ზეახალი ვარსკვლავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Keplers supernova.jpg|მინიატიურა|250პქ|[[კეპლერის ზეახალი]]ს ნარჩენი]]
 
'''ზეახალი ვარსკვლავი''' (ლათ. supernova [ˌsuːpərnoʊvə] (მხ. რ.), supernovae [ˌsuːpərnoʊviː] (მრ. რ.), ტერმინი გამოიგონეს ასტრონომებმა ვალტერ ბაადემ და ფრიც ზვიკიმ 1931 წელს) — [[ვარსკვლავი]], რომლის ბრწყინვალება რამდენიმე წამში იზრდება, დაახლოებით, 20 [[ვარსკვლავიერი სიდიდე|ვარსკვლავიერი სიდიდით]], შემდეგ კი შედარებით ნელა მცირდება და პირვანდელ ნათებასთან საერთო აღარაფერი აქვს. ზეახალი ვარსკვლავის ანთება ბევრად დიდი მასშტაბის მოვლენაა, ვიდრე [[ახალი ვარსკვლავი|ახალი ვარსკვლავისა]]. ანთების მაქსიმუმის დროს ზეახალი ვარსკვლავის ბრწყინვალება, თითქმის, უტოლდება იმ გალაქტიკის ბრწყინვალებას, რომელსაც ეკუთვნის. ამ დროს სპექტრში ჩანს ძალიან განიერი ხაზები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვარსკვლავიდან ნივთიერება გამოიტყორცნება 20000 კმ/წმ-მდე სიჩქარით. ზეახალი ვარსკვლავის ანთება იშვიათი მოვლენაა; ცალკეულ გალაქტიკაში, საშუალოდ, საუკუნეში ერთხელ ხდება. მას მერე, რაც XVII საუკუნის დასაწყისი [[ტელესკოპი]] გამოიგონეს, ჩვენს [[გალაქტიკა]]ში ზეახალი ვარსკვლავის ანთება არ შეუნიშნავთ. იმ ადგილებში, სადაც, მატიანეების მიხედვით, ზეახალი ვარსკვლავი აინთო, ამჟამად შეიმჩნევა თავისებური მნათი ნისლეულები, რომლებიც ზეახალი ვარსკვლავის ანთების შედეგადაა წარმოქმნილი. მათგან ყველაზე კარგად შესწავლილია [[კიბორჩხალისებრი ნისლეული]], რომელიც [[1054]] წელს ანთებული ზეახალი ვარსკვლავის ადგილზე მოჩანს. ამ ზეახალი ვარსკვლავის ნაშთია გამოკვეთილი [[პულსარი]] [[კიბორჩხალისებრი ნისლეული|კიბორჩხალისებრ ნისლეულში]]. ნისლეულის ცენტრალური ნაწილი და [[პულსარი]] [[სპექტრი]]ს ვრცელ დიაპაზონში (რადიოდიაპაზონი, რენტგენული დიაპაზონი და სხვა) ასხივებენ. გაფართოების სიჩქარე ამჟამად, დაახლოებით, 1500 კმ/წმ-ია.
 
== აღწერა ==