პეტრე ოცხელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
==ბიოგრაფია==
დაიბადა ცნობილი ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახში. [[ოცხელი, იოსებ|იოსებ ოცხელი]] იყო პეტრეს ბიძა.
 
1914 წელს ოჯახი გადასახლდა მოსკოვში, სადაც პეტრეს მამამ კავკასიური მაუდის ფაბრიკა გახსნა. ბავშვები ფრანგულ სასწავლებელში მიაბარეს. პეტრე ოცხელის მამა შეძლებული ადამიანი იყო, იგი ხშირად უწევდა დახმარებას საქართველოდან ჩამოსულ ახალგაზრდებს. ოცხელების ოჯახში, რომელიც სტუმართმოყვარებით გამოირჩეოდა, თავს იყრიდა საინტერესო საზოგადოება, სრულდებოდა მუსიკალური ნაწარმოებები, ნაწყვეტები ოპერებიდან, იდგმებოდა სპექტაკლები.<ref name="kult">[http://www.culture.gov.ge/News/1907-წლის-8-ოქტომბერს-დაიბადა-პეტრე-ოცხელი.aspx 1907 წლის 8 ოქტომბერს დაიბადა პეტრე ოცხელი, საქართველოს კულტურის სამინისტრო, 7 ოქტომბერი 2014]</ref>
 
პეტრე მხოლოდ შვიდი წლის იყო, როდესაც ოჯახი მოსკოვში დამკვიდრდა, მაგრამ ბავშვზე ამგვარი გარემო გარკვეულ კვალს ტოვებდა. მხატვრის დედას ხშირად დაჰყავდა შვილები თეატრში, სადაც ბავშვები მთელ ლოჟას იკავებდნენ და დიდი გულისყურით ადევნებდნენ თვალს სპექტაკლს. მხატვრის და ნინო იგონებდა დედის სიტყვებს, რომ პატარა პეტრე ნანახი სპექტაკლების ჩანახატებს ასრულებდა.<ref name="kult" />
 
ხშირად ძმები ერთმანეთს ეხმარებოდნენ - უმცროსი ძმა, ლეო მუყაოსგან ფიგურებს ჭრიდა, ხოლო პეტრე აფერადებდა მათ, შემდეგ კი ნაწილების ერთმანეთზე დამაგრების შედეგად მოძრავ ფიგურებს ქმნიდნენ<ref name="kult" />. საბავშვო სპექტაკლებს პეტრე აფორმებდა, დეკორაციების მოხატვაში სხვები ეხმარებოდნენ. ბავშვების ძალებით დადგმული სპექტაკლებია „კურდღლის საცოლე“ და „ღამე ტყეში“ (1916-1917წ.)<ref name="kult" />.
 
1920 წელს მთელი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა და თბილისში დასახლდა. მატერიალური მდგომარეობის გამო, მამამ გადაწყვიტა გადაეყვანა ოჯახი ქუთაისში, სადაც მას ახლო ნათესავები ჰყავდა და საკუთარი სახლი ჰქონდა. ამაზე მცირე ხნით ადრე მეუღლე გარდაეცვალა და ბავშვებზე ზრუნვის მთელი სიმძიმე უფროს დას ნინოს დააწვა<ref name="kult" />.
 
[[1920]]-იდან ქუთაისის რეალურ სასწავლებელში სწავლის პარალელურად მეცადინეობდა სასწავლებელთან არსებულ მცირე სახელოსნო-სტუდიაში. [[1927]]-[[1928]] წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. [[1927]] ოცხელმა თბილისის მუშათა თეატრში გააფორმა [[ანატოლი ლუნაჩარსკი]]ს „ცეცხლის გამჩაღებლები“. [[1928]] წლის [[კოტე მარჯანიშვილი|კოტე მარჯანიშვილმა]] იგი ქუთაისის ქართული დრამის სახელმწიფო თეატრში მიიწვია, სადაც ოცხელმა გააფორმა [[შალვა დადიანი]]ს „[[კაკალ გულში]]“ ([[1928]]) და [[კარლ გუცკოვი]]ს „[[ურიელ აკოსტა]]“ ([[1929]]).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრე_ოცხელი“-დან