ედვარდ ჰეილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} ედუარდ ჰეილი ამერიკელ ედუარდ ჰეილს (1822-1909) მწერლისათ...
 
No edit summary
ხაზი 2:
[[ედუარდ ჰეილი]]
ამერიკელ ედუარდ ჰეილს ([[1822]]-[[1909]]) მწერლისათვის საკმაოდ იშვიათი პროფესია ჰქონდა - [[სასულიერო პირი]] იყო. [[XX]] საუკუნის დამდეგს, რამდენიმე წლის განმავლობაში, იგი მოღვაწეობდა [[აშშ]]-ის სენატის კაპელანად. ერთხელ ჰკითხეს: "დოქტორ ჰეილ, თქვენ ლოცულობთ სენატისათვის?" ჰეილმა უპასუხა: "არა, მე ვუყურებ სენატორებს და ვლოცულობ ხალხისთვის".
 
ჰეილი წერდა მოთხრობებს, ესეებს, მემუარებს. იყო გულისხმიერი და გონიერი კრიტიკოსი - პირველად გამოეხმაურა გულთბილად [[უოლტ უიტმენი]]-ს წიგნს "[[ბალახის ფოთლები]]". ჰეილის მწერლური თვითმყოფადობა მკაფიოდ გამოვლინდა მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებში "[[უსამშობლო კაცი]]", რომელიც მან [[1863]] წლის ზაფხულში (სამოქალაქო ომის დროს) დაწერა და იმავე წლის ბოლოს ჟურნალ "[[ატლანტიკ მანსლის]]" ფურცლებზე გამოაქვეყნა. რა არის სამშობლოს მოწყვეტილი კაცის ცხოვრება? რა ფასი აქვს თავისუფლებას სამშობლოს გარეშე? - ეს მწვავე და მარადიული თემაა მხატვრულად დამუშავებული ამ მოთხრობაში. "უსამშობლო კაცში" აღწერილია ამერიკელი ოფიცრის ტრაგიკული ბედი, ბედი ფილიპ ნოლანისა, რომელმაც ახალგაზრდობაში წარმოთქვა საბედისწერო სიტყვები: "ეშმაკმა დასწყევლოს თქვენი შეერთებული შტატები!..", ამის გამო უსამშობლოოდ ყოფნა მიესაჯა და ამ სასჯელმა მრავალი წლის მერე ათქმევინა: "ადამიანთა მიღმა... ოფიცრებს მიღმა, მთავრობის მიღმა და მთელი ხალხის მიღმაც არის თვით სამშობლო, შენი სამშობლო და შენ მისი შვილი ხარ, ისევე როგორც შენი მშობელი დედისა და ისევე ეკუთვნი მას, როგორც დედას".
 
ფილიპ ნოლანი მალე იქცა ეროვნულ მითად. [[უოლტერ დემროშ]]მა ამ მოთხრობის მიხედვით შექმნა [[ოპერა]], რომელიც [[1937]] წელს ნიუ-იორკში, "მეტროპოლიტენ ოპერის" სცენაზე, დაიდგა.
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედვარდ_ჰეილი“-დან