რომის პროვინციები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Roman Empire map.gif|300px|მინიატიურა|რომის იმპერიის ტერიტორიული ცვლილებები დროის მიხედვით]]
'''რომის პროვინციები''' — [[იტალია|იტალიის]] ფარგლებს გარეთ მდებარე [[რომის იმპერია|რომის]] ხელქვეითი ტერიტორია, რომელსაც საგანგებო მოხელე მართავდა. პირველი რომის პროვინციები იყო კუნძლებიკუნძულები: [[სიცილია (რომის პროვინცია)|სიცილია]] ([[ძვ. წ. 241]] წლიდან), [[კორსიკა და სარდინია]] ([[ძვ. წ. 227]] წლიდან). რესპუბლიკის ხანის მიწურულისათვის მათი რიცხვი ოცამდე გაიზარდა. გადასახადების ამკრებნი ძარცვვდნენ რომის პროვინციის მოსახლეობას, რომლის ნაწილი მონებადაც იყიდებოდა. ხდებოდა პროვინციების იძულებითი რომანიზაცია.
 
რომის პროვინციების მმართველებად ყოველწლიურად იგზავნებოდნენ პროკონსულები და პროპრეტორები, რომლებიც უკონტროლოდ მართავდნენ მათ. პროვნციათა ზედაფენის რომთან დაკავშირების მიზნით [[იულიუს კეისარი|იულიუს კეისარმა]] დაიწყო მათთვის რომის მოქალაქეობის ან ლათინური მოქალაქეობის მინიჭება, მათი სენატში შეყვანა და გადასახადის ამკრებთა თვითნებობის შეზღუდვა ([[ძვ. წ. 59]] წლის კანონი გამომძალველთა შესახებ). ავგუსტუსმა რომის პროვინციები დაყო ([[ძვ. წ. 27]] წელი) სენატისეულ და საიმპერატორო პროვინციებად, რომელთაგან უკანასკნელნი ძირითადად საზღვრისპირა პროვინციები იყო და მათ იმპერატორის მიერ დანიშნული მოხელეები, პროკურატორები, მართავდნენ, არსებითად კი ყველა პროვინცია საიმპერატორო კონტროლს დაექვემდებარა.