ვენის ალყა (1683): განსხვავება გადახედვებს შორის

[[სულეიმან I]]-ის გარდაცვალების შემდგომ, ოსმალეთის იმპერიის გაძლიერება მნიშვნელოვნად შეფერხდა. [[1606]] წელს დადებული [[ჟიტვატოროკის ზავი]]ს შედეგად კი, [[საღვთო რომის იმპერია]]მ საბოლოოდ დააღწია თავი ყოველწლიური ხარკის გადახდას. მიუხედავად ამისა, ოსმალებმა მაინც შეძლეს მოძლიერება. [[1656]] წელს დიდი ვეზირი გახდა [[ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა]], რითაც ბოლო მოეღო [[ქალთა სულთანატი|ქალთა სულთანატს]], რაც იმპერიაში თითქმის ყველა არეულობის მთავარი მიზეზი იყო. [[1669]] წელს ოსმალებმა გამარჯვებით დაასრულეს [[კრეტის ომი]] და კუნძული დაიპყრეს. [[1672]]-[[1676]] წლებში მიმდინარე ომში, რომელსაც სულთანი [[მეჰმედ IV]] მეთაურობდა, დაამარცხეს [[პოლონეთი]] და უკრაინის ნაწილს და პოდოლიას დაეუფლნენ.
 
[[1676]] წლის [[3 ნოემბერი|3 ნოემბერს]] იმპერიის დიდი ვეზირის პოსტს იკავებს [[ქარა მუსტაფა-ფაშა]], რომელიც ჭკვიანი, თუმცა ზედმეტად ამბიციური პოლიტიკოსი იყო. [[ვენა|ვენის]] დაპყრობაც სწორედ მისი ოცნება იყო. [[1683]] წელს ფაშა ვენის დასაპყრობად გაემართა. იმ პერიოდში, ოსმალეთის იმპერია საკუთარი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდ ფართობზე იყო გადაჭიმული. ავსტრიელთა საბედნიეროდ, მათ ალყამდე ცოტა ხნით ადრე პოლონეთთან გააფორმეს ალიანსი, რამაც საბოლოოდ, [[ვენა]] გადაარჩინა.
 
== ალყა ==