებიშედეგები (მისი აზრით, პროცესი იყო საპირისპირო — მოწვით ჟანგბადი კი არ სცილდებოდა აირების ნარევს, არამედ ჰაერი იჯერებოდა ფლოგისტონით; დარჩენილ ჰაერს (აზოტი) მან უწოდა ფლოგისტონი, ანუ ფლოგისტირული). აშკარაა რომ პრესტლიმაც შეძლო აზოტის გამოყოფა, მაგრამ ვერ გაიგო თავისი აღმოჩენის არსი, ამიტომაც არ ითვლება აზოტის პირველ აღმომჩენად.
 
ერთდროულად მსგავს ცდებს ასეთივე რეზულტატებითშედეგებით ატარებდა [[კარლ ვილჰელმ შეელე]]ც.
 
* [[1772]] წელს აზოტი (სახელწოდებით «გაფუჭებული ჰაერი») როგორც მარტივი ნივთიერება აღწერა [[დანიელ რეზერფორდი|დანიელ რეზერფორდმა]], მან გამოაქვეყნა მაგისტრული დისერტაცია, სადაც აღნიშნა აზოტის ძირითადი თვისებები (არ რეაგირებს ტუტესთან, წვას არ უწყობს ხელს, არ ვარგა სუნთქვისათვის). ამიტომაც დანიელ რეზერფორდი ითვლება აზოტის აღმომჩენად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აზოტი“-დან