ვენის ალყა (1683): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[1683]] წლის [[14 ივლისი|14 ივლისს]] ოსმალეთის არმიამ, რომელიც 100 000-ზე მეტი ჯარისკაცისგან შედგებოდა, ვენას მიაღწია. იმავე დღეს, ქარა მუსტაფამ ქალაქის უბრძოლველად ჩაბარება მოითხოვა. [[ერნსტ რიუდიგერ ფონ შტარნჰემბერგი|ერნსტ რიუდიგერ ფონ შტარნჰემბერგმა]], რომელიც მეთაურობდა ქალაქის დამცველთა 22 500-იან არმიას (აქედან 7 500-ს მოხალისეები შეადგენდნენ) კაპიტულაციაზე მტკიცე უარი განაცხადა. [[17 ივლისი|17 ივლისს]] ოსმალეთის არმიამ ალყა დაიწყო.
 
[[File:Walka_o_sztandar_turecki.jpg|მინი|მარცხნივ|210პქ|ოსმალი ჯარისკაცები ვენაში]]
გამომდინარე იქიდან, რომ [[ვენა]] იმ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაცული ციხესიმაგრე იყო, ოსმალებს მისი იერიშით აღება არ უცდიათ. ოსმალები ქალაქის შიდა კედლებში გვირაბების გაკეთების შედეგად ცდილობდნენ ვენაში შეღწევას. ქარა მუსტაფა თავის ჯარისკაცებს ძარცვის უფლებას არ აძლევდა, რადგან მას სურდა, რომ ქალაქი მთელი თავისი სიმდიდრით დაეპყრო. ოსმალებმა გადაკეტეს ქალაქისკენ მიმავალი ყველა გზა, რათა ვენაში სურსათის შეტანა შეუძლებელი გამხდარიყო.
 
 
ოსმალი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ახლოს იყვნენ ქალაქის აღებასთან, ეს სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. ქარა მუსტაფამ ვერ მოახერხა დემორალიზებულ არმიაში წესრიგის აღდგენა, განსხვავებით მისი მოწინააღმდეგისგან. მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეთა არმია მრავალენოვანი იყო, სობესკიმ და სხვა ლიდერებმა ეფექტური ხელმძღვანელობის შედეგად მოახერხეს და 6 დღეში სრულიად მოამზადეს არმია გადამწყვეტი ბრძოლისთვის. გამოიყენეს ყველა მატერიალური რესურსი, იმპერიის მთელი ხაზინა, ისესხეს ფული მდიდარი ბანკირებისგან და პაპისგანაც მიიღეს დახმარება. მიუხედავად ამისა, იანმა მაინც მისცა თავის ჯარისკაცებს უფლება გამარჯვების შემთხვევაში გაეძარცვათ მოწინააღმდეგის ბანაკი.
 
== 12 სექტემბერი, ვენის ბრძოლა ==
[[File:Juliusz_Kossak_Sobieski_pod_Wiedniem.jpeg|მინი|მარცხნივ|იან III სობესკი ვენაში, იულიუშ კოსაკის ნახატი]]
გადამწყვეტი ბრძოლა [[ოსმალეთის იმპერია]]სა და გაერთიანებულ ქრისტიანულ ძალებს შორის გაიმართა [[12 სექტემბერი|12 სექტემბერს]]. პირველი შეტევა ოსმალებმა განახორციელეს დილის 4 საათზე, სანამ არმიები ბოლომდე მზად იქნებოდნენ საბრძოლველად. პირველი საპასუხი შეტევა გერმანელებმა განახორციელეს. კარლ ლოთარანგიელმა, იმპერიის არმიით მარცხენა ფრთაზე გადაინაცვლა, ხოლო სხვა საღვთო რომის იმპერიის არმიამ ცენტრში შემოიწია. მძიმე ბრძოლებისა და ოსმალების მძლავრი კონტრშეტევების მიუხედავად, შუადღისთვის გაერთიანებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავეს, განსაკუთრებით გამაგრდნენ სოფელ ნუსდორფში და ჰელიგენშტადში.
 
დღის მეორე ნახევარში ბრძოლა ველის მეორე მხარეს გაჩაღდა, რადგან პოლონეთის არმიამ შეტევა ოსმალეთის ჯარის მარჯვენა ფლანგზე განახორციელა. მიუხედავად მოწინააღმდეგის უპირატესობისა, ოსმალები მაინც თავდაუზოგავად ცდილობდნენ ქალაქში შესაღწევად გზის გაკაფვას, ეს კი უპირატესობას ისევდაისევ სობესკის და კარლ ლოთარანგიელს აძლევდა. 4 საათისთვის გაერთიანებულმა ძალებმა დაიკავეს სოფელი გერშტოფი, რომელიც მათი შეიარაღების ბაზად გამოიყენეს. ოსმალები უკვე უიმედო მდგომარეობაში იყვნენ, ამიტომ იანმა და კარლმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ განეხორციელებინათ საბოლოო შეტევა და გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის არმია.
 
== ლიტერატურა ==