რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
176.74.121.37-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა იაკობ-ის მიერ რედაქტირებული ვერ...
clean up, replaced: ერთერთ → ერთ-ერთ (3) using AWB
ხაზი 49:
== საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში (1801-1917) ==
[[ფაილი:Knorring 2 Karl Bogdanovich.jpg|მინი|კარლ ბოგდანის ძე კნორრინგი საქართველოს მთავარსარდალი (1801-1802) წ.წ.]]
[[1802]] წლის მაისში თბილისში ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება რუსეთის მიერ შექმნილმა "[[საქართველოს სამმართველო]]მ",[[საქართველო]]ს მმართველის თანამდებობაზე [[კარლ კნორრინგი]] დაინიშნა,რომელსაც [[მთავარმმართველი|მთავარსარდალი]] ეწოდა.[[ქართლ-კახეთის სამეფო]]ს ტერიტორია დაიყო ხუთ ნაწილად:[[გორი]]ს,[[დუშეთი]]ს,[[ლორე|ლორის]],[[თელავი]]ს და [[სიღნაღი]]ს უეზდებად(რეგიონებად),უეზდების მმართველებად რუსი მოხელეები დაინიშნენ,რომლებსაც "კაპიტან-ისპრავნიკები" ეწოდათ.ქალაქების მმართველებად დაინიშნენ რუსი ოფიცრები რომლებსაც "კომენდანტები" ეწოდათ,დამპყრობლებმა ასევე გააუქმეს ქართული სამართალი და,სამართალწარმოება რუსულ სისტემაზე გადაიყვანეს.საქართველოში ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ პირველი რაც [[რუსეთი]]ს ხელისუფლებამ გააკეთა იყო [[ბაგრატიონები]]ს სამეფო ოჯახის დევნის დაწყება,კერძოდ სამეფო ოჯახის ყველა წევრის დაპატიმრება და მათი რუსეთში გადასახლება,ხოლო მათ ვინც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის ხელისუფლებას, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით აპატიმრებდნენ და ასახლებდნენ რუსეთში.მიზეზი მმართველი დინასტიის სასტიკი დევნის,იყო ის რომ არასოდეს ბაგრატიონები არ შეეგუებოდნენ საქართველოს დაპყრობას და ანექსიას,ამიტომ ისინი აუცილებლად იბრძოლებდნენ საქართველოს მტრისაგან გასათავისუფლებლად,თავის მხრივ ბაგრატიონები მარტო არ იქნებოდნენ თავიანთ ბრძოლაში რადგან ქართველი [[ერი]] არ შეეგუებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას და ყოველთვის მხარში ამოუდგებოდნენ სამეფო დინასტიის წარმომადგენლებს მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.ეს კარგად იცოდნენ სანქტ-პეტერბურგში ამიტომ,საქართველოში მყოფ რუსეთის არმიის ნაწილებს და რუს ჩინოვნიკებს,უპირველეს მიზნად დაუსახეს ბაგრატიონების საქართველოდან გასახლება,ხოლო რა მეთოდებით გააკეთებდნენ დამპყრობლები ამას, მნიშნვნელობა არ ჰქონდა.გასახლება დაიწყო [[1801]] წელს,თავდაპირველად გაასახლეს [[გიორგი XII]] შვილები,უფლისწულები:[[ბაგრატი]],[[დავითი]],[[იოანე]] და [[მიხეილი]].უფლისწულების ნაწილი არ დაემორჩილა რუსეთის ხელისუფლებას და წინააღმდეგობის გაწევა დაიწყეს,ამასობაში [[1803]] წელს გაასახლეს [[ერეკლე II]] მეუღლე დედოფალი [[დარეჯანი]],იმავე წელს რუსებმა გადაწყვიტეს გაესახლებინათ გიორგი XII მეუღლე დედოფალი [[მარიამი]],რომელიც კატეგორიულ უარს აცხადებდა საქართველოს დატოვებაზე,რადგან დედოფალი ვერ აიძულეს საკუთარი ნებით დაეტოვებინა თბილისი,[[გენერალი]] [[ლაზარევი]] შეიჭრა სასახლეში და ძალით სცადა დედოფლის გამოყვანა,რაც რუს გენერალს სიცოცხლის ფასად დაუჯდა,მარიამმა სასახლეში ნებართვის გარეშე შეჭრილი ლაზარევი მოკლა.მომდევნო,[[1804]] წელს უკვე უფლისწულები [[იულონი]] და [[ფარნაოზი]] დააპატიმრეს და გაასახლეს საქართველოდან.რამდენიმე წლის განმავლობაში რუსებმა გაასახლეს ბაგრატიონების სამეფო საგვარეულოს თითქმის ყველა წევრი,გასახლებას გადაურჩნენ მხოლოდ ისინი ვინც თავი სპარსეთს,ოსმალეთს ან [[ჩრდილოეთ კავკასია]]ს შეაფარეს საიდანაც ისინი კვლავ აგრძელებდნენ აქტიურ ბრძოლას რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ.1802 წლიდან საქართველოში დაიწყო აჯანყებების,პოლიტიკური გამოსვლების და შეთქმულებების მთელი სერია რომლებიც ერთერთერთ-ერთ უმთავრეს მიზნად საქართველოს გათავისუფლებას ისახავდნენ.თუმცა რუსეთი არ შემოფარგლულა მხოლოდ [[აღმოსავლეთ საქართველო]]ს დაპყრობით და მისი შენარჩუნებით,რუსეთის ხელისუფლებას მიზნად ჰქონდა სრულად დაეპყრო საქართველო,ამიტომ მათ ენერგიული ქმედებების განხორციელება დაიწყეს [[დასავლეთ საქართველო]]ს დასაპყრობად.
 
=== იმერეთის ანექსია ===
ხაზი 90:
[[ფაილი:Coat of Arms of Kutais Governorate.png|მინი|ქუთაისის გუბერნიის გერბი (1846-1917) წ.წ.]]
[[1841]] წლის მაისში [[გურია]]ში დაიწყო მასშტაბური ანტიკოლონიალური [[აჯანყება]],აჯანყებაში მონაწილეობდნენ როგორც გლეხები,ასევე თავად-აზნაურებიც.გურიაში შექმნილი იყო მძიმე სოციალური მდგომარეობა,თუმცა აჯანყების მიზეზი არა გლეხების თავადებთან დაპირისპირება იყო, არამედ გურიის მოსახლეობის მცდელობა გაეთავისუფლებინათ [[საქართველო]]ს ეს მხარე დამპყრობლებისგან.[[1828]] წელს მას შემდეგ რაც [[გურიის სამთავრო]] გააუქმა რუსეთის იმპერატორმა [[ნიკოლოზ I]],გურიაში [[რუსეთი]]ს პირდაპირი მმართველობა არ დამყარებულა,არამედ შეიქმნა თავად-აზნაურების საბჭო რომელშიც შედიოდნენ გურიის თავადაზნაურები ხოლო მათ ხელმძღვანელობდა ოკუპანტების მიერ დანიშნული რუსი ოფიცერი.ეს ცხადია დროებითი ღონისძიება იყო რუსეთის მხრიდან რათა კიდევ უფრო დიდი უკმაყოფილება არ გამოეწვია მოსახლეობაში,[[1840]] წელს იმპერიამ ჩათვალა რომ ამ საბჭოს არსებობა უკვე აღარ იყო საჭირო და გააუქმა იგი.ამ ქმედებამ გამოიწვია დიდი უკმაყოფილება გურიის მოსახლეობის ყველა ფენაში,დაიწყო აჯანყებისთვის მზადება.აჯანყების დაწყება დააჩქარა,რუსი სამხედროების აღვირახსნილმა ქცევამ გურიაში,ასევე გადასახადების გაზრდამ და მოსახლეობის ისედაც ღარიბი ფენის კიდევ უფრო გაღარიბებამ,ბოლო წვეთი აღმოჩნდა გავრცელებული ხმები იმის შესახებ რომ იმპერია აპირებდა დაეწყო გურიის მოსახლეობის რუსეთის არმიაში გაწვევა,რაც ბუნებრივია მიუღებელი იყო მოსახლეობისთვის.<br />ამბოხება დაიწყო სოფელ [[აკეთი|აკეთში]] [[1841]] წლის მაისში,აჯანყებულებმა გადაწყვიტეს მიეღწიათ [[ოსმალეთი]]ს საზღვრამდე სადაც მათ შეურთდებოდა [[ჰასან-ბეგ თავდგირიძე]] ([[ქობულეთი]]ს ბეგი) თავისი ლაშქრით.თუმცა მოგვიანებით აჯანყებულებმა გეგმა შეცვალეს.აჯანყების ჩასახშობად გაიგზავნა რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილები,პოლკოვნიკ [[ბრუსილოვი]]ს მეთაურობით,ბრუსილოვმა შეძლო თავის შენაერთებთან ერთად [[ოზურგეთი]]ს დაკავება თუმცა აჯანყება ვერ ჩაახშო, პირიქით იგი უფრო გაძლიერდა.ამბოხში მონაწილეობდა 7 000 მეტი [[ქართველები|ქართველი]],მათ შეძლეს და დაიკავეს ყველა სტრატეგიული პუნქტი ყოფილი სამთავროს ტერიტორიაზე.იმავე წლის აგვისტოში ბრუსილოვს და აჯანყებულების 5 000 ლაშქარს შორის მოხდა გადამწყვეტი [[გოგორეთის ბრძოლა|ბრძოლა]], სოფელ [[გოგორეთი|გოგორეთთან]].აჯანყებულებს უბრალო გლეხი [[აბესა ბოლქვაძე|აბესალომ ბოლქვაძე]] მეთაურობდა.ბრძოლა რუსების მარცხით დასრულდა,ამბოხებულებმა ისინი ოზურგეთში ალყაში მოაქციეს,ამავე დროს აიღეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი [[შეკვეთილი]]ს ციხე-სიმაგრე([[შავი ზღვა|შავი ზღვის]] ახლოს),გაჩნდა სამთავროს აღდგენის პერსპექტივა გურიის უკანასკნელი მთავრის [[მამია V გურიელი]]ს მეუღლე დედოფალი სოფიო,რომელიც ოსმალეთში ცხოვრობდა გურიის ანექსიის შემდეგ [[საქართველო]]ში დასაბრუნებლად ემზადებოდა.საოკუპაციო ხელისუფლებამ მკაცრი ზომები მიიღო და ჯერ [[სამეგრელო]]ს მთავარს უბრძანა თავისი ლაშქრით შეჭრილიყო გურიაში და ჩაეხშო აჯანყება(მთავარს ეშინოდა თანამდებობოის და ტიტულის დაკარგვის და იძულებული იყო რუსეთის ბრძანებები შეესრულებინა), ხოლო მისი მარცხის შემდეგ [[იმერეთი]]ს მილიციის მნიშვნელოვანი ნაწილი გაგზავნა ამავე მისიით თუმცა ამჯერადაც აჯანყებულებმა გაიმარჯვეს.ამავე დროს მეამბოხეები უტევდნენ ოზურგეთს და ცდილობდნენ გურიაში ოკუპანტების უკანასკნელი დასაყრდენი აეღოთ,თუმცა სამწუხაროდ ამას ვერ ახერხებდნენ.[[ქუთაისი]]ს გუბერნატორმა ენერგიული ზომები მიიღო ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსასვლელად, უპირველეს ყოვლისა იგი დაემუქრა ჰასან-ბეგ თავდგირიძეს რომ თუკი იგი აჯანყებას შეურთდებოდა მაშინ იმის მიუხედავად რომ იგი ოსმალეთის სულთნის ქვეშევრდომი იყო [[რუსები]] მას არ დაინდობდნენ და გაანადგურებდნენ, მუქარამ გაჭრა თავდგირიძემ ვეღარ აღმოუჩინა დახმარება აჯანყებულებს. მეორე ნაბიჯი რაც მოიმოქმედა რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებამ იყო აჯანყებაში მონაწილე თავად-აზნაურების მოსყიდვა, რაც მათ იოლად შეძლეს (დიდი ნაწილის და არა ყველასი) იმ განსხვავებების გამო რომლებიც ერთი მხრივ ფეოდალებს და მეორე მხრივ გლეხებს შორის არსებობდა.ამ ვითარებაში რუსეთის დამატებითი სამხედრო ნაწილები გაიგზავნა [[გურია]]ში,იმ დროს როცა ოზურგეთისთვის ბრძოლა მეამბოხეებს შორის და ბრუსილოვის გადარჩენილ ნაწილებს შორის კიდევ გრძელდებოდა,აჯანყებულები ორ ცეცხლს შუა მოექცნენ და გადამწყვეტ ბრძოლაში 1841 წლის სექტემბერში დამარცხდნენ.რის შემდეგაც რუსეთის ხელისუფლებამ აჯანყება სასტიკად ჩაახშო ხოლო მის მონაწილეებს მკაცრად გაუსწორდა.50 ადამიანი დააპატიმრეს და ქუთაისის საპყრობილეში ჩასვეს,მათ ნაწილს ჩამოხრჩობა ხოლო ნაწილს [[ციმბირი|ციმბირში]] გადასახლება მიესაჯა (თუმცა შემდეგ სიკვდილით დასჯის გადაწყვტილება შეიცვალა რადგან დამპყრობლებს ახალი მღელვარებების დაწყების შეეშინდათ). აჯანყების მეთაური აბესალომ ბოლქვაძე ყოველგვარი სასამართლოს გარეშე მოკლეს.<br />
აჯანყების საბოლოოდ ჩახშობის შემდეგ გურიის მოსახლეობა თავიდან აიძულეს დაეფიცათ იმპერატორის ერთგულებაზე.ხოლო ამის შემდეგ გურიაში რუსეთის იმპერიის დანიშნულმა ადმინისტრაციამ დაიწყო მმართველობა.აჯანყების მარცხის მიუხედავად 1841 წლის გურიის აჯანყება იყო ერთერთიერთ-ერთი იმ მრავალ ანტიკოლონიალურ აჯანყებებს შორის რომლებიც მიმართული იყო რუსული ოკუპაციის მოსაშორებლად,და მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ქართველ ერში დამოუკიდებლობის და თავისუფლებისკენ სწრაფვა არ განელებულა.
 
=== საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება (1811) ===
[[ფაილი:Patriarch Antonius II of Georgia.jpg|მინი|საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ II (1788-1811) წ.წ.]]
საუკუნეების განმავლობაში რელიგია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა [[საქართველოს ისტორია]]ში,[[საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია]] ბუნებრივად იყო საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ერთერთიერთ-ერთი უმთავრესი ფლაგმანი,აქედან გამომდინარე იმპერიას სურდა ეს დაბრკოლება საქართველოს სრული ანექსია-ასიმილაციის პროცესში მოეშორებინა.დამპყრობლებისთვის სიტუაციას კიდევ უფრო ართულებდა ის,რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი [[ანტონ II]],[[ერეკლე II]]-ის ძე იყო და თავადაც სამეფო საგვარეულოს მიეკუთვნებოდა,ამდენად თანაუგრძნობდა თავის ძმებს და ძმისშვილებს საქართველოს გათავისუფლებისთვის ბრძოლაში.ამიტომ იმპერიამ გადაწყვიტა გაეუქმებინა საქართველოს ავტოკეფალია,[[1811]] წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გაიწვია საქართველოდან [[ანტონ II]] (რომელსაც საქართველო იძულებით დაატოვებინეს) ხოლო ავტოკეფალია გაუქმებულად გამოაცხადა.ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო საქართველოს ისტორიაში,მსგავსი რამ ოსმალეთის და სპარსეთის იმპერიებსაც კი არ ჩაუდენიათ.[[1814]] წელს კი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოც გაუქმდა,რომელსაც [[1788]] წლის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი არ ჰყოლია და ფორმალურად [[მცხეთა|მცხეთის]] საკათალიკოსოს უზენაესობას აღიარებდა(რადგან [[XV საუკუნე]]ში არაკანონიკურად გამოეყო მას,რითაც საქართველოს ეკლესიის ერთიანობა დაირღვა).<br />
გაუქმებული ავტოკეფალიის ნაცვლად შეიქმნა [[საქართველოს საეგზარქოსო]], რომელიც რუსეთის სინოდს დაექვემდებარა,პირველ ეგზარქოსად დაინიშნა [[ვარლამ ერისთავი]], იგი იყო ერთადერთი ეროვნებით ქართველი [[ეგზარქოსი]], მას შემდეგ ყველა ეგზარქოსი იყო ეროვნებით რუსი და ატარებდა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას სასულიერო სფეროში. რადგან ავტოკეფალია გაუქმდა, საკათალიკოსოს კუთვნილი ყველა მატერიალური თუ არამატერიალური ქონება რუსეთის სინოდის ხელში გადავიდა,რამაც მნიშვნელოვნად აზარალა ქართველი სასულიერო პირები, რადგან ისინი სრულად დამოკიდებული გახდნენ რუსეთის სინოდზე. ეგზარქოსები ყველანაერად ცდილობდნენ შეევიწროვებინათ ქართველი სასულიერო პირები, გადაეყვანათ წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე(რაც თავისთავად იწვევდა ქართველი ღვთისმსახურების რუსებით ჩანაცვლებას რადგან მათმა უმრავლესობამ რუსული არ იცოდა). ასევე მნიშვნელოვნად გაუარესდა საკათალიკოსო აზნაურების და გლეხების მდგომარეობა, ისინი ახლა მათთვის უცხო რუსეთის სინოდის წნეხის ქვეშ აღმოჩდნენ,რუსეთის სინოდისვე გადაწყვეტილებით განადგურდა მრავალი უნიკალური ქართული ხელნაწერი, ხოლო ძვირადღირებული ქონება რომელიც საქართველოს საკათალიკოსოს გააჩნდა რუსეთში გაიტანეს. [[1811]] წლიდან [[1917]] წლამდე რუსი ეგზარქოსები იყვნენ საქართველოში რუსიფიკატორული პოლიტიკის ავანგარდში, და ყოველნაირად აცლიდნენ სულიერ ნიადაგს [[ქართველები|ქართველ ერს]].
[[ფაილი:Noe Schordania.jpg|მინი|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია (1868-1953) წ.წ.]]
ხაზი 100:
[[ფაილი:Vladimir Putin with Mikheil Saakashvili-2.jpg|მინი|[[ვლადიმერ პუტინი]]ს და [[მიხეილ სააკაშვილი]]ს შეხვედრა [[2006]] წელი]]
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
* {{cite web|url=http://www.conflicts.rem33.com/images/Georgia/wurzeln_1783_1832.pdf|title=Die Wurzeln des georgisch-russischen Konflikts (1783-1832) |author=ფილიპე ამონი (Philipp Ammon)|accessdate=2015-07-01}}
ხაზი 107:
* {{cite web|url=http://www.amsi.ge/istoria/div/manveliSvili.html|title=რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა (მოკლედ), პარიზი, 1950|author=ალექსანდრე მანველიშვილი |publisher=[http://www.amsi.ge თანამედროვე სამეცნიერო კვლევის ასოციაცია]|accessdate=2011-01-15}}
 
== ლიტერატურა ==
 
* ფილიპე ამონი (Philipp Ammon): Georgien zwischen Eigenstaatlichkeit und russischer Okkupation: Die Wurzeln des russisch-georgischen Konflikts vom 18. Jahrhundert bis zum Ende der ersten georgischen Republik (1921), Klagenfurt 2015, ISBN 978-3902878458