ალფონსო VI (კასტილია): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎top: clean up, replaced: ერთერთ → ერთ-ერთ using AWB
ხაზი 2:
'''ალფონსო VI''' ([[ესპ.]] Alfonso VI) ([[1040]] - [[1 ივლისი]] [[1109]]) — [[კასტილია|კასტილიის]] მეფე [[1072]]-[[1109]] წლებში. [[ფერდინანდ I (კასტილია)|ფერდინანდ I]]-სა და [[სტანცია ლეონელი]]ს ვაჟი. იქორწინა [[აგნესა აკვიტანელი|აგნესა აკვიტანელზე]], [[აკვიტანია|აკვიტანიის]] ჰერცოგ [[ვილჰელმ VI (აკვიტანია)|ვილჰელმ VI-ის]] ასულზე, [[1081]] წელს [[კონსტანცია ბურგუნდიელი|კონსტანცია ბურგუნდიელზე]], [[ბურგუნდია|ბურგუნდიუს]] ჰერცოგ [[რობერ I (ბურგუნდია)|რობერ I]]-ის ასულზე, რომელიც გარდაიცვალა [[1092]] წელს, და ზაიდაზე, [[სევილია|სევილიის]] ემირის ასულზე.
 
მამის გარდაცვალების შემდეგ, ალფონსომ მემკვიდრეობით მიიღო [[ლეონის სამეფო|ლეონი]] და [[ასტურია]]. [[1067]] წელს დაიწყო ომი მასსა და მის უფროსი ძმის [[სანჩო II (კასტილია)|სანჩო II]]-ს შორის; ამ უკანასკნელმა იგი ორჯერ დაამარცხა [[ლიანტანდეს ბრძოლა]]ში და [[გალპეხარის ბრძოლა]]ში. მეორე ბრძოლის შედეგად ალფონსო ტყვედ ჩავარდა და ძმამ იგი ერთერთერთ-ერთ ციხესიმაგრეში ჩაკეტა. ალფონსომ გაქცევა მოახერხა და თავი [[ტოლედო]]ს ემის შეაფარა. [[1072]] წელს სანჩოს გარდაცვალების შემდეგ, ალფონსომ ჩუმად დატოვა ტოლედო და გამოცხადდა კასტილიის მეფედ. უმცროსი ძმა, [[გარსია II (გალისია)|გარსია]], რომელიც [[გალისია|გალისიის]] მეფე იყო, მან მოტყუებით შეიპყრო და მის სიკვდილამდე დამწყვრეული ყავდა. ამრიგად ალფონსომ ხელში ჩაიგდო მამის მთელი სამეფო: კასტილია, ლეონი და გალისია.
 
ალფონსომ ისარგებლა იმით, რომ სევილიის ემირი [[ალ-მუტამიდი]] გარსიას ეხმარებოდა, და ომი გამოუცხადა მას. ემირმა ქრისტიანთა შემოსევა თავიდან დიდი ხარკის გადახდით აიცილა. [[1082]] წელს ალფონსომ მუსულმანებს ბრალი დასდო ხარკის დაგვიანებაში და ალყა შემოარტყა სევილიას, რომელიც 3 დღე გაგრძელდა. ცოტა ხნის შემდეგ ტოლედოელებმა ქალაქიდან გააგდეს ემირი [[ალ-კადირი]]. [[1084]] წელს ალფონსომ მას დაუბუნა ტოლედო, რის სანაცვლოდაც გაუზარდა ხარკი და რამდენიმე ციხესიმაგრე მოსთხოვა. შემდეგ წელს ალფონსო დიდძალი ლაშქრით ტოლედოს მიადგა. ხანმოკლე ალყის შემდეგ აკ-კადირი დანებდა. [[1085]] წლის [[25 მარტი|25 მარტს]] ალფონსო საზეიმოდ შევიდა [[ვესტგუთები]]ს ძველ დედაქალაქში.
 
ალფონსოს წარმატებებით შეშინებულმა ემირებმა დახმარება სთხოვეს აფრიკელი [[ალმორავიდები]]ს მეთაურს [[იუსუფი|იუსუფს]]. [[1086]] წლის ოქტომბერში, [[სილაკასთან ბრძოლა]]ში, მან სასტიკად დაამარცხა ალფონსო. ქრისტიანებს ძალიან დიდი დანაკარგები ჰქონდათ. [[1090]] წელს ალმორავიდებმა კასტილიელები აიძულეს დაეტოვებინათ ტოლედო. [[1108]] წელს იუსუფის ვაჟმა ალიმ დაამარცხა კასტილიელები [[უკლესის ბრძოლა]]ში. ამ ბრძოლაში დაიღუპა სანჩო, ალფონსოს ერთადერთი ვაჟი. ამ დანაკარგმა ისე იმოქმედა მეფეზე, რომ იგი ავად გახდა და მალე გარდაიცვალა.