სამშვილდე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
clean up, replaced: ერთერთ → ერთ-ერთ (2) using AWB
ხაზი 37:
}}
 
'''სამშვილდე''' — ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი [[საქართველო]]ში, ახლანდელი სოფელ [[სამშვილდე (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი)|სამშვილდის]] მახლობლად, ისტორიულ [[ქვემო ქართლი|ქვემო ქართლში]]. ციხე-ქალაქი შემორჩენილია ნანგრევების სახით. ქალაქისათვის შერჩეული იყო მდინარე [[ჭივჭავა|ჭივჭავისა]] და [[ქცია|ხრამი]]ს შესართავში მდებარე ბუნებრივად გამაგრებული კონცხი, რომლის ორ მხარეს კლდოვანი, შვეული ხრამებია, მესამე მხარეს მას გალავანი შემოუყვება.
 
==ისტორია==
[[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს მას ქართლის ცხოვრებაში მოხსენიებული ორბის ციხედ მოიაზრებდა. თუმცა ზოგიერთი თანამედროვე მეცნიერთა აზრით ორბის ციხე ალგეთის ხეობაში მდებარე [[ორბეთის ციხე]]ს აღნიშნავს.
 
ნაქალაქარი ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე წარმოადგენდა [[სამშვილდის საერისთავო|სამშვილდის საერისთავოს]] ცენტრს. მის მიდამოებში მდებარე [[გამოქვაბული|გამოქვაბულები]], [[მენჰირი|მენჰირები,]] [[ნამოსახლარი|ნამოსახლარები]] და მათთან ვრცელი [[სამაროვანი|სამაროვნები]], არქეოლოგიური კვლევის შედეგებით მიეკუთვნება ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარსა და III ათასწლეულს. სამშვილდე იხსენიება [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს საქართველოში ვითარსი ლაშქრობასთან დაკავშირებით. VIII-IX საუკუნეებში სამშვილდე [[თბილისის საამირო|თბილისის საამიროს]] ექვემდებარებოდა ხოლო მფლობელები "ნათესავით [[პიტიახში|პიტიახშნი]]" იყვნენ. IX საუკუნის ბოლოს [[ანისის სამეფო|ანისის სამეფოს]] დაეუფლა. X საუკუნის დასაწყისში მთავარი [[გურგენი]] შეეცადა სამშვილდის განთავისუფლებას, მაგრამ უშედეგოდ.
 
X საუკუნის ბოლოს სამშვილდე გახდა [[ტაშირ-ძორაგეტის სამეფო]]ს დედაქალაქი (ამის გამო ქართულ წყაროებში სომეხი მეფე დავითი (989-1049) სამშვილდარად იხსენიება). [[1001]] წელს სამშვილდე დაიპყრო ანისის მეფემ [[გაგიკ I|გაგიკ I-მა]]. [[1064]] სომეხთა მეფემ [[კვირიკე II (სომეხი)|კვირიკე II-მ]] ტაშირ-ძორაგეტის სამეფოს ცენტრი სამშვილდიდან [[ლორე]]ში გადაიტანა. XII-XIII საუკუნეებში ქართულ და სომხურ წყაროებში სამშვილდე ეწოდება აგრეთვე ციხე-ქალაქის მიმდებარე ტერიტორიას - "ყოველი სამშვილდე". ამ პერიოდში კიდევ უფრო გაიზარდა სამშვილდის სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა. ქვემო ქართლის მრავალი ციხესიმაგრე ცნობდა მის პირველობას.
 
სამშვილდის ეკონომიკურ დაწინაურებას ხელს უწყობდა მისი მდებარეობა მთისა და ბარის რაიონების დამაკავშირებელ მაგისტრალზე. XI საუკუნის 60-იან წლებში სამშვილდე [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV-მ]] დაიბრუნა. [[1110]] [[დავით IV|დავით აღმაშენებელმა]] თურქსელჩუკთაგან გაათავისუფლა და [[სამშვილდის შემოერთება|შემოიერთა]]. XII საუკუნეში სამშვილდეს ორბელთა ფეოდალური საგვარეულო ფლობდა და საქართველოს ამირსპასალარის რეზიდენცია იყო.
 
[[ორბელთა აჯანყება 1177-1178|ორბელთა აჯანყების]] ჩახშობის შემდეგ (1178) უშუალოდ საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა. XIII საუკუნეში მონღოლებმა "ჯერ ძლიერი და მაღალი ციხე სამშვილდე აიღეს და შემდეგ თბილისსაც მოადგნენ". 1440 წელს სამშვილდეს გარს შემოერტყა [[ჯეჰან-შაჰი]]. მან მოტყუებით და მუქარით მისი აღება მოახერხა. მან სამშვილდის კარების წინ 1664 ადამიანის თავისაგან მინარა დაადგმევინა. 9400 ტყვე წაიყვანა, ყველა ეკლესია დაანგრია და ქვეყანა აოხრებული დატოვა.
 
[[1747]] წელს დიდი ბრძოლა გაიმართა სამშვილდეში ერეკლესა და ბატონიშვილ აბდულ-ბეგ იასეს ძეს შორის, რომელმაც თეიმურაზსა და ერეკლეს ქართლის წართმევა მოუნდომა.
ხაზი 64:
===წმ. გიორგის ეკლესია===
 
საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2014 წელს ნაქალაქარის ერთერთიერთ-ერთი თვალსაჩინო ძეგლის - წმ. გიორგის ეკლესიის არქეოლოგიური გათხრები განახორციელა (ხელმ. პროფ. დ. ბერიკაშვილი). გათხრების შედეგად აღმოჩენილი მოჭიქული კერამიკის ნიმუშები XI-XII სს-ით თარიღდებიან, ეს ის პერიოდია, როდესაც წმ. გიორგის ეკლესია აუშენებიათ, ხოლო ნაწილი მასალისა, გვიანი შუასაუკუნეებით, კერძოდ XVI-XVII სს-ით თარიღდება, როდესაც ზილიხანს, მეფე ვახტანგ V შაჰავაზის მეუღლის, დედოფალი ელენეს აღმზრდელს დაზიანებული ტაძარი „აღუშენებია“. გათხრების დროს გამოვლინდა გვიანდელი პერიოდის სამარხები, სამშენებლო კერამიკის ფრაგმენტები, გაიწმინდა ეკლესიის შიდა ეზო, რომელიც, როგორც დადგინდა ქვის ყორით ყოფილა შემოსაზღვრული.
 
===პალატის ეკლესია===
პალატის ეკლესია სამშვილდის ნაქალაქარის ცენტრალურ უბანზე მდებარეობს. არც წერილობით წყაროებში და არც ადგილობრივი მოსახლეობის მეხსიერებაში არ არის ცნობები შემორჩენილი იმის შესახებ თუ რომელი წმინდანის სახელზე ყოფილა თავდაპირველად ტაძარი აგებული. ტაძრის ინტერიერში აღმოაჩნდა მცირე ზომის საფლავის ქვა მხედრული დამწერლობით შესრულებული ეპიტაფიით. წარწერა გვამცნობს, რომ აქ დაკრძალულ ყოფილა „მცირეწლოვანი ყრმა ოთარი, ერასტის ძე“. ხელოვნების ისტორიკოსის გ. გაგოშიძის მიხედვით აღნიშნული ყრმა ყაფლანიშვილ-ორბელიშვილთა გვარის უდროოდ გარდაცვილი წარმომადგენელია, რომელიც საკუთარ კარის ეკლესიაში დაუკრძალავთ. გათხრებმა გარდა ეპიგრაფიკული ძეგლისა გვიანდელი შუასაუკუნეების შესანიშნავი არქეოლოგიური მასალა და მოზრდილი ზომის არქიტექტურული დეტალებიც გამოავლინა.
 
===სხვა ძეგლები===
ხაზი 90:
 
===2012-2015 წლების ექსპედიციები===
2012 წელს საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზაზე ჩამოყალიბდა სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიცია. არქეოლოგიურად შესწავლილი იქნა წმ. გიორგისა და „პალატის“ ეკლესიები. გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი დ. ბერიკაშვილი) გამოვლინდა საქართველოს განვითარებული და გვიანი შუასაუკუნეებისათვის დამახასიათებელი არქეოლოგიური მასალა. სამშვილდის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ 2015 წელს სამშვილდის ნაქალაქარის შიდა ციხის არქეოლოგიური კვლევები დაიწყო. შიდა ციხე-ციტადელი მდ. ხრამისა და მდ. ჭივჭავს შორის ამოზრდილ კონცხის ყველაზე შევიწროვებულ ადგილზეა გამართული და სამეფო უბანს დასავლეთიდან ამაგრებს. არქეოლოგიური თვალსაზრისით იგი ნაქალაქარის ერთერთერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და პერსპექტიულ უბანს წარმოადგენს. გათხრები წარიმართა გვიანშუასაუკუნეების პერიოდის აბანოს სამხრეთ-აღმოსავლეთით და შედეგად გამოვლინდა საკმაოდ მძლავრი კედლები, რომლებიც მიმართულია სამხრეთდან ჩრდილოეთისაკენ. ამავე დროს დადგინდა, რომ ეს კედლები მოგვიანებით სათავსოების გამართვის დროს გამოუყენებიათ და ტერიტორია მათ შორის ქვის კვადრებითა და ფილაქნებით მოულაგებიათ. სავარაუდოდ, ეს ინტენსიური მშენებლობა-გადაკეთებები ციხის ცხოვრების ფინალური პერიოდის მოვლენაა და დაკავშირებული უნდა იყოს აბდულა ბეგის მიერ სამშვილდის ციხეში ჩატარებულ სამშენებლო საქმიანობასთან. აღსანიშნავია, რომ გათხრების შედეგად გამოვლენილი გვიანშუასაუკუნეების სათავსო-ნაგებობები განვითარებული შუასაუკუნეების მასალების შემცველ ფენებშია გამართული. ეს მოვლენა იმით უნდა აიხსნა, რომ მშენებლობის დროს „ციხე დაუხვეტავთ“ რის შედეგადაც აქ გვიანდელი ფენები განადგურებულია. გარდა ადგილობრივი ნაწარმისა გათხრების შედეგად გამოვლინდა იმპორტული კერამიკა, ობსიდიანისა და კაჟის ანატკეცები, მინისა და ლითონის არტეფაქტები და დიდი რაოდენობით ოსტეოლოგიური მასალა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
ხაზი 106:
* {{ძმ|89|13-16|ი. ციციშვილი, "ნაქალაქარი სამშვილდე"}}
*'' ბერიკაშვილი დ., გაბუნია თ., ცირამუა ს., გაგოშიძე გ.'', „საქართველოს უნივერსიტეტის სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის 2014 წლის სამეცნიერო ანგარიში“ — „საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბილისი, 2014
*''ბერიკაშვილი დ., გაბუნია თ., ოდილავაძე დ, ბუხსიანიძე მ., ივანიშვილი ირ., ლომიძე ვ.'', „სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის 2015 წლის სამეცნიერო ანგარიში“ — „საქართველოს უნივერსიტეტის გამომცემლობა“, თბილისი, 2015.
 
{{თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ტაძრები}}
 
[[კატეგორია:თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:ქვემო ქართლის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სამშვილდე“-დან