ევა კესიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link GA|en}} using AWB
→‎ბიოგრაფია: clean up, replaced: ერთერთ → ერთ-ერთ using AWB
ხაზი 18:
1996 წლის იანვარში ევამ ჩაწერა ალბომი „Live at Blues Alley”, რომლის შესახებაც მოგვიანებით გაზეთი „[[ვაშინგტონ პოსტი]]” წერდა: „მისი შესრულებით ნებისმიერი სიმღერა საუკეთესოდ მოგეჩვენებათ”. ევა კესიდის ალბომი არ მოეწონა და დაუყოვნებლივ განაგრძო მუშაობა სტუდიურ ალბომზე, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ [[1997]] წელს გამოვიდა, სახელით „Eva by Heart”.
 
1996 წლის ივლისში, „Live at Blues Alley” ალბომის წარსადგენ ერთერთერთ-ერთ გამოსვლისას ევას ბარძაყები ატკივდა, რაც მძიმე სამღებრო სამუშაოებით იყო გამოწვეული. მას ტკივილი გაუძლიერდა და რამდენიმე კვირის შემდეგ [[მელანომა|მელანომას]], კანის სიმსივნის იშვიათი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს. დიაგნოზის დასმის დროს დაავადების მკურნალობა სამწუხაროდ უკვე გვიანი იყო. ევას ჯანმრთელობა თანდათან უარესდებოდა და მისი ბოლო გამოსვლა 1996 წლის სექტემბერში შედგა, სადაც მან მეგობრებსა და თაყვანისმცემლებს „[[What a Wonderful World]]” უმღერა.
 
როდესაც მოგვიანებით ევა [[ჯონს ჰოპკინზის ჰოსპიტალი|ჯონს ჰოპკინზის ჰოსპიტალში]] მოათავსეს, მნახველი მეგობრების ნაკადი არ წყდებოდა. მათ ევასთან ყვავილები და ხილი მოჰქონდათ. ვინაიდან ევას ყველა მნახველის პირადად მიღება ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვეღარ შეეძლო, მან ფურცელი და ფანქრები მოითხოვა. ამგვარად ყველა სტუმარს შეეძლო მისთვის მიეწერა ან დაეხატა რამე. ლიფტიდან გადმოსვლისას ჰოსპიტალის პერსონალს თვალწინ ლამაზი სურათი გადაეშალა: დერეფნები სასვე იყო ევას მეგობრებითა და თაყვანისმცემლებით, რომლებიც მიწაზე ისხდნენ, ევას სურათებს უხატავდნენ და ერთმანეთს ეცნობიერებოდნენ. ევა კი ყველა ნაჩუქარ ნახატს საწოლის ბოლოს დიდ კედელზე კიდებდა, რათა ყოველთვის შეძლებოდა მათი დანახვა. მოგვიანებით, როდესაც რომელიმე მეგობარი მის პალატაში შედიოდა, ევა მუდამ სამადლობელი ბარათების წერით გართული ხვდებოდა. ეს ევას დიდ ძალისხმევად უჯდებოდა, მაგრამ მას არ დაზარებია ყველასთვის სამადლობელო წერილი მიეწერა. ევა კესიდი 1996 წლის 2 ნოემბერს აღესრულა. იგი მხოლოდ 33 წლის იყო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევა_კესიდი“-დან