რაჭა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ 176.221.129.102-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Defender-ის მიერ რედაქტირებული ვერსია |
No edit summary |
||
ხაზი 25:
'''რაჭა''' — [[საქართველო|საქართველოს]] ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე [[რიონი|რიონისა]] და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება [[ოსეთი]], ჩრდილო-დასავლეთით - [[ქვემო სვანეთი]], სამხრეთით - [[იმერეთი]], აღმოსავლეთით - [[შიდა ქართლი]], დასავლეთით - [[ლეჩხუმი]]. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს [[რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე|რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის]] [[ონის მუნიციპალიტეტი|ონისა]] და [[ამბროლაურის მუნიციპალიტეტი|ამბროლაურის]] მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.
==ეტიმოლოგია==
არსებობს რამოდენიმე მოსაზრება რაჭის სახელის წარმოშობას ვახუშტი ბაგრატიონი წერდა,რომ მხარეს ეს სახელი აქ დიდ რაოდენობის მთებისა და ღრმა ადგილების მდებარეობის გამო ეწოდა:„იხილე, რა ჭაა ადგილი ესე!“.მეცნიერები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან, ზოგი რაჭის სახელს მის პირველ ერისთავს-[[რატი ბაღვაში|რატი ბაღვაშს]] - უკავშირებს, ზოგი სვანურ „რაჭუს“ (კურდღელი), ზოგი კი სატომო სახელს „ჭანს“.
[http://children.dsl.ge/istoria/kutxeebi/racha.htm რაჭის ისტორია ]
==ისტორია==
რაჭაში ადამიანის უძველესი დროიდან ცხოვრებას ადასტურებს [[საკაო|სოფელ საკაოში]] აღმოჩენილი [[ნეოლითის ხანა|ნეოლითური ხანის]] ადამიანის ნასახლარები და არქეოლოგიური მასალა.ადრეულ ეპოქაში რაჭა და ლეჩხუმი [[თაკვერი|თაკვერის საერისთავოში]] იყვნენ მოქცეულნი,რის გამოც დღეს რიგ შემთხვევბში მათ მოიხსენიებენ როგორც ერთ ერთეულად (რაჭა-ლეჩხუმი).X საუკუნეში წარმოიქმნა რაჭის საერისთავო,რომელშიც კუდაროს ხეობაც შევიდა (მდ. ჯეჯორას ზემო ნაწილი),მთიანი რაჭა კი XV საუკუნემდე სვანეთის საერისთავოს შემადგენლობაში შემორჩა.რაჭის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. .X-XIII საუკუნეში რაჭის ერისთავები მეფის მოხელეებს წარმოადგენდნენ. მათ ევალებოდათ საერისთავოში სამეფო გადასახადების აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და წინამძღოლობა. ამ პერიოდში რაჭის ერისთავთ მთავარი რეზიდენცია [[მინდაციხე]] იყო. დიდი ციხე-დარბაზი იყო კვარის ციხეც. [http://www.amsi.ge/istoria/div/ToFCiSvili_saqarT.html საჩვენებელი ტექსტიქართველთა ეთნიკური ისტორია და საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები]
XIII საუკუნის 80-იან წლებში [[დავით VI]] ნარინმა გააუქმა რაჭის საერთავო და [[სახასო]] მამულად აქცია. კახაბერისძეთა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა. XIV საუკუნის 30-იან წლებში, გიორგი მეხუთე ბრწყინვალემ საქართველოს ერთიანობა აღადგინა და რაჭა მის შემადგენლობაში შევიდა. შემდეგში საქართველოს მეფეებმა რაჭის საერისთვო ისევ აღადგინეს. თავდაპირველად რაჭის ერისთვთა ტიტულს ჭარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები ატარებდნენ, ხოლო დაახლოებით 1488 წლიდან ცხეტიძეები. XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართევლოს სამეფო-სათავროებად დაშლის შემდეგ რაჭის საერისთავო [[სამეგრელო]]ს შემადგენლობაში შევიდა.
|