მეჰმედ IV: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 38:
[[1672]] წელს თვით სულთან მეჰმედის სარდლობით [[პოლონეთი|პოლონეთთან]] ომი დაიწყო. ამ ომის შედეგად პოლონეთმა ოსმალეთის იმპერიას დაუთმო [[პოდოლიე]] და [[უკრაინა|უკრაინის]] ნაწილი.
 
1676 წელს, ფაზილ აჰმედ-ფაშას გარდაცვალების შემდეგ დიდი ვეზირი გახდა [[ქარა მუსტაფა-ფაშა|მუსტაფა-ფაშა]], რომელმაც ხელი შეუწყო ოსმალეთის იმპერიის დაქვეითებას. რუსეთთან ომი ოსმალებისათვის წარუმატებელი [[ბახჩისარაის ხელშეკრულება|ზავით]] დასრულდა. ამ ხელშეკრულების მიხედვით ორ დიდ იმპერიას შორის საზღვარი გადიოდა მდინარე დნეპრზე, რაც დიდ საშიშროებას უქმნიდა ყირიმის სახანოს. ქარა მუსტაფა-ფაშას ოცნება იყო [[გერმანია|გერმანიის]] დაპყრობა. [[1683]] წელს ქარა მუსტაფა-ფაშამ ევროპაში ლაშქრობა დაიწყო და ალყა შემოარტყა [[ვენა]]ს (იხილეთ [[ვენის ალყა (1683)|ვენის ალყა]]). [[კარლ IV (ლოტარინგია)|კარლ ლოთარინგიელი]] და [[იან III სობესკი|იან სობესკი]] ქალაქის დასახმარებლად მივიდნენ. ორთვიანი დაპირისპირება ოსმალეთის არმიის სრული მარცხით დასრულდა. სულთნის ბრძანებით [[1683]] წელს მუსტაფა-ფაშა [[ბელგრადი|ბელგრადში]] სიკვდილით დასაჯეს. დიდი ვეზირის ბეჭედი კი [[ბაიბურთლუ ქარა იბრაჰიმ-ფაშა|ბაიბურთლუ იბრაჰიმ-ფაშას]] უბოძეს, რომელმაც წინამორბედის მსგავსად,ვერ გაამართლა სულთნის იმედები. [[1687]] წელს მოჰაჩთან სასტიკად დამარცხდა ოსმალეთის არმია ისევ ავსტრიელთა წინააღმდეგ. [[1687]] წელსვე ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშას მეორე შვილი, [[ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა|ფაზილ მუსტაფა-ფაშა]] აჯანყდა მეჰმედ IV-ის წინააღმდეგ და ტახტიდან ჩამოაგდო. საიმპერატორო ტიტული კი უბოძა მეჰმედის ძმას, [[სულეიმან llII]]-ს. ხუთწლიანი პატიმრობის შემდეგ, მეჰმედ lV გარდაიცვალა ციხეში.
 
==ოჯახი==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მეჰმედ_IV“-დან