გალავანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 21 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q89794
No edit summary
 
ხაზი 1:
{{მრავალმნიშვნელოვნება**|ნაგებობას|მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის|გალავანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)}}
[[სურათი:Krak des chavaliers plaine.jpg|მინი|240px|[[კრაკ-დე-შევალიე]]ს გალავანი, [[სირია]]ში]]
'''გალავანი''', ძველი [[ქალაქი]]ს, [[ციხე|ციხის]], არქიტექტურული კომპლექსის ([[სასახლე|სასახლის]], [[მონასტერი|მონასტრის]] და ა. შ.) ირგვლივ შემოვლებული ქვის ან აგურის კედელი, რომელსაც თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა. გალავნის სისტემაში ჩართული იყო სხვადასხვა სახის საფორტიფიკაციო ელემენტები — საბრძოლო კოშკები, ქონგურები, სალოდეები (დუროები), შესასვლელი კარიბჭეები. გალავანში, ჩვეულებრივ, იმ ადგილებში ეწყობოდა, სადაც ქალაქს საქარავნო თუ სხვა გზები ადგებოდა. მაგ., თბილისის გალავანში იყო [[განჯის კარი|განჯის]], [[კოჯრის კარი|კოჯრის]], [[დიღმის კარი|დიღმის კარები]], შესაბამის დასახლებულ პუნქტებში მიმავალი გზებისაკენ მიმართული.
 
აგრეთვე სათავდაცვო ნაგებობის ტიპი XVIII საუკუნის ქართლ-კახეთში, ჩვეულებრივ, გეგმით კვადრატული ან სწორკუთხა, კედელშემოვლებული ეზო, რომელსაც ჰქონდა ფართო ჭიშკარი და კოშკები (სხვა ნაგებობებიდან ზოგ გალავანში გვხვდება აგრეთვე მცირე ეკლესია). მტრის შემოსევის დროს გალავანში თავს აფარებდა სოფლის ან კუთხის მთელი მოსახლეობა საქონლიანად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გალავანი“-დან