ნერვული სისტემა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 11:
 
== მოგრძო ტვინი და ხიდი ==
მოგრძო ტვინი და ხიდი ზურგის ტვინის უშუალო გაგრძელებაა და რეფლექსურ და გამტარ ფუნქციებს ასრულებენ. მოგრძო ტვინის და ხიდის ბირთვები არეგულირებენ: საჭმლის მონელებას, სუნთქვას, ვაზო-მოტორულ აქტივობას, გულის მუშაობას. შესაბამისად მისი დაზიანება სიცოცხლისთვის საშიშია. მოგრძო ტვინის და ხიდის ბირთვების საშუალებით ხორციელდება ღეჭვის, ყლაპვის, წოვის, გულისრევის, ცემინებისა და ხველის რეფლექსები.
 
==ნათხემი==
მისი ზედაპირი წარმოდგენილია რუხი ნივთიერებით, ხოლო შიგნით თეთრ ნივთიერებაში რუხი ნივთიერება გროვების სახით გვხვდება. ნათხემი არეგულირებს მოძრაობის აქტს. როცა ნათხემის ნორმალური მუშაობა ირღვევა, ადამიანი ზუსტი მოძრაობის უნარს კარგავს. ნათხემი შედგება ორი ჰემისფეროსაგან და ჭიისაგან. ნათხემის ჰემისფეროებში მოთავსებულია კიდურების კოორდინაციის, ხოლო ჭიაში ტორსის კოორდინაციის ცენტრი. ნათხემის დაზიანებისას ვითარდება სხეულის კოორდინაციის უნარის დარღვევა – ატაქსია. ატაქსია არის სამი სახის: