რაჭა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
134.19.252.79-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Juliancolton-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 25:
'''რაჭა''' — [[საქართველო|საქართველოს]] ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე [[რიონი|რიონისა]] და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება [[ოსეთი]], ჩრდილო-დასავლეთით - [[ქვემო სვანეთი]], სამხრეთით - [[იმერეთი]], აღმოსავლეთით - [[შიდა ქართლი]], დასავლეთით - [[ლეჩხუმი]]. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს [[რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარე|რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის]] [[ონის მუნიციპალიტეტი|ონისა]] და [[ამბროლაურის მუნიციპალიტეტი|ამბროლაურის]] მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.
 
ადრეულ პერიოდში რაჭა [[თაკვერი|თაკვერთან]] ერთად ქმნიდა [[თაკვერის საერისთავო|თაკვერის საერისთავოს]], რომელიც [[ეგრისის სამეფო|ეგრისის სამეფოში]] შედიოდა. შემდეგ [[ლეჩხუმი|ლეჩხუმთან]] ერთად [[რაჭა-ლეჩხუმის საერისთავო|რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში]] გაერთიანდა. X საუკუნის ბოლოს შეიქმნა [[რაჭის საერისთავო]], რომლის პირველი ერისთავი [[რატი ბაღვაში]] იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] 80-იან წლებში [[დავით VI ნარინი|დავით ნარინმა]] გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. [[იმერეთის სამეფო|იმერეთის სამეფოს]] [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიასთან]] შეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ - მაზრას.
 
==ეტიმოლოგია==
[[ვახუშტი ბაგრატიონი]]ს (ბატონიშვილის) „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ს მიხედვით, რაჭის მხარეს სხვადასხვა დროს განაგებდა რამდენიმე თავადური საგვარეულო: წულუკიძე, იაშვილი, ჯაფარიძე, ინასარიძე, ლაშხისშვილი.
 
==ისტორია==
==რაჭის საერისთავო==
რაჭის საერისთავო ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულად ფეოდალურ საქართველოში ჩამოყალიბდა მეათე საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში, ერთიანი ქართული მონარქიის შექმნის შემდეგ. წერილობით წყაროების მიხედვით, რაჭის პირველი ერისთავი იყო რატი ბაღაშთა საგვარეულოდან.{{ფაქტი}} რატის შემდეგ რაჭის ერისთავი იყო მისი ძე კახაბერი. მისი სახელიდან მოდის გვარსახელი კახაბერისძე, რასაც შუა ფეოდალურ ხანაში ატარებდაბა ბაღავშთა ის შტო, რომელიც რაჭის საერისთავოს განაგებდა. რაჭის საერისთვაო ერთიან საქართველოს სამეფოში მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენდა. მისი ერისთავები დიდ როლს თმაშობდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში X-XIII საუკუნეებში.
 
რაჭაში ადამიანის უძველესი დროიდან ცხოვრებას ადასტურებს [[საკაო|სოფელ საკაოში]] აღმოჩენილი [[ნეოლითის ხანა|ნეოლითური ხანის]] ადამიანის ნასახლარები და არქეოლოგიური მასალა.ადრეულ ეპოქაში რაჭა და ლეჩხუმი [[თაკვერი|თაკვერის საერისთავოში]] იყვნენ მოქცეულნი,რის გამოც დღეს რიგ შემთხვევბში მათ მოიხსენიებენ როგორც ერთ ერთეულად (რაჭა-ლეჩხუმი).X საუკუნეში წარმოიქმნა რაჭის საერისთავო,რომელშიც კუდაროს ხეობაც შევიდა (მდ. ჯეჯორას ზემო ნაწილი),მთიანი რაჭა კი XV საუკუნემდე სვანეთის საერისთავოს შემადგენლობაში შემორჩა.რაჭის პირველი ერისთავი [[რატი ბაღვაში]] იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. .X-XIII საუკუნეში რაჭის ერისთავები მეფის მოხელეებს წარმოადგენდნენ. მათ ევალებოდათ საერისთავოში სამეფო გადასახადების აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და წინამძღოლობა. ამ პერიოდში რაჭის ერისთავთ მთავარი რეზიდენცია [[მინდაციხე]] იყო. დიდი ციხე-დარბაზი იყო კვარის ციხეც.
რაჭას ჩრდილოეთით [[სვანეთის საერისთავო]] ესაზღვრებოდა. მათი გამყოფი იყო [[ლეჩხუმის ქედი]]. კავკასიონის მთავარ ქედამდე რაჭის საერისთავო მდ. [[ჭანჭახი]]ს ქედამდე აღწევდა. სამხრეთის მას [[რაჭის ქედი]] ესაზრვრებოდა. დასავლეთით თაკვერიდან მას გამყოფდა გუელისტავის ქედი (ლაბეჭინის სერი), ხოლო უშუალოდ მდ. რიონის ხეობაში ის ვიწროები, რომლებიც სოფელ ალპენის სამხრეთით იწყება. მდ. [[ჯეჯორი]]ს აუზში საზღვრები დაღვერილას ქედამდე აღწევდა. ამ ქედის ჩრდილოეთით მხარე კუდადო იყო.
 
X-XIII საუკუნეში რაჭის ერისთავები მეფის მოხელეებს წარმოადგენდნენ. მათ ევალებოდათ საერისთავოში სამეფო გადასახადების აკრეფა, ლაშქრის გამოყვანა და წინამძღოლობა. ამ პერიოდში რაჭის ერისთავთ მთავარი რეზიდენცია [[მინდაციხე]] იყო. დიდი ციხე-დარბაზი იყო კვარის ციხეც.
 
XIII საუკუნის 80-იან წლებში [[დავით VI]] ნარინმა გააუქმა რაჭის საერთავო და [[სახასო]] მამულად აქცია. კახაბერისძეთა საგვარეულო, როგორც ჩანს, ამოწყდა. XIV საუკუნის 30-იან წლებში, გიორგი მეხუთე ბრწყინვალემ საქართველოს ერთიანობა აღადგინა და რაჭა მის შემადგენლობაში შევიდა. შემდეგში საქართველოს მეფეებმა რაჭის საერისთვო ისევ აღადგინეს. თავდაპირველად რაჭის ერისთვთა ტიტულს ჭარელიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები ატარებდნენ, ხოლო დაახლოებით 1488 წლიდან ცხეტიძეები. XV საუკუნის მეორე ნახევარში საქართევლოს სამეფო-სათავროებად დაშლის შემდეგ რაჭის საერისთავო [[სამეგრელო]]ს შემადგენლობაში შევიდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაჭა“-დან