ელენე ახვლედიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 21:
| ჯილდოები =
}}
[[File:Helene Akhvlediani Statue, Tbilisi.jpg|thumb|Helene Akhvlediani Statue, Tbilisi]]
 
'''ელენე დიმიტრის ასული ახვლედიანი''' (დ. [[5 აპრილი]]/[[18 აპრილი]], [[1901]], [[თელავი]] — გ. [[30 დეკემბერი]], [[1975]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1960). [[რუსთაველის პრემია|რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის]] ლაურეატი ([[1971]]).
 
ხაზი 31:
ახვლედიანმა დიდი ამაგი დასდო ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა [[1928]]-იდან დაიწყო [[მარჯანიშვილის თეატრი|კ. მარჯანიშვილის თეატრში]] ([[ქუთაისი]]) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 [[სპექტაკლი]], როგორც [[თბილისი]]ს და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.
 
აღსანიშნავია [[ზაქარია ფალიაშვილი|ზ. ფალიაშვილის]] „აბესალომ და ეთერი“ ([[1942]]-[[1943]], [[თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი]]), [[ზურაბ ანტონოვი|ზ. ანტონოვის]] „მზის დაბნელება საქართველოში“ ([[1932]]-[[1933]], კ. მარჯანიშვილის თეატრი), [[ჯაკომო პუჩინი|ჯ. პუჩინის]] „ბოჰემა“ ([[1944]]-[[1945]], მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის საოპერო სტუდია), [[ჯუზეპე ვერდი|ჯ. ვერდის]] „[[ბალ-მასკარადი]]“ ([[1955]]-[[1956]], კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი) და სხვა. ახვლედიანი ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც. მას ეკუთვნის [[ვაჟა-ფშაველა]]ს მოთხრობებისა და პოემების, [[მარკ ტვენი]]ს „ტომ სოიერის თავგადასავალი“, [[ჰენრი ლონგფელო|ჰ. ლონგფელოს]] „ჰაიავათას სიმღერის“, [[ვიქტორ ჰიუგო|ვ. ჰიუგოს]] რომანის „კაცი, რომელიც იცინის“, დ. კასრაძის ზღაპრის „ქალ-პეპელას“ ილუსტრაციები. მის სახელს ატარებს თბილისის [[ბავშვთა სურათების გალერეა]]. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.<ref>http://imedi.fm/archives/44495</ref>
 
დაკრძალულია [[პანთეონი (დიდუბე)|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].