ვენის ალყა (1683): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
 
[[1676]] წლის [[3 ნოემბერი|3 ნოემბერს]] იმპერიის დიდი ვეზირის პოსტს იკავებს [[ქარა მუსტაფა-ფაშა]], რომელიც ჭკვიანი, თუმცა ზედმეტად ამბიციური პოლიტიკოსი იყო. [[ვენა|ვენის]] დაპყრობაც სწორედ მისი ოცნება იყო. [[1683]] წელს ფაშა ვენის დასაპყრობად გაემართა. იმ პერიოდში, ოსმალეთის იმპერია საკუთარი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდ ფართობზე იყო გადაჭიმული.
 
== ალყა ==
[[1683]] წლის [[14 ივლისი|14 ივლისს]] ოსმალეთის არმიამ, რომელიც 100 000-ზე მეტი ჯარისკაცისგან შედგებოდა, ვენას მიაღწია. იმავე დღეს, ქარა მუსტაფამ ქალაქის უბრძოლველად ჩაბარება მოითხოვა. [[ერნსტ რიუდიგერ ფონ შტარნჰემბერგი|ერნსტ რიუდიგერ ფონ შტარნჰემბერგმა]], რომელიც მეთაურობდა ქალაქის დამცველთა 22 500-იან არმიას (აქედან 7 500-ს მოხალისეები შეადგენდნენ) კაპიტულაციაზე მტკიცე უარი განაცხადა. [[17 ივლისი|17 ივლისს]] ოსმალეთის არმიამ ალყა დაიწყო.
 
გამომდინარე იქიდან, რომ [[ვენა]] იმ დროისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დაცული ციხესიმაგრე იყო, ოსმალებს მისი იერიშით აღება არ უცდიათ. ოსმალები ქალაქის შიდა კედლებში გვირაბების გაკეთების შედეგად ცდილობდნენ ვენაში შეღწევას. ქარა მუსტაფა თავის ჯარისკაცებს ძარცვის უფლებას არ აძლევდა, რადგან მას სურდა, რომ ქალაქი მთელი თავისი სიმდიდრით დაეპყრო. ოსმალებმა გადაკეტეს ქალაქისკენ მიმავალი ყველა გზა, რათა ვენაში სურსათის შეტანა შეუძლებელი გამხდარიყო.
 
რომის პაპის, [[ინოკენტი XI]]-ის მცდელობა, რომ ვენის დასახმარებლად დაეთანხმებინა [[საფრანგეთი]]ს მეფე [[ლუი XIV]], უშედეგო აღმოჩნდა. ამასობაში, ორთვიანმა ალყამ თავისი შედეგი გამოიღო — ვენას ყველა რესურსი ამოეწურა და ქალაქი მასობრივ შიმშილობაზე გადავიდა. ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ ქალაქი უნდა დანებებულიყო. სექტემბრის დასაწყისისთვის ოსმალებს უკვე დანგრეული ჰქონდათ ვენის ციხესიმაგრის კედლების უმეტესობა, მაგრამ [[ვენა]]ს მხსნელად მოევლინა [[იან III სობესკი]]ს არმია. [[6 სექტემბერი|6 სექტემბერს]] სობესკიმ გადაკვეთა მდინარე [[დუნაი]], [[დუნაის ტულნი|ტულნთან]], ვენისგან 30 კმ-ის დაშორებით. მისი არმიის შემადგენლობაში, პოლონელი ჯარისკაცების გარდა, შედიოდნენ გერმანული სამთავროების — ბავარიის, ფრანკონიის, საქსონიის, შვაბიის, მანტუის და ტუსკანის ჯარისკაცებიც. მთელი არმია 70 000-80 000 ჯარისკაცისგან შედგებოდა, ხოლო [[ქარა მუსტაფა-ფაშა]]ს დაახლოებით, 150 000 მეომარი ჰყავდა.
 
ოსმალი ჯარისკაცებისთვის, რომლებიც ახლოს იყვნენ ქალაქის აღებასთან, ეს სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა. ქარა მუსტაფამ ვერ მოახერხა დემორალიზებულ არმიაში წესრიგის აღდგენა, განსხვავებით მისი მოწინააღმდეგისგან. მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეთა არმია მრავალენოვანი იყო, სობესკიმ და სხვა ლიდერებმა ეფექტური ხელმძღვანელობის შედეგად მოახერხეს და 6 დღეში სრულიად მოამზადეს არმია გადამწყვეტი ბრძოლისთვის. გამოიყენეს ყველა მატერიალური რესურსი, იმპერიის მთელი ხაზინა, ისესხეს ფული მდიდარი ბანკირებისგან და პაპისგანაც მიიღეს დახმარება. მიუხედავად ამისა, იანმა მაინც მისცა თავის ჯარისკაცებს უფლება გამარჯვების შემთხვევაში გაეძარცვათ მოწინააღმდეგის ბანაკი.
 
== ლიტერატურა ==