ვენის ალყა (1683): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ბოლო შეტევის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ქრისტიანულ ძალებს უკვე მოგებული ჰქონდათ ბრძოლა. მათ მოახერხეს და გადაარჩინეს [[ვენა]]. ცნობილია, რომ იან სობესკიმ გამარჯვების შემდეგ [[იულიუს კეისარი]]ს ცნობილი სიტყვების ოდნავ შეცვლილი ვარიანტი წარმოთქვა:''"Veni, vidi, Deus vicit''" („მიველ, ვნახე, ღმერთმა გაიმარჯვა“).
 
== შედეგები ==
ვენის ალყის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, განრისხებულმა [[მეჰმედ IV]]-მ [[ქარა მუსტაფა-ფაშა]] [[ბელგრადი|ბელგრადში]] სიკვდილით დასაჯა. საბოლოოდ, ვენის უშედეგო ალყა ოსმალეთის ცენტრალური ევროპიდან განდევნის პროცესის დასაწყისი აღმოჩნდა. ამ მოვლენით დაიწყო [[დიდი თურქული ომი]]. ერთი წლის შემდეგ, რომის პაპის ინიციატივით შეიქმნა „საღვთო ლიგა“, ანტიოსმალური კოალიცია. მასში [[ვენეციის რესპუბლიკა|ვენეცია]], [[საღვთო რომის იმპერია]] და [[პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა|პოლონეთი]] გაერთიანდნენ. [[1686]] წელს მათ [[რუსეთის სამეფო]]ც შეუერთდა.
 
ოსმალეთის იმპერია „საღვთო ლიგის“ წინააღმდეგ ბრძოლაში უძლური აღმოჩნდა. გაერთიანებულმა ქრისტიანულმა ძალებმა მოახერხეს და ოსმალთაგან გაათავისუფლეს უმნიშვნელოვანესი ქალაქები — [[1686]] წელს [[ბუდა]], [[1688]] წელს [[ბელგრადი]]. [[მოჰაჩის ბრძოლა (1687)|მოჰაჩის ბრძოლის]] შედეგად გაათავისუფლეს [[უნგრეთი]]. დიდ თურქულ ომში ოსმალეთის იმპერიამ სულ რამდენიმე უმნიშნვნელო გამარჯვება მოიპოვა. [[1697]] წელს გამართულ [[ზენტის ბრძოლა]]ში „საღვთო ლიგის“ წევრებმა აბსოლიტური გამარჯვება მოიპოვეს. ამ ბრძოლაში მარცხმა საბოლოოდ აიძულა ოსმალები დათმობაზე წასულიყვნენ. [[1699]] წელს კარლოვიცის კონგრესზე დაიდო [[კარლოვიცის ზავი|ზავი]], რომლითაც ოსმალებმა [[ავსტრია]]ს უნგრეთი, პოლონეთს პოდოლია და უკრაინის ნაწილი, ხოლო რუსეთს აზოვი დაუთმო. სწორედ ამ ზავით დაიწყო ოსმალეთის იმპერიის დაქვეითება.
 
== ლიტერატურა ==