ვენის ალყა (1683): განსხვავება გადახედვებს შორის

(ახალი გვერდი: {{subst:L}} '''ვენის მეორე ალყა''' — დაპირისპირება [[ოსმალეთის იმპერია]...)
 
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
[[ოსმალეთის იმპერია]]ს [[ვენა|ვენის]] აღების მცდელობა [[1683]] წლამდე ბევრად ადრე, [[1529]] წელსაც ჰქონდა. იმ პერიოდში, ოსმალეთი თავისი განვითარების ზენიტში იყო. [[1521]] წელს [[ბელგრადი]]ს, ხოლო [[1526]] წელს [[უნგრეთი]]ს დიდი ნაწილის დაპყრობამ [[სულთანი|სულთან]] [[სულეიმან I]]-ს ვენის დაპყრობისკენ გაუხსნა გზა, თუმცა იმ შემთხვევაში ოსმალები ზამთრის მოახლოების გამო, 20 დღიანი უშედეგო ალყის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. ეს კი ქრისტიანული სამყაროსთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო.
 
[[სულეიმან I]]-ის გარდაცვალების შემდგომ, ოსმალეთის იმპერიის გაძლიერება მნიშვნელოვნად შეფერხდა. [[1606]] წელს დადებული [[ჟიტვატოროკის ზავი]]ს შედეგად კი, [[საღვთო რომის იმპერია]]მ საბოლოოდ დააღწია თავი ყოველწლიური ხარკის გადახდას. მიუხედავად ამისა, ოსმალებმა მაინც შეძლეს მოძლიერება. [[1656]] წელს დიდი ვეზირი გახდა [[ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა]], რითაც ბოლო მოეღო [[ქალთა სულთანატი|ქალთა სულთანატს]], რაც იმპერიაში თითქმის ყველა არეულობის მთავარი მიზეზი იყო. [[1669]] წელს ოსმალებმა გამარჯვებით დაასრულეს [[კრეტის ომი]] და კუნძული დაიპყრეს. [[1672]]-[[1676]] წლებში მიმდინარე ომში, რომელსაც სულთანი [[მეჰმედ IV]] მეთაურობდა, დაამარცხეს [[პოლონეთი]] და უკრაინის ნაწილს და პოდოლიას დაეუფლნენ.
 
[[1676]] წლის [[3 ნოემბერი|3 ნოემბერს]] იმპერიის დიდი ვეზირის პოსტს იკავებს [[ქარა მუსტაფა-ფაშა]], რომელიც ჭკვიანი, თუმცა ზედმეტად ამბიციური პოლიტიკოსი იყო. [[ვენა|ვენის]] დაპყრობაც სწორედ მისი ოცნება იყო. [[1683]] წელს ფაშა ვენის დასაპყრობად გაემართა. იმ პერიოდში, ოსმალეთის იმპერია საკუთარი არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდ ფართობზე იყო გადაჭიმული.