პეტრე ოცხელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 29:
დაიბადა ცნობილი ქუთაისელი კათოლიკეების ოჯახში. [[ოცხელი, იოსებ|იოსებ ოცხელი]] იყო პეტრეს ბიძა.
 
[[1920]]-იდან ქუთაისის რეალურ სასწავლებელში სწავლის პარალელურად მეცადინეობდა სასწავლებელთან არსებულ მცირე სახელოსნო-სტუდიაში. [[1927]]-[[1928]] წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. [[1927]] ოცხელმა თბილისის მუშათა თეატრში გააფორმა [[ანატოლი ლუნაჩარსკი]]ს „ცეცხლის გამჩაღებლები“. [[1928]] წლის [[კოტე მარჯანიშვილი|კოტე მარჯანიშვილმა]] იგი ქუთაისის ქართული დრამის სახელმწიფო თეატრში მიიწვია, სადაც ოცხელმა გააფორმა [[შალვა დადიანი]]ს „კაკალ„[[კაკალ გულში“გულში]]“ ([[1928]]) და [[კარლ გუცკოვი]]ს „ურიელ„[[ურიელ აკოსტა“აკოსტა]]“ ([[1929]]).
 
[[1930]]-იან წლებში ოცხელმა ქუთაისის დრამის ტეატრში გააფორმა [[პერსი ბიშ შელი]]ს „ბეატრიჩე ჩენჩი“ ([[1930]]), [[ნიკოლოზ პოგოდინი]]ს „ფოლადის პოემა“ ([[1931]]), [[კარლო კალაძე|კარლო კალაძის]] „ხატიჯე“ ([[1930]]), [[გერცელ ბააზოვი]]ს „მუნჯები„[[მუნჯები ალაპარაკდნენ“ალაპარაკდნენ]]“ ([[1932]]), [[უილიამ შექსპირი]]ს „ოტელო“ ([[1933]]).
 
[[1931]] წელს კოტე მარჯანიშვილმა [[მოსკოვის]] კორშის თეატრში დადგა [[ჰენრიკ იბსენი]]ს „მშენებელი„[[მშენებელი სოლნესი“სოლნესი]]“. სპექტაკლის გასაფორმებლად რეჟისორმა ოცხელი მიიწვია. სპექტაკლის მხატვრობას უდიდესი წარმატება ხვდა. [[1936]]-[[1937]] ოცხელმა მოსკოვის მცირე თეატრში გააფორმა [[ფრიდრიხ შილერი]]ს „ვერაგობა„[[ვერაგობა და სიყვარული“სიყვარული]]“ და [[ვიქტორ გუსევი]]ს „დიდება“, ამავე თეატრის ფილიალში — [[ლოპე დე ვეგა]]ს „ცხვრის„[[ცხვრის წყარო“წყარო]]“.
 
[[1939]] წელს [[ლონდონი|ლონდონში]], თეატრის მხატვართა გამოფენაზე, ოცხელის ესკიზები ოქროს დიდი მედლით დააჯილდოვეს. [[1937]] [[კონსტანტინე სტანისლავსკი]]ს მიერ მოწყობილ [[ჯუზეპე ვერდი]]ს „რიგოლეტოს“„[[რიგოლეტო]]ს“ დადგმის კონკურსზე ოცხელის ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა. მხატვარმა თეატრში მხოლოდ ცხრა სეზონის განმავლობაში იმუშავა, მაგრამ მოკლე დროში შექმნა ნაწარმოებები, რომელთაც არსებითი როლი შეასრულეს ქართული თეატრის მკაფიოდ თავისებური სახის შექმნაში.
 
1937 წლის 21 სექტემბერს პეტრე ოცხელი დააპატიმრეს, დახვრეტა მიუსაჯეს, როგორც „კონტრრევოლუციური, ტროცკისტული, ნაციონალისტური ორგანიზაციის წევრს“ და ამავე წლის 2 დეკემბერს დახვრიტეს<ref name="Wells">Wells (2002), ''Shakespeare Survey: Volume 48, Shakespeare and Cultural Exchange'', p. 189. [[Cambridge University Press]], ISBN 0-521-52387-7</ref><ref>Rubin, Don ''et al.'' (1994), ''The World Encyclopedia of Contemporary Theatre'', p. 335. Taylor & Francis, ISBN 0-415-05928-3.</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პეტრე_ოცხელი“-დან