თოიდებერტ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ბიოგრაფია: clean up, replaced: წარმოჩინდა → წარმოჩნდა using AWB
ხაზი 32:
 
== ბიოგრაფია ==
მამამისის მმართველობის პერიოდში ახალგაზრდა თოიდებერტი წარმოჩინდაწარმოჩნდა, როგორც კარგი მეომარი. დაახლოებით 516 წელს მან დაამარცხა დანიელთა არმია მეფე [[ჰიგელაკი|კლოკილაიკის]] (''[[ბეოვულფი]]ს'' ჰიგელაკი) მეთაურობით მათ მიერ ჩრდილოეთ გალიის დარბევის შემდეგ. მისი რეპუტაცია კიდევ უფრო განმტკიცდა მის მიერ სეპტიმანიაში [[ვესტგუთები]]ს წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო კამპანიების შედეგად.<ref name=Julius>[https://books.google.com/books?id=bB46AQAAIAAJ&pg=PA75&dq=Theudebert+I&hl=en&sa=X&ei=LkqXVOTiC8auggTyp4HoAg&ved=0CDMQ6AEwBA#v=onepage&q=Theudebert%20I&f=false von Pflugk-Harttung, Julius Albert G. and Wright, John Henry. ''The Early Middle Ages'', Vol. 7, Lea brothers, 1905]</ref>
 
მამის სიკვდილის შემდეგ, თოიდებერტს სამეფო ტახტის მისაღებად ბიძებთან, [[ხილდებერტ I|ხილდებერტსა]] და [[ხლოტარ I|ხლოტართან]] მოუხდა ბრძოლა. საბოლოოდ, მისმა სამხედრო ძალებმა დაარწმუნეს ხილდებერტი უარი ეთქვა დავაზე და მიეღო თოიდებერტი როგორც მისი მემკვიდრე.<ref name=Julius/> მათ ერთად წამოიწყეს კამპანია ხლოტარის წინააღმდეგ, თუმცა მათი ჯარების ქარიშხლში მოხვედრის შემდეგ მშვიდობა ითხოვეს.
ხაზი 40:
როგორც ჩანს, თოიდებერტს სიამოვნებდა ევროპულ სცენაზე მისი ძალაუფლების ზრდა. მისი წერილები აჩვენებს, რომ მას პრეტენზიები ჰქონდა ავსტრაზიის მოსაზღვრე მრავალ ტერიტორიაზე, მათ შორის ბიზანტიურ მიწებზეც.<ref>''Epistolae Austrasicae XX''</ref> [[რომის იმპერიის დაცემა|რომის იმპერიის დაცემის]] შემდეგ ფრანკი მეფეები ყოველთვის იჩენდნენ გარკვეულ პატივისცემას ბიზანტიის იმპერატორის მიმართ, თუმცა თოიდებერტმა უარყო საკუთარი, უმცროსი ლიდერის სტატუსი, მაგალითად მან დაარღვია საიმპერიო ჩვეულება საკუთარი ოქროს მონეტების მოჭრით, რომლებზეც მისი გამოსახულება იყო დატანილი. მანამდე ფრანკი მეფეები პატივს სცემდნენ იმპერიულ შეთანხმებას და მიმოქცევაში იყო იმპერატორის გამოსახულებიანი ოქროს მონეტები. ყოველივე ამის გამო, გასაკვირი არაა, რომ ბიზანტიელ ისტორიკოს [[აგათია სქოლასტიკოსი|აგათია სქოლასტიკოსს]] კონსტანტინოპოლში ჩაეწერა ჭორი, რომლის თანახმადაც, ბიზანტიელები ეჭვობდნენ, რომ თოიდებერტი [[თრაკია]]ში შეჭრას გეგმავდა.
 
იმ პერიოდის სხვა ფრანკი მმართველების მსგავსად, თოიდებერტსაც რამდენიმე ცოლი ჰყავდა როგორც და სადაც მას სურდა. როგორც მამამისის მემკვიდრე, იგი დანიშნული იყო ვიზიგარდაზე, [[ლანგობარდები]]ს მეფის, ვახოს ქალიშვილზე. ამ სახის პოლიტიკური აქტი მეროვინგი მეფეებისათვის იშვიათი იყო. თოიდებერტმა იგი გალო-რომაელი დეოტერიას გამო მიატოვა, რომელსაც სამხრეთ გალიაში კამპანიისას შეხვდა. ვიზიგარდასადმი მისმა მოპყრობამ მისი მომხრეების უკმაყოფილება გამოიწვია, სავარაუდოდ, პოლიტიკური მოსაზრებით და მათ აიძულეს თოიდებერტი მას დაბრუნებოდა, თუმცა ვიზიგარდა მალევე გარდაიცვალა და მეფე ხელახლა დაქორწინდა.
 
სამხედრო ნიჭთან ერთად, თოიდებერტი თანამედროვეებში ფართოდ იყო ცნობილი გალური ეკლესიისადმი პატრონაჟითაც. [[გრიგოლ ტურელი]] ქებას არ იშურებს მისი ყურადღებისათვის; თოიდებერტის ღვთისმოსაობას აღნიშნავს ფორტუნატუსიც.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თოიდებერტ_I“-დან