ყუბილაი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 38:
[[ჩინეთი]]სა და [[ბირმა|ბირმის]] დაპყრობის შემდეგ, ყუბილაიმ დაიწყო ბრძოლა მთლიანი [[ინდოჩინეთი]]ს დასამორჩილებლად. [[1274]], [[1281]] და [[1293]] წლებში შეუტია [[იაპონია]]ს, მაგრამ უშედეგოდ. მრავალი წარმატების მიუხედავად, ყუბილაის ბევრი მოძულე გამოუჩნდა [[მონღოლეთი|მონღოლეთში]]. ამას განაპირობებდა მისი მიგრირება [[ჩინეთი|ჩინეთში]] და რელიგიური შეხედულებები. მას მალევე მოუწია საკუთარ ნათესავთან, კაიდუსთან ბრძოლა დიდი ყაენის ტახტისთვის. კაიდუ ყოფილი [[მონღოლთა იმპერიის მმართველთა სია|დიდი ყაენის]], [[უგედეი]]ს შვილიშვილი იყო და თავს ტახტის მემკვიდრედ თვლიდა. ნათესავებს შორის დაპირისპირება დიდ ხარჯად და სისხლისღვრად დაუჯდათ [[ჩინგიზიდები|ჩინგიზიდებს]].
 
ყუბილაი იყო შემწყნარებელი და სამართლიანი მმართველი. მან დააფინანსა ჩინეთის ისტორიაში უდიდესი თეატრის მშენებლობა, მოიწვია ტიბეტელი ლამები, არაბი ასტროლოგები. იუანის დინასტიის ერაში შექმნილ პოეზიაში აღწერილია სამდღიანი ქეიფები ათასი სტუმრისთვის. უყვარდა [[პოეზია]] და თავადაც წერდა ლექსებს [[ჩინური ენა|ჩინურ ენაზე]]. მის დროს მონღოლეთსა და ჩინეთს ესტუმრა ცნობილი ვენეციელი მოგზაური, [[მარკო პოლო]].

ყუბილაი-ყაენი გარდაიცვალა [[1294]] წლის [[18 თებერვალი|18 თებერვალს]], 78 წლის ასაკში. მის შემდეგ [[იუანის დინასტია|იუანის დინასტიისა]] და მონღოლეთის იმპერატორი გახდა მისი შვილიშვილი, [[თემურ-ყაენი]].
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყუბილაი“-დან