ძილის პარალიზი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
No edit summary
==ნიშნები და სიმპტომები==
 
ძილის პარალიზის დროს ხშირია ზმუილის, სისინის და ზუზუნის ხმები, ასევე გამოგონილი ხმები, ვინმეს საუბარი, ჩურჩული, ღრიალი. ამ ხმებს თან ახლავს ძლიერი ემოციები, როგორებიცაა შიში და პანიკა. ზოგიერთებს ასევე ჰქონიათ შეგრძნება, თითქოს დაფრინავდნენ ან ვიღაც საწოლიდან ათრევდათათრევდა.
 
ხშირად, ძილის პარალიზის დროს, ტვინი ქმნის რეალისტურ ჰალუცინაციებს, მაგალითად რამე ბნელი ფიგურის შემოსვლა ოთახში, ან მისი გამოჩენა ფანჯრის მიღმა, ასევე წარმოსახული არაამქვეყნიური არსების მიერ შეშინება ან გაგუდვა, რომელსაც ახასიათებს მკერდზე დაწოლის, სიმძიმის შეგრძნება და სუნთქვის გაძნელება. ეს ჰალუცინაციები ძილის პარალიზის პერიოდში იწვევს ბევრ ფსიქოლოგიურ სიმპტომს, რომელიც ააქტიურებს ადამიანის გადარჩენის ინსტიქტს, ანუ შებრძოლების ან გაქცევის ინსტიქტს, თუმცა უშედეგოდ, რადგან მოძრაობა არ შეუძლია.