ჰიროო ონოდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა კატეგორია:გარდაცვლილი 2014 გაჯეტ HotCat-ით
clean up, replaced: რამოდენიმე → რამდენიმე using AWB
ხაზი 4:
== ბიოგრაფია ==
=== 1922—1945 ===
დაიბადა 1922 წლის 19 მარტს, ტანეძირო და ტამაე ონოდების ოჯახში. მამამისი იყო პედაგოგი, ჟურნალისტი და პრეფექტურის საბჭოს დეპუტატი, დედა კი მასწავლებელი. ონოდას აგრეთვე ჰყავდა სამი და-ძმა. პატარაობაში სწავლობდა ქალაქ კაინანის საშუალო სკოლაში, რომელშიც განსაკუთრებით სწავლობდა კენდოს და იაპონურ ფარიკაობას.
 
1939 წლის აპრილში, სკოლის დამთავრების შემდეგ, ონოდამ დაიწყო მუშაობა კერძო კომპანია ''ტაძიმაში'' და საცხოვრებლად გადავიდა ჩინეთის ქალაქ ხანკოუში, სადაც ინგლისური და ჩინური ენები ისწავლა. 1942 წლის დეკემბერში იგი ჯარში გაიწვიეს. თავდაპირველად, იგი ჩარიცხეს 61-ე ქვეით პოლკში მეორე კლასის რიგითად, თუმცა, რამოდენიმერამდენიმე დღეში გადაიყვანეს 218-ე ქვეით პოლკში. 1943 წლის ივლისში იგი პირველი კლასის რიგითი გახდა, სექტემბერში – უმაღლესი კლასის რიგითი, ნოემბერში კი კაპრალი.
 
1944 წლის იანვარ-აგვისტოში ონოდა სწავლობდა მეთაურთა შემადგენლობის მოსამზადებელ, კურუმეს პირველ სამხედრო სასწავლებელში. სწავლის დროს, იმავე წლის აპრილში, მან მიიღო სერჟანტის წოდება, ხოლო დასრულების შემდეგ იგი უფროსი სერჟანტი გახდა და მიიღო შესაძლებლობა ესწავლა იაპონიის გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში. მიუხედავად ამისა, ონოდამ გადაწყვიტა ოფიცრის კარიერის გაგრძელება და 1944 წლის აგვისტოში ჩააბარა ნაკანოს სამხედრო სასწავლებელში, რომელშიც დაზვერვის ოფიცრებს ამზადებდნენ. მან ვერ შეძლო სწავლის დასრულება ფრონტზე სასწრაფოდ გაგზავნის გამო. 1944 წლის დეკემბერში იგი გააგზავნეს ფილიპინებზე. იგი იყო ''მოწინააღმდეგის ზურგში დივერსიული ოპერაციების ჩატარებისთვის განკუთვნილი'' სპეცრაზმის უფროსი. 1945 წლის იანვარში მან მიიღო უმცროსი ლეიტენანტის წოდება და ფილიპინების კუნძულ ლუბანგზე გაემგზავრა. იქამდე კი მან მიიღო ბრძანება თავისი უფროსისგან, გენერალ-ლეიტენანტი სიძუო ეკოამასგან:
ხაზი 14:
 
=== 1945—1974 ===
1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის ხელისუფლებამ კაპიტულაციას მოაწერა ხელს. მალევე, ონოდას ხელში ჩაუვარდა ამერიკული ქაღალდები, რომლებიც იტყობინებოდნენ, რომ ომი დასრულდა. იმავე წლის ბოლოს თვითმფრინავებმა ჯუნგლებში ჩამოაგდეს მე-14 არმიის მეთაურის, ტომოიუკი იამასიტას ბრძანება იარაღის დაყრასთან და კაპიტულაციასთან დაკავშირებით. ონოდამ ეს დოკუმენტები მტრულ პროპაგანდათ მიიჩნია და ბრძოლა გააგრძელა. 1945 წლის სექტემბერში, ონოდასთან და მის რაზმთან კონტაქტის არქონის გამო იაპონიის ხელისუფლებამ ისინი გარდაცვლილად გამოაცხადა. თუმცა, 1950 წელს რაზმის ერთ-ერთი იუტი აკაცუ ფილიპინების ხელისუფლებას ჩაბარდა და 1951 წელს იაპონიაში დაბრუნდა, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ ონოდა და მისი რაზმის წევრები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან.
 
აღსანიშნავია, რომ ონოდას და მისი რაზმის შემთხვევა ცალკეული არ ყოფილა. 1950 წელს იაპონიის ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური კომისია იმ იაპონელი ჯარისკაცების გადასარჩენად, რომლებიც ომის შემდეგ საზღვარგარეთ დარჩენ. ფილიპინებზე ამ კომისიის მოქმედებას შიდა არასტაბილურმა პოლიტიკურმა სიტუაციამ შეუშალა ხელი
 
1954 წლის 7 მაისს კუნძულ ლუბანგის მთებში ფფილიპინების პოლიციის რაზმი ონოდას ჯგუფს წააწყდა. სროლის დროს დაიღუპა კაპრაი სეიტი სიმადა. ამ ინციდენტის შემდეგ ფილიპინების ხელისუფლებამ უფლება მისცა ზემოთხსენებულ კომისიას ჯარისკაცების ძებნის პროცესი დაეწყო. იუტი აკაცუს ჩვენებებზე დაყრდნობით კომისია ატარებდა ძებნას 1954 წლის მაისში, 1958 წელს და 1959 წლის მაის-დეკემბერში, თუმცა, ონოდას და მისი რაზმის პოვნა ვერ მოხერხდა. ათი წლის შემდეგ, 1969 წლის 31 მაისს, იაპონიის ხელისუფლებამ ისინი მეორედ გამოაცხადა გარდაცვლილად და ამომავალი მზის ორდენი (მე-6 ხარისხი) მიანიჭა.
 
1972 წლის იანვარში, კუნძულ [[გუამი|გუამზე]], რომელიც აშშ-ის კონტროლის ქვეშ იყო, შემთხვევით იპოვეს იაპონიის ჯარის გადარჩენილი კაპრალი სეიტი ეკოი. ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი იაპონელი ჯარისკაცი ჯერ კიდევ იმყოფება წყნარი ოკეანის კუნძულებზე და არ ფლობს ინფორმაციას იმაზე, რომ ომი დასრულდა. 1972 წლის 19 სექტემბერს ფილიპინების პოლიციამ დახვრიტა იაპონელი ჯარისკაცი, რომელიც ადგილობრივ გლეხებს ბრინჯს ართმევდა. ეს ჯარისკაცი კინსიტი კოძუკა აღმოჩნდა, ონოდას რაზმის ბოლო წევრი. ამასთან დაკავშირებით, 22 ოქტომბერს იაპონიის კეთილდღეობის სამინისტრომ კუნძულზე გააგზავნა კომისიის წევრების დელეგაცია და ონოდას და კოძუკას ნათესავები. ძებნას, რომელიც მათ ჩაატარეს, შედეგი არ მოჰყოლია.
ხაზი 27:
 
=== იაპონიაში ===
ფილიპინებიდან სამშბლოში დაბრუნების შემდეგ ონოდამ დააარსა რამდენიმე ორგანიზაცია. გარდაიცვალა 2014 წლის 16 იანვარს, 91 წლის ასაკში.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰიროო_ონოდა“-დან