ჩუქჩები: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: რამოდენიმე → რამდენიმე (3) using AWB
({{ვიკი}})
(clean up, replaced: რამოდენიმე → რამდენიმე (3) using AWB)
 
== მეურნეობა ==
ჩუქჩების შესახებ პირველი ცნობების ავტორები XVII-XVIII ს. საქმიანობის მიხედვით მათ ყოფენ  „მეირმე“,  „მსხდომარე“ და „მოსიარულე“ ტომებად. მეირმე ჩუქჩებს, თავისთავად, ჰყავდათ ირმები, ეწეოდნენ მომთაბარე ცხოვრების წესს. „მსხდომარე“ ჩუქჩებს უწოდებდნენ იმათ, ვინც  ბინადარ ცხვორებას ეწეოდა და ირმებს მხოლოდ გადაადგილებისთვის იყენებდა. „მოსიარულე“ ჩუქჩები კი იყვნენ ბინადარი ზღვის ცხვოველებზე მონადირეები, რომელთაც არ გაანჩნდათ ირმები და არც ძაღლებს იყენებდნნე გადაადგილებისთვის. თუმცა ირმების მწყემსობის განვითარებასთან ერთად მათზე ნადირობის მნიშვნელობა ამ საზოგადოებაში ნელ-ნელა ეცემა.
 
ორი საუკუნის განმავლობაში, დაწყებული XVII საუკუნიდან XIX საუკუნის შუა ხანბამდე, არსებობისთვის საჭირო სახსრების წარმოებამ ჩუქჩებში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, რაც, თავის მხრივ, აისახა მათი მატერიალური და სულიერი ცხოვრების სხვა მხარეებზე.
რუსებისა და მათი შედარებით მაღალი კულტურის გამოჩენამ უკიდურეს ჩრდილო- აღმოავლეთში ხელი შეუწყო  ჩუქჩების სამეურნეო კომპლექსის ძირითადი კომპონენტების დიფერენციაციას. ხდება ძველი მეურნეობის ახალი, უფრო სრულყოფილი ფორსმებით ჩანაცვლება, რაც ეფუძნებდა ჩუქჩების სპეციალიზაციას ორ საქმიანობაზე - მეირმეობასა და ნადრობაზე. ამ ორ სექტორს შორის ხშირი იყო გაცვლა, რითაც ჩუქჩების მოთხოვნილებებში გარკვეული წონასწორობა ნარჩუნდებოდა.  ჩუქჩების მნიშვნელოვანი ნაწილი ბუნებაში უკვე მზა პროდუქტების მითვისებითი მეურენობიდან გადადის მწარმოებლურ მერუნეობაზე.
 
XVIII საუკუნეში ჩუქჩებთან მიმდინარეობდა მოშინაურებული ირმების რიცხოვნობის ზრდა და მწყემსობის განვითარება. ამ პროცესის პარალეულარდ კიდევ უფრო მცირდებოდა ველურ ირმებზე ნადირობა, რაც გამოწვეული იყო მათი რაოდენობის მკვეთრი კლებით. როგორო ცნობილია, XIX საუუნისთვის ველური ირმები ჩუკოტკაზე თითქმის გადაშენდნენ.
 
XVIII - XIX საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა ზღვის ცხოვლებზე ნადირობის განვითარება.  რაც განპირობებული იყო საქმიანობაში მეტალის იარაღების თანდათნობითი დამკვიდრებით, აგრეთვე ცეცხლსასროლი იარაღის შემოსვლით. ნადირობის ობიექტები ძირითდად იყვნენ სელაპები, ლომ-ვეშაპები და ვეშაპები. ზღვის ძუძუმწოვრებზე ნადირობას სეზონური ხასიათი ჰქონდა, რაც ცხოველების მიგრაციით იყო განპირობებული. სტიმული წარმოადგენდა ასევე ზღვის ცოხველებზე სავაჭრო მნიშვნელობის ყოველწლიური ზრდა, მათ ტყვაზე  მოთხვნა არა მარტო ჩუქჩბეში, არამედ კორიაკებსა და კოლიმის რუს მოსახლეობაში.
== საცხოვრებელი ==
[[ფაილი:PSM V67 D101 Chukchee winter house.png|მინი|ჩუქჩების ზამთრის საცხოვრებელი.]]
ჩუქჩებს ჰქონდა ორი ტიპის საცხოვრებელი - მუდმივი და გადასატანი ცალკე.  ბინადარ ჩუქჩებს გააჩნდათ ორი ცაცხოვრებელი - ერთი საზამთრო, მეორე - საზაფხულო სეზონისთვის (იარანგი). ზამთარში ისინი იყენებდნენ ნახევრადმიწისქვეშა სახლებს, რომლეთა ტიპი და კონსტრუქცია ნასესხები იყო ესკომოსებისაგან. აღწერების მიხედვით, რომლებიც XVIII საუკუნიდან შემორჩა, ჩანს, რომ ეს სახლები ხისგან, ვეშპების ყბებისა და ნეკნებისგან იყო გაკეთებული. 
 
ბინადარი ჩუქჩები XVII - XVIII საუკუნეებში დადიოდნენ შორეულ ექსპედიციებში. ამ ექსპედიციენში ისინი მიდიოდნენ თავანთ ოჯახებთან ერთად. ამ პრეიოდში  საცხოვრებლად იყენბდნენ იარანგებს. XIX საუკუნეში ნახევრადმიწისქვეშა სახლები ქრება, მათ მაგივრად იწყებენ ზამთარშიც ირმის ტყავიან იარანგების გამოყენებას. 
 
მომთბარე ჩუქჩებიც ზამთარში და ზაფხულში  იარანგებში ცხოვრობდნენ. ერთადერთი განსხვავება ირმის ბეწვის ხარისხში იყო.
 
მეირმე ჩუქჩების იარანგა წარმოადგენდა  კოლექტიურ საცხოვრებელს ახლო ნათესავებისთვის.<ref name=":1" />  
 
== ტანისამოსი ==
როგორც მეირმე, ასევე ზღვისპირა ჩუქჩების ტანისამოსის ძირითადი მასალა იყო ირმის ტყავი. მეირმე ჩუქჩები დიდწილად თავიანთ ტანსაცმელს კერავდნენ ახალგაზრდა ირმების ტყავისაგან. ამასთან, ზამთრის ტანსცმელს ატარებდნენ მხოლოდ ერთი სეზონი განმავლბაში, ზოგჯერ უფრო ცოტა ხანიც. ზამთრის ტანისამოსის მოხმარების მოკლე ვადა აიხსნება ირმის ბეწვის არაგამძლეობით, ასევე ჩუქჩები მას შიშველ ტანზე იცვამდნენ , ასე ბეწვი მალე იცვითებოდა და ნესტიანდებოდა. მეირმეთ საცხოვრებელში კი არ იყო ისეთი პირობები, რომ ჩასაცმელი გაეშროთ. ვ. ბოგორაზის ცნობით, ზოგი მწყემსი რამოდენიმერამდენიმე კვირა ნესტიანი ტასაცმლით დადიოდა და იხდიდა მას მხოლოდ მაშინ, როცა ტარებისთვის გამოუსადეგარი ხდებოდა.
 
ზღვისპირა ჩუქჩები ირმის ტყავთან ერთად, რომელსაც სხვა მეირმეებიგან ყიდულობდნენ,  სარგებლობდნენ სელაპების  ტყავითაც. თუმცა იგი ზამთრის ტანსაცმელისთვის არ გამოიყენებოდა, რადგან სელაპის ტყავი სიცივისაგან ცუდად იცავდა, იგი ასევე კარგი საქამრე მასალა იყო. სელაპების ტყავი და ქამრები დიდი მოთხოვნით სარგებლობდა მწყემს ჩუქჩებში, რომლებიც მას ირმების ტყვაზე ცვლიდნენ. ამგვარად, ჩუქჩების ორი მთავარი ჯგუფი ერთმანეთზე ძლიერ  დამოკიდებული იყო.<ref>Н. Ф. Прыткова, ''Одежда чукчей, коряков и ительменов, 1976''</ref>
 
აღსანიშნავია ჩუქჩების ერთ-ერთი წეს-ჩვეულება - ირმების დაკვლის ციკლები, რომელიც შემდოგომაზე იხსნებოდა. პირველს ჰქვია „ახალგაზრდა თხელბეწვიანი ირმების კვლა“, მეორე - „ტყავის კეთება ტანისამოსისთვის“. როგორც სახელწოდება მიანიშნებს, ორივე შემთხვევაში  პრაქტიკული მიზანია ტანსაცმლისთვის ტყავის წლიური მარაგის მიღება. პირველ კვლას მოაქვს თხელი ტყავი, რისგანაც ამზადებდნენ თხელ ტანისამოსს ახალგაზრდებისთვის, ტყავის ნაწილი კი იყიდებოდა. მეორე კვლიდან მოდიოდა სქელი ტყავი, რომელიც ზამთრის ტანსაცმლის შექმნაში გამოიყენებოდა.<ref>В. Г. Богораз, ''Чукчи, 1939''</ref>
XVII – XVIII საუკუნეების დოკუმნეტების ტერმინოლოგია ნათლად ასხავდა ჩუქჩების ფეოდალური საზოგადოების სტრუქტურას, ერთი მხრივ „კნიაზცები“ და „სტარშინები“, მეორეს მხრივ - საზოგადოების იერარქიას, რომელიც იმ დროს იაკუტიაში არსებობდა. თუმცა მეცნიერები კონკრეტული ტერმონოლოგიით საუბარს ხშირ შემთხვევაში ერიდებოდნენ.
 
ჩუქჩების მთავარ საზოგადოებრივი და ეკონომიკური ერთეული იყო პატრიარქალური ოჯახი. წარმოების ორგანიზაცია ბინადარსა და მეირმე ჩუქჩებში ადასტურებს დიდი პატრიარქალური ოჯახის არსებობას. მასში შედიოდა „სტარშინა“ ანუ მთავარი თავისი ნათესავებით. ასეთ ოჯახი ფლობდა საკუთრ მეურნეობას, საერთო საცხოვრებელს.<ref name=":1" /> 
 
ოჯახის შემადგენლობაში შედიოდა 10-მდე და მეტი ზრდასრული მონათესავე მამაკაცი. საერთოდ, როგორც ბინადარი, ასევე მომთააბრე ჩუქჩები პატარა ჯგუფებად იყოფიან. ეს ჯჯგუები რამოდენიმერამდენიმე მონათესავე ან მეგობარი ოჯახისაგან შედგებოდა. ასეთ ჯგუფებში არავინ ფლობდა ძალაუფლებას ან რაიმე ტიპის ავტორიტეტს, თუმცა პატივისცემით სარგებლობდნენ ისინი, ვინც უფრო მდიდარი იყო და დიდ იჯახი ჰყავდა.<ref>Г. А. Сарычев, ''Путешествие по северо-восточной части Сибири, Ледовитому морю и Восточному океану, 1952.''</ref>  მათ აღწერილობაში სარიჩევი გამოყოფს პატრიარქალური ოჯახის ყველაზე  შესამჩნევ ნიშნებს. ასევე აღნიშნავს სხვა ურთიერთობების ჩასახვას. თემურ-ოჯახური  წყობის პარალელურად, სადაც ჯგუფები ნათესავური კავშირის მიხედვით არიან დაყოფილი, წარმოიშვება მეგობრული კავშირებიც, რაც სამეზობლო თემისთვის არის დამახასიათებელი.
 
პატრიარქალური ოჯახების მამაკაცები მრავალცოლიანები იყვნენ. ჩვეულებრივ ჰყავდათ 3-4  მეუღლე, რომლებიც ერთნაირი უფლებებით სარგებლობდნენ.
 
ჩუქჩების საზოგადოებრივ ცხოვრებაში შეიმჩნეოდა წინააღდეგობრივი პროცესები. მათთან თანაარსებობდა როგორც კერძო, ისე საერთო საკუთრებაც. ანუ კერძო საკუთრების პარალელურად არსებობას განაგრძობდა მყარად გამჯდარი თემური ცხოვრების ტრადიციები: ჯგუფური ქორწინება თავის მატერიალური და მორალური პასუხიმგებლობით, ლევირატი, სორორატი და სხვ. არსებობდა ასევე ცოლების გადაცვლის წეს-ჩვეულება.<ref name=":1" />
 
ჩუქჩებთან იყო დაწყებითი, პატრიარქალური მონობის ყველაზე პრიმიტიული ფორმა. მონებად გამოდიოდნე მხოლოდ საომარი შეტაკებების დროს დატყვევებული სხვა ტომის ხალხი ან ნაყიდი მონები. ძირითად ესენი იყვნენ ალასკის ესკიმოსები, კორიაკები და იუკაგირები. ჩუკოტრ ფოლკლორში გადმოცემულია მრავალი ეპიზოდი, როცა ჩუკოტური მეომარი არა მარტო საქონელს ართმევს დაპყრობილ ხალხებს, არამედ თავად მოზარდებსაც იმონებს, ვინც იმ საქონელს მწყემსავდა.<ref>В. Г. Богораз, ''Материалы по изучению чукотского языка и фольклора, 1900''.</ref>   პატრიარქალურ ოჯახში, რომლის წევრები შეიძლება როგორც თავისუფალი, ისე არათავისუფალი წევრები შედიოდნენ, მონები სამუშაო ძალას წარმოადენენ. ამის გარდა, მონები (ჩუკოტური სახელწოდება - პურელი) გამოდიოდნენ საქონლის როლში, იცლებოდნენ, ჩვეულებრივ, ირმებსა და არც თუ ისე დიდ გამოსასყიდზე. მონობისს პრიმიტიულობისა და განვითარებულობაზე მიუთითებს ასევე ის ფაქტი, რომ ისინი ხშირად საზოგადოების სრულუფლებიან წევრაბდ იქცეოდნენ. მონები არ გამხდარან წარმოების მთავარ ძალას, და შესაბამისად დიდი გავლენაც არ მოუხდენიათ. XIX საუკუნის პირველ ნახევარში პატრიარქალური მონობა ჩუქჩებში საერთოდ ქრება.<ref name=":1" />
ჩუქჩების ორივე ჯგუფის რელიგიური შეხედულებები და იდეები იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, რომ შესაძლებელია მათი ერთად განხილვა.
 
ჩუქჩების პირველი ჯგუფის რელიგიური იდეების შესწავლისას ჩამოყალიბდა მარტვი თეორია მათი თავდაპირველი რელიგიური ცნებების შესახებ, რომლებიც ადამიანის თავდაპირველი პრიმიტიული რელიგიური იდეების მსგავსია. მათი თავდაპირველი შეხედულებების შესახებ საუბრისას ვერ გამოვიყენებთ ტერმინს - „ანიმიზმი“, რადგან ის ვარაუდობს ადამიანის სულის კონცეფციასაც, რაც უფრო გვიანდელ პერიოდს ეკუთვნის.
 
ჩუქჩების თავდაპირველი რელიგიური ცნებების განვითარება ხუთ ეტაპად იყოფა:
შინაგანად, ანუ ის დამალულია. რადგანაც ის დამალულია, ის უხილავი უნდა იყოს, მაგრამ ასევე უნდა შეეძლოს ადამიანის სახით გამოვლენა. ამ აზრის საფუძველზე ჩნდება ჰიპოთეზა, რომელიც აღიარებს, რომ განცალკევებულია მატერიალური ობიექტი და სიცოცხლე, რომელსაც ის უნდა შეიცავდეს. ეს არის სული ან როგორც მას უწოდებენ „გენიოსი“, რომელიც უხილავია, სხეული კი მისი „სახცოვრებელი ადგილია“. მას შეუძლია სხეულის დატოვება და შეუძლია შამანად მოვლინება ან სხვა ადამიანის სხეულში „ჩასახლება“. ეს არის განვითარების მეოთხე ეტაპი, რომელიც ვარაუდობს მეტარიალური სხეულისა და მისი სულის თანაარსებობას, მაშინ როცა მესამე ეტაპზე ეს ორი ფორმა ერთდროულად ვერ არსებობდა. „გენიოსი“ მოიცავს ჩვეულებრივი ადამიანის როგორც მატერიალურ, ისე სულიერ თვისებებს. ამ ეტაპზე პირველად წარმოიშვა აზრი ადამიანის სულის შესახებ, რომელსაც შეუძლია სხეულისგან განცალკევება და მას ხანდახან ძილის დროსაც ტოვებს.
 
მეხუთე ეტაპზე „გენიი“ თანდათანობით თავისუფლდებოდა თავისი საგნებისაგან და თავისუფალ ფორმას იძენდა, რაშიც იგულისხმება, რომ ის ნამდვილი სული ხდებოდა. ამ სულის ადამიანური სახე კი უფრო გამოყოფილი ხდებოდა და ის ახალ თვისებებს იძენდა. ასე წარმოიქმნება პირველი მითოლოგია, რომელიც მოიცავს ისტორიების მთელ სერიას სულებზე, რომლებმაც შეიძინეს უხილავობისა და ფრენის განსაკუთრებული ძალები, მაგრამ მთლიანობაში მაინც ადამიანებს გავდნენ კვების მოთხოვნილებებითა და სიკვდილის გამოცდის უნარით. სწორედ ამ, ბოლო ეტაპს ეკუთვნის იმ რწმენის საწყისი, რომ გარდაცვლილები, მათი სხეულის განადგურების შემდეგ განაგრძობენ ცხოვრებას. ამ აზრის გავრცელების შემდეგ კი ნელ-ნელა წარმოიშვა იდეა „სხვა სამყაროს“ შესახებ სადაც გარდაცვლილები განაგრძნობდნენ ცხოვრებას.<ref>Bogoraz-Tan, Waldemar), Vladimir Germanovich (Bogoras. 1909. “Chukchee: Material Culture [Part 1], Religion [Part 2], Social Organization [Part 3].” ''Memoirs''. Leiden: E. J. Brill, Ltd. ; G. E. Stechert and Co. <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ry02-001</nowiki></ref> <ref name=":2">American Museum of Natural History – Part II – The Chukchee – Religion by W. Bogoras - 1904</ref>
 
ჩუქჩები ყველანაირ ავადმყოფობას, თუ უბედობას ბოროტ სულებს - კელეტებს - მიაწერდნენ, რომლებიც მუდამ ადამიანის სულებს დასდევდნენ, იმისთვის, რომ მათი სხეული ეჭამათ. კელეტები შეიძლება დავყოთ სამ კლასად: პირველი კლასი მოიცავს ბოროტ სულებს, რომლებიც უხილავები არიან, მათ მოაქვთ დაავადებები და სიკვდილი; მეორე კატეგორიაში ერთიანდებიან სისხლის მსმელი კანიბალები, რომლებიც ცხოვრობდნენ ან დღესაც ცხოვრობენ შორეულ ნაპირებზე. ისინი მუდამ იბრძოდნენ ჩუქჩების მებრძოლების წინააღმდეგ. მესამი კლასში კი გაერთიანებულია „სულები“, რომლებიც შამანების გამოძახებით ცხადდებიან და მათ მაგიურ და სამედიცინო საქმეებში ეხმარებიან.<ref name=":3">Zhornitskaya, Maria, and V. Wanner. 1996. “Culture Summary: Chukchee.” New Haven, Conn.: HRAF. <nowiki>http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ry02-000</nowiki>.</ref>
 
კელეტები მოდიან მიწისქვეშეთიდან ან პირიქით ზემოდან, სადაც მათ ცალკე სამყარო აქვთ. ისინი არასდრო მოდიან ზღვიდან, რადგან ჩუქჩების ძველი ანდაზის თანახმად: „ზღვიდან არ შეიძლება მოვიდეს რაიმე ბოროტი“.
სულს ჩუქჩების ენაზე „უვირიტ“(“uvi’rit”) ან იშვიათად „უვეკირგინ“(“uve’kkirgin”) ჰქვია, რომელთა წარმოშობაც საერთოა - „უვიკ“(“uvi’k”) – „სხეული“. მათი რწმენით სული ცხოველებსაც და მცენარეებსაც აქვთ.
 
ჩუქჩების წარმოდგენით ადამიანს რამოდენიმერამდენიმე სული აქვს, თუმცა მხოლოდ ერთი სხეული ეკუთვნის. არსებობს სპეციალურად ხელებისთვის და ფეხებისთვის განკუთვნილი „კიდური-სულები“, რომლებიც შესაძლოა დაიკარგოს, რის გამოც იწყება კიდურების ტკივილი და თანდათანობით ისინი ჭკნება.
 
ადამიანის რომელიმე სული შესაძლოა მოიპარონ კელეტებმაც, რის გამოც ადამიანი ავადდება და ბოლოს კვდება. მხოლოდ შამანს შეუძლია იპოვოს და დააბრუნოს მოპარული „სული“. ეს „სული“ მოძებნის ცარიელ ადგილს ადამიანის სხეულში და შამანის დახმარებით დაბრუნდება იქ. იმ შემთხვევაში თუ შამანი სულს ვერ იპოვის, მას შეუძლია მომაკვდავ ადამიანს თავისი ერთ-ერთი სული შთაბეროს.<ref name=":2" />
 
შამანის მთავარ მოვალეობას მკურნალობა წარმოადგენდა. ის დაირაზე დაკვრითა და სიმღერით ეკონტაქტებოდა მფარველ სულებს და გარდაცვლილ წინაპართა სულებს და ამით გავლენას ახდნენდა ხალხის ფსიქიკაზე. შამანი მონაწილეობდა თითქმის ყველა ფესტივალსა თუ ცერემონიაში. შამანებს კარგად შეეძლოთ ცხოველებისა და ფრინველების ხმების იმიტაცია, რაც მათ სულებთან კავშირში ეხმარებოდათ. ჩუქჩებში შამანებს არ ჰქონდათ სპეციალური კოსტიუმები. ითვლებოდა, რომ შამანებს, რომლებსაც სქესი ჰქონდათ შეცვლილი, განსაკუთრებით დიდი ძალა ჰქონდათ.<ref name=":3" />
ეს ცეკვები ძირითადად შეიცავდა მოძრაობებს, რომლებიც საშინაოს საქმეების განსახიერებას წარმოადგენდა. ამის მიზეზი არის ის, რომ მომთაბარე ხალხი თავიანთ რიტუალურ ცეკვებს ისეთ განსაკუთრებულ დღესასწაულებზე ასრულებდნენ, რომლებზეც მნიშვნელოვანი პერიოდის დასაწყისი აღინიშნებოდა. ასეთი იყო მაგალითად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე ჩრდილოეთის ირმების მასიური მსხვერპლშეწირვა, ზამთრის ბუნიობა, ნახირის საზაფხულო ბალახობაზე გაყვანა ან ზაფხულის ბოლოს მათი დაბრუნება და ა.შ. ამ დღესასწაულებისა და რიტუალური ცეკვების შესრულებით ჩუქჩები ცდილობდნენ იმ სულებზე გავლენის მოხდენას, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ მათი ოჯახების კარგად ყოფნასა და მათი ირმების ჯოგის კეთილდღეობაზე. იმპროვიზირებული რიტუალური ცეკვებია: „ბოროტი სულების გამოგდება“, „ ვივრელ’ე“ ანუ „აკანკალებული მუხლები“, „გრიმასებთან ცეკვა“ და ასე შემდეგ.<ref name=":3" />
== ცვლილებები რიტუალურსა და კონფესიურ სფეროებში [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|სსრკსა]] და პოსტ-სსრკ პერიოდებში ==
ჩუქჩების ტრადიციული შეხედულებების არსი წარმოდგენილია რიგი ავტორების კვლევებში, რომლებიც აღნიშნავენ რომ პირველყოფილი ადამიანის მსოფლმხედველობა სამყაროს მოდელის შესახებ ხელს უწყობდა მას განევითარებინა თავისი ადგილი ამ სამყაროში, სივრცესა და დროში.   სიმბოლური აღწერა სამყაროს მოდელისა , წარმოდგენა მსოფლმხედველობის სხვადასხვა ელემენტების წარმოშობაზე , სპეციალისტების შეხედულებით, გადმოცემულია [[მითოლოგია|მითოლოგიაში]]. ვ.გ.ბოგორაზი გვამცნობს , რომ ბევრ ჩუკოტკურ ზღაპარში ნახსენებია ერთიანი ძლიერი არსება - შემქმნელი, რომელიც იცავს ადამიანებს , ეხმარება მათ. ჩუქჩებთან ამ არსების ნების შემსრულებლებად წარმოგვიდგება ყვავი- კულტურული გმირი. ბუნება ჩუქჩებთან წარმოადგენს ცოცხალს, ხოლო ყველა მისი კომპონენტს (მდინარე, ზღვა, ტბა , მთები და ა.შ.) ჰყავთ თავისი ბატონები, მოცემული წარმოდგენები არის ჩადებული ჩუქჩების რიტუალებში: სულების, ოჯახისა და სახლის მფარველის "დაპურება" , ყვავის თაყვანისცემა , შეწირული ცხოველის "წყლით გამასპინძლება ". ბევრი რიტუალი დაკავშირებული მეირმეობასთან, ოჯახის ცხოვრებასთან  აღწერილია მკვლევარების და მისიონერების მიერ.<ref>Новая жизнь народов Севера / Отв. ред. Гурвич И.С., Васильев В.И., Симченко Ю.Б. -М.: Наука, 1967. 119 с.</ref>
 
ჩვეულებრივ რიტუალებში გამოიყენებული იყო მსხვერპლშეწირვის საგნები, მაგალითად სპეციალურად  ხისგან გაკეთებული  ჩამჩა ან საცხოვრებლის სულის გამოსახულება . მოსახლეობის ჯგუფი რომელიც მისდევდა მეორმეობას, ბავშვის დაბადების, ქორწილის ან პატრონის სიკვდილის დროს კლავდნენ ირემს. გარდაცვლილის დაწვის შემდეგ , ისინი ასრულებდნენ  მომდევნო რიტუალებს: წყლით იბანდნენ ხელებს, მათ უნდა გადაებიჯათ კოცონზე. ამგვარი დასაფლავების რიტუალები თვითმხილველების მოწმობით ტარდებოდა ჩუკოტკის სამხრეთით 1990 წლების ბოლომდე.
ცეცხლით განწმენდის რიტუალი გამოიყენებოდა ირმების ჯოგის შორეული მარშუტიდან დაბრუნებისას , ისინი იყენებდნენ სპეციალურ საგანს - ფიცარს ცეცხლის გასაჩენად, ხახუნის გზით ისინი ე.წ. სუფთა ცეცხლს მოიპოვებდნენ.
 
განწმენდის თვისებიდან გამომდინარე ოჯახებში საცხოვრებლის კერას თაყვანს სცემდნენ , ამ კერიდან აღებული ცეცხლით ხვდებოდნენ სტუმრებსა და ნათესავებს. ეს რიტუალი დიდი ხანი არსებობდა.
 
ოჯახური რიტუალები , რომლებიც ჩუქჩებთან სრულდებოდა, დაბადების, ქორწილის დროს დაკავშირებული იყვნენ ოჯახურ [[კერა|კერასთან]].
 
ადამიანების წარმოდგენებმა ბუნების ძლიერ ძალაზე, მის სულებთან და ადამიანების სესაძლებლობაზე იმოქმედოს რეალობაზე , ხელი შეუწყო შამანობის განვითარებას. ზღვის სანაპიროზე [[შამანიზმი|შამანურ]] უნარებს ხშირად წარმატებული ნადირობისთვის ცხოველების ლოკაციისთვის იყენებდნენ.  ძლიერი შამანები სარგებლობდნენ ავტორიტეტით. უკანასკნელი შამანი , რომელიც დიდ არაბუნებრივ ძალას ფლობდა  2000 წელს გარდაიცვალა, ის იყო ცნობილი იმით რომ მას ცხოველების პოვნის გარდა მოვლენების წინასწარმეტყველება და  ცალკეული დაავადებებისგან განკურნებაც შეეძლო.<ref>Krenova, J. (1936). Chuckchee Children. ''Indians At Work''. Washington, D.C.: Office of Indian Affairs. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ry02-015
</ref>
 
საბჭოთა პერიოდში , ათეიზმის ზემოქმედებით , მიდიოდა მიზანმიმართული ტრადიციული შეხედულებებისა და რიტუალების  მსხვრევა. დევნა განიცადეს არამარტო მდიდარმა ჯგუფებმა არამედ შამანებმაც , რომლებიც ან გაანადგურეს ან გადაასახლეს. სარიტუალო სახლები  საბჭოთა ხელისუფლების დროს გაქრა, რიტუალების ჩატარებასთან ერთად აიკრძალა ჩუქჩების ენაც.<ref>Козлов В.И. К вопросу об изучении этнических процессов у народов СССР // СЭ. 1961. № 4. - С. 58-73.</ref>
 
ტრადიციების გაქრობას ხელი შეუწყო [[კომუნისტური განათლება|კომუნისტური პარტიის განათლების პოლიტიკამ]] , რადგან  ოჯახებს მოწყვეტილი ახალგაზრდები ინტერნატებში იზრდებოდნენ , ამის გამო კი ოჯახები ეთნიკური ინფორმაციის ახალი თაობისთვის გადაცემას , რომელიც მათ ენასა და ტრადიციულ მსოფლმხედველობაში იყო, ვეღარ ახერხებდნენ.ამგვარი საგანმანათლებლო პოლიტიკის საშუალებით ახალი თაობის ტრადიციებში  გათვითცნობიერებადობა  შემცირდა.
 
საზოგადოების დემოკრატიზაციამ  1980იანი წლების მეორე ნახევარსა და 1990-იანი წლების დასაწყისში , ხელი შეუწყო ტრადიციების აღდგენას ჩუკოტკის მოსახლეობაში, ამაზე მეტყველებენ საგაზეთო მომოხილვები და სატელევიზიო გადაცემები. აღდგა ბევრი სარიტუალო ტრადიცია. ყველაზე მასიური ზეიმი ჩუკოტკის ზღვისპირა სოფლებისათვის გახდა "ვეშაპის ზეიმი" , რომელიც აღდგა 1988 წელს, აღდგა "ირმებზე რბოლებიც", "ძაღლებზე რბოლები " , შეჯიბრებები ნაციონალური ანსამბლების მონაწილეობით.<ref name=":2">Научно-теоретический журнал «Научные проблемы гуманитарных исследований» Выпуск 2 - 2011 г. 29 УДК 94. 39 ИЗМЕНЕНИЯ В ОБРЯДОВОЙ И КОНФЕССИОНАЛЬНОЙ СФЕРАХ У ЧУКЧЕЙ В СОВЕТСКИЙ И ПОСТСОВЕТСКИЙ ПЕРИОДЫ Г. С. Дьячкова</ref>
 
ჩუკოტკის ხალხის კონფესიურ ცხოვრებაზე სასაუბროდ უნდა დავეყრდნოთ მოსახლეობის აღწერიდა შემოსულ მონაცემებს: 1897 წელს ქრისტიანურ რწმენას სრულად მიყვებოდნენ ენისეის ოსტიაკები , იუკაგირები , ალეუტები, კამჩატელები; სხვა ხალხთა ჯგუფებიდან კი მხოლოდ ნაწილი : 68%- გოლიაკები, 43,5%- კორიაკები, 6%- ჩუქჩები , 2%- აინოვები, დარჩენილნი კი კერპთაყვანისმცემლებად რჩებოდნენ.
 
ბევრი მკვლევარი და მისიონერი ხაზს უსვამდა ჩუქჩების ქრისტიანულ რელიგიაში მოქცევის საკითხს. რუსეთის იმპერიის პერიოდში ჩუქჩებმა  არ მიიღეს ქრისტიანობაცხოვრების  მომთაბარე წესის გამო , საბჭოთა პერიოდში კი რელიგია  სრულად იყო აკრძალული.<ref>Znamenski A. Shamanism and Christianity: Native Encounters with Russian Orthodox Missions in Siberia and Alaska, 1820-1917. Greenwood Press. Westport, Connecticut-London, 1999. - 306 pp.</ref>
 
ეს სიტუაცია პოსტსაბჭოურ პერიოდში შეიცვალა, შემცირდა ტრადიციული დარგები. 1990 წლის დასაწყისში, უმუშევრობის გაზრდამ, სოციალურ-ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა , ხელი შეუწყვეს გაქრისტიანებას, როგორც ერთ-ერთი ფსიქოლოგიური გაწონასწორების ფაქტორი. ამავეს შეუწყო ხელი გარეშე არაეთნიკური ქრისტიანული  მოსახლეობის რიცხვობრივმა დომინირებამ.
 
1990-იან წლებში ჩუკოტკაზე ფეხი  მოიკიდეს ორმოცდაათიანელებმა და ევანგელისტებმა,  ისინი 1996 წელს ქალაქ ანადირში შეიქმნენ  , ერთ-ერთი 11 კაცისგან შედგებოდა , უმეტესად ჩეუქჩებისა და ესკიმოსებისგან. ანალოგიური ჯგუფები შექმნა ჩუკოტკის ბევრ სოფელსა თუ ქალაქში .  მათი საქმიანობის ძირითად ფორმას ფსალმუნების ჩუკოტკურ და რუსულ ენებზე კითხვა  , [[ევანგელე|ევანგელის]] თარგმნა , ნათლობა და მატერიალური დახმარების გაწევა წარმოადგენდა .