ვენის ალყა (1683): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 58:
გადამწყვეტი ბრძოლა [[ოსმალეთის იმპერია]]სა და გაერთიანებულ ქრისტიანულ ძალებს შორის გაიმართა [[12 სექტემბერი|12 სექტემბერს]]. პირველი შეტევა ოსმალებმა განახორციელეს დილის 4 საათზე, სანამ არმიები ბოლომდე მზად იქნებოდნენ საბრძოლველად. პირველი საპასუხი შეტევა გერმანელებმა განახორციელეს. კარლ ლოთარანგიელმა, იმპერიის არმიით მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლა, ხოლო სხვა საღვთო რომის იმპერიის არმიამ ცენტრში შემოიწია. მძიმე ბრძოლებისა და ოსმალების მძლავრი კონტრშეტევების მიუხედავად, შუადღისთვის გაერთიანებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს, განსაკუთრებით გამაგრდნენ სოფელ ნუსდორფში და ჰელიგენშტადში.
 
დღის მეორე ნახევარში ბრძოლა ველის მეორე მხარეს გაჩაღდა, რადგან პოლონეთის არმიამ შეტევა ოსმალეთის ჯარის მარჯვენა ფლანგზე განახორციელა. მიუხედავად მოწინააღმდეგის უპირატესობისა, ოსმალები მაინც თავდაუზოგავად ცდილობდნენ ქალაქში შესაღწევად გზის გაკაფვას, ეს კი უპირატესობას ისევდაისევ სობესკის და კარლ ლოთარანგიელს აძლევდა. 4 საათისთვისმალევე, გაერთიანებულმა ძალებმა დაიკავეს სოფელი გერშტოფი, რომელიც მათი შეიარაღების ბაზად გამოიყენეს. ოსმალები უკვე უიმედო მდგომარეობაში იყვნენ, ამიტომ იანმა და კარლმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ განეხორციელებინათ საბოლოო შეტევა და გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის არმია.
 
გაერთიანებულმა ქრისტიანულმა არმიამ ოსმალთა მარცხენა ფლანგზე შეტევა 4-ის ნახევრისთვის განაახლა. თავდაპირველად, ოსმალებმა მათ სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს და აიძულეს, შეჩერებულიყვნენ. მაგრამ ეს წინააღმდეგობა დიდხანს არ გაგრძელებულა და შედეგად, 5 საათისთვის ოსმალებმა დაკარგეს სოფლები უნთერდობლინგი და ობერდობლინგი. ახლა, გაერთიანებული ძალები უკვე ძალიან ახლოს იყვნენ ოსმალთა არმიის ცენტრში შეჭრასთან. ისინი მზად იყვნენ უკანასკნელი შეტევისთვის. დაახლოებით 6 საათზე იან სობესკიმ ჯარის ოთხ რაზმს უბრძანა შეტევაზე გადასვლა, საიდანაც 3 პოლონელი, ხოლო ერთი საღვთო რომის იმპერიელი ჯარისკაცებით იყო დაკომპლექტებული. ოსმალები მოწინააღმდეგეს ფაქტიურად, ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. ჯარისკაცები დემორალიზებული და დაღლილები იყვნენ, ამიტომაც მალევე დაიწყეს ბრძოლის ველიდან გაქცევა. სობესკიმ ჯარისკაცებს უბრძანა, რომ დადევნებოდნენ მათ. ოსმალებმა უკან დახევის დროს კიდევ 10 000 მეომარი დაკარგეს.
 
ბოლო შეტევის დაწყებიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ქრისტიანულ ძალებს უკვე მოგებული ჰქონდათ ბრძოლა. მათ მოახერხეს და გადაარჩინეს [[ვენა]]. ცნობილია, რომ იან სობესკიმ გამარჯვების შემდეგ [[იულიუს კეისარი]]ს ცნობილი სიტყვების ოდნავ შეცვლილი ვარიანტი წარმოთქვა:''"Veni, vidi, Deus vicit''" („მიველ, ვნახე, ღმერთმა გაიმარჯვა“).
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვენის_ალყა_(1683)“-დან