დავით კაპანაძე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ 5.152.32.11-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Surprizi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია |
|||
ხაზი 1:
{{მმ*|კაპანაძე (მრავალმნიშვნელოვანი)}}
'''დავით გიორგის ძე კაპანაძე''' (დ. 15 აპრილი, [[1898]], [[თბილისი]] — გ. [[7 მარტი]], [[1971]], იქვე) — [[ქართველები|ქართველი]] მეცნიერი, ნუმიზმატი.
==ბიოგრაფია==
დაამთავრა გორის კლასიკური გიმნაზია. აქვე ჩაენერგა ისტორიის სიყვარული, დაიწყო ძველი ნივთების, განსაკუთრებით ფულების შეგროვება. ბავშვობის ეს გატაცება დ. კაპანაძემ ცხოვრებისეულ საქმედ აქცია და ნუმიზმატიკის დარგში გახდა ავტორიტეტული სპეციალისტი.
[[1937]] წელს დ. კაპანაძე, როგორც უკვე გამოცდილი ნუმიზმატი, მიიწვიეს დმანისის, გეგუთის, მცხეთის გუდარეხის და ბიჭვინთის ექსპედიციებში. [[1939]] წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნუმიზმატიკის კაბინეტში, [[1959]] წლიდან კი განაგებს ამავე განყოფილებას, რომელიც მეცნიერმა გაამდიდრა უსასყიდლოდ გადაცემული საკუთარი კოლექციით.
[[1950]] წელს დ. კაპანაძემ გამოაქვეყნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი „ქართული ნუმიზმატიკა“, რომელშიც განხილულია ქართული ფულის 2500-წლოვანი ისტორია. [[1955]] წელს იგი შევსებული და გადამუშავებული სახით გამოიცა მოსკოვში.
დ. კაპანაძეს არ ჰქონდა მიღებული უმაღლესი განათლება, მაგრამ საქმის სიყვარულმა და რუდუნებამ მაღალპროფესიონალ ავტორიტეტად აქცია. მას ნება დართეს [[1948]] წელს დაეცვა საკანდიდატო, ხოლო [[1957]] წელს სადოქტორო დიერტაციები. მის კალამს ეკუთვნის 70-მდე მეცნიერული ნაშრომი.
წლების მანძილზე დ. კაპანაძე ლექციების კურსს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. [[1968]] წელს ღვაწლმოსილ პროფესორს მიენიჭა საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით.
დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში]].
==ლიტერატურა==
* ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
{{DEFAULTSORT:კაპანაძე, დავით}}
|