საერთაშორისო უსაფრთხოება: განსხვავება გადახედვებს შორის

[[ფაილი:WTCgroundzero.jpg|220px|მინიატიურა|ტერაქტის შედეგი]]
'''საერთაშორისო [[უსაფრთხოება]]''' — სხვადასხვა ზომებისა და ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს დედმიწაზე ერთობლივ ცხოვრებასა და უსაფრთხოებას. იგი მიღებულია სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების (მაგ: [[გაერო]]) მიერ უსაფრთხოების მიზნით და ჩართულია სამხედრო მოქმედებებსა და დიპლომატიურ შეთანხმებებში მოლაპარაკებებისა და კონვენციების სახით. საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოება უცვლელ კავშირშია ერთმანეთთან. საერთაშორისო უსაფრთხოება არის სახელმწიფოთა უსაფრთხოება ანუ იგივე ეროვნული უსაფრთხოება მსოფლიო დონეზე. [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დამთავრებისთანავე გაჩნდა საერთაშორისო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კვლევების საჭიროება. თავდაპირველად ის ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი კვლევითი დარგი. აღნიშნული სფერო მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა "უსაფრთხოების კვლევები", "სტრატეგიული კვლევები", "სამშვიდობო კვლევები" და სხვ.
 
ტერმინი „უსაფრთხოება“„[[უსაფრთხოება]]“ ხშირად განიხილება, როგორც ზოგადი სახელწოდება, რომელიც შეიძლება გავიგოთ, როგორც „არაღიარებული კონსენსუსი“. წლების მანძილზე ტერმინის შინაარსი გაფართოვდა და დღეისათვის, ის მოიცავს ერთმანეთთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებს მსოფლიოში, რომელიც გავლენას ახდენს სიცოცხლეზე. საერთაშორისო უსაფრთხოებაში იგულისხმება ჩვეულებრივი სამხედრო ძალის რეჟიმი, სახელმწიფოებს შორის ომის მიზეზები და შედეგები, ეკონომიკური სიძლიერე, ეთნიკური, რელიგიური და იდეოლოგიური კონფლიქტები, სავაჭრო და ეკონომიკური კონფლიქტები, ენერგორესურსების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, სასურსათო და სხვა საფრთხეები ადამიანის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ქვეყნების გარემოს დაცვის, ინფექციური დაავადებების გაუვრცელებლობის, კლიმატის ცვლილების და არასახელმწიფო სექტორების საქმიანობა.
 
== უსაფრთხოების კონცეფცია საერთაშორისო დონეზე ==
ნაიფ ალ–როდჰანის თქმით, სახელმწიფოების, კულტურული ჯგუფების და ცივილიზაციების მშვიდობიანი თანაარსებობისათვის აუცილებელია აღნიშნული მრავალმხრივი უსაფრთხოების ხუთივე ზომის დაცვა, რათა სამართლიანი და მდგრადი გლობალური უსაფრთხოება არსებობდეს მსოფლიოში.
 
== [[უსაფრთხოება]] ==
 
უსაფრთხოების ტრადიციული პარადიგმა ეხება რეალისტურ კონსტრუქციას, რომელშიც უსაფრთხოების ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფო. ამ თეორიამ განვითარების პიკს მიაღწია "[[ცივი ომი]]ს" პერიოდში. თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე მსოფლიოს უძლიერესმა სახელმწიფოებმა საკუთარი ხალხის სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება ძალთა ბალანსის წყალობით შეინარჩუნეს. ტრადიციული უსაფრთხოება ეყრდნობოდა ორ [[ზესახელმწიფო]]ს — [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირს]] და [[აშშ]]ს შორის არსებულ სამხედრო პოტენციალს, ეროვნულ ინტერესებს და აბსოლიტურ სუვერენიტეტს. ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო სტაბილურობა ეყრდნობოდა გზავნილს, რომ თუ სახელმწიფოთა შორის უშიშროება შენარჩუნებულია, მაშინ მოქალაქეების უსაფრთხოებაც დაცულია. უსაფრთხოება განიხილებოდა, როგორც ქვეყანაში შეჭრისაგან თავდაცვა.
93

რედაქტირება