დანიელ ჭონქაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მწერალი}}
'''დანიელ გიორგის ძე ჭონქაძე''' (დ. [[18 მარტი]], [[1830]], [[ყვავილი (დუშეთის რაიონი)|ყვავილი]], [[დუშეთის რაიონი]] — გ. [[16 ივლისი]], [[1860]], [[თბილისი]]) — ქართველი [[მწერალი]].
 
დანიელის მამა გიორგი, შთამომავლობით გლეხი, მღვდელი იყო. როგორც სასულიერო პირი, ის მისიონერად გაამწესეს ოსეთში. მოვალეობის შესრულების დროს, 1846 წელს, მას თავს დაესხა ბრბო და მოკლა. პატარა დანიელი სოფელში თავისი დედის – მელანიას მზრუნველობოთ იზრდებოდა. იაკობ გოგებაშვილი, რომელიც [[თბილისის სასულიერო სემინარია]]ში დანიელ ჭონქაძის მოწაფე იყო, თავის მოგონებაში აღნიშნავს, რომ დუშეთის მაზრაში დანიელს მამისგან დატოვებული სახლი და მამული ჰქონდა, რომლითაც მწერალი სიკვდილამდე სარგებლობდა; ზაფხულს იგი თითქმის ყოველთვის სოფელ ყვავილში ატარებდა. ეს ორსართულიანი სახლი სოფელში ახლაც დაცულია. საერო სასწავლებელი [[1845]] წელს დაამთავრა. ამავე წელს დანიელ ჭონქაძემ სწავლა განაგრძო [[თბილისის სასულიერო სემინარია]]ში, სადაც კარგ მოსწავლედ ითვლებოდა. სემინარიის მაშინდელი ხემძღვანელობა მას ახასიათებს, როგორც კეთილსა და ნიჭიერ მოწაფეს. თბილისის სემინარია დანიელმა წარჩინებით დაამთავრა და მალე კავკასიის სასულიერო (ქ. [[სტავროპოლი]]) დანიშნეს ოსური ენის მასწავლებლად. შემდეგ, თანახმად პირადი თხოვნისა, დანიელი გადმოიყვანეს თბილისის სასულიერო სემინარიაში იმავე საგნის მასწავლებლად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დანიელ_ჭონქაძე“-დან