ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა წიგნი | სახელწოდება = ოცნებობენ ანდროიდები ელე...
(განსხვავება არ არის)

14:56, 21 აპრილი 2017-ის ვერსია

ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე? (ინგლ. Do Androids Dream of Electric Sheep?) — ამერიკელი მწერლის, ფილიპ დიკის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის რომანი. პირველად 1968 წელს გამოსცა გამომცემლობა "Doubleday"-მ.

„ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?“
Do Androids Dream of Electric Sheep?

ავტორი ფილიპ დიკი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ჟანრი რომანი
გამომცემელი Doubleday (გამომცემლობა)
გამოცემის თარიღი 1968
მთარგმნელი გურამ ღონღაძე
ქართულად გამოიცა 2015
oclc 34818133
მომდევნო Blade Runner 2: The Edge of Human

ნაწარმოები ქართულ ენაზე პირველად 2015 წელს, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“-მ გამოსცა, მთარგმნელი კი გურამ ღონღაძე იყო.

სიუჟეტი

მოქმედება მომავალში ხდება. მესამე მსოფლიო ომი უკვე მომხდარია. ადამიანებმა დაიწყეს მიგრაცია მარსზე. დედამიწაზე მხოლოდ მათი მცირე ნაწილია დარჩენილი. ტექნიკა უკვე იმდენადაა განვითარებული, რომ ადამიანებს აქვთ „განწყობის მოდულატორი“ და ნებისმიერ დროს შეუძლიათ დადგნენ სასურველ ხასიათზე, შინაური ცხოველების აბსოლიტური უმეტესობა ელექტრონულია. მოქმედება სან-ფრანცისკოში ხდება. ნაწარმოების მთავარი გმირია რიკ დეკარდი, რომელიც დასდევს ადამიანის მაგვარ რობოტ ანდროიდებს და კლავს (წყობიდან გამოყავს) მათ. ანდროიდები ადამიანებისთვის დიდი საფრთხის შემცვლელნი არიან, მაგრამ ამავდროულად, მათი ჩვეულებრივი ადამიანისგან გარჩევა ძალიან რთულია. ერთადერთი რაც მათ განასხვავებს არის თანაგრძნობის უნარი, რაც ანდროიდებს არ შეუძლიათ.

რიკ დეკარდს ჰყავს ელექტრონული ცხვარი და ოცნებობს, რომ ნამდვილი ცხოველიც ჰყავდეს, მაგრამ ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ იგი რამდენიმე ანდროიდის წყობიდან გამოყვანას მოახერხებს, ის დააგროვებს ნამდვილი ცხოველის შესაძენ ფულს. მისი მთავარი კონკურენტი ყველაზე გამოცდილი ანდროიდებზე მონადირე დეივ ჰოლდენია, მაგრამ დეივს ანდროიდი დაჭრის, მას საავადმყოფოში აწვევენ და ვეღარ ახერხებს ანდროიდების მოკვლას. ეს შემთხვევა რიკისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ წყობიდან გამოიყვანოს სან-ფრანცისკოში მყოფი ანდროიდიები და აიხდინოს უცნება, თუმცა ეს მრავალ სიძნელესთან ასოცირდება.

რესურსები ინტერნეტში