ოსმალეთის იმპერიის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
No edit summary
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 82:
 
[[File:Battle_of_Slankamen.jpg|მინი|180px|მარცხნივ|[[სლანკამენის ბრძოლა]]]]
[[აჰმედ II]]-ის მმართველობის დასაწყისში, ოსმალეთის არმია განადგურდა [[სლანკამენის ბრძოლა]]ში, ავსტრიის ჯარებთან. ამ ბრძოლაში მარცხის შედეგად, ოსმალეთმა [[ბელგრადი]] დაკარგა. [[1692]] წელს ჰაბსბურგებმა აიღეს [[რუმინეთი]]ს ქალაქი [[ორადია]]. [[1695]] წელს აჰმედი გარდაიცვალა.<ref>[http://www.britannica.com/biography/Ahmed-II Sultan Ahmed II]</ref> ტახტზე ავიდა [[მუსტაფა II]], [[მეჰმედ IV]]-ის ვაჟი. მისი მმართველობის პერიოდში, [[1697]] წელს, ოსმალები დამარცხდნენ [[ზენტას ბრძოლაშიბრძოლა]]ში, ჰაბსბურგებთან, რის შედეგადაც მუსტაფა იძულებული გახდა [[1699]] წელს დაედო [[კარლოვიცის ზავი]], რომლის მიხედვითაც ოსმალებმა [[ავსტრია]]ს [[უნგრეთი]], სერბეთის ნაწილი და სხვა ტერიტორიები დაუთმო, ხოლო რუსეთს — [[აზოვი]].<ref>Lord Kinross, ''The Ottoman Centuries'', p. 357.</ref> [[1703]] წელს მუსტაფა ტახტიდან [[აჰმედ III]]-მ ჩამოაგდო.<ref>[http://www.britannica.com/biography/Mustafa-II Mustafa II - Ottoman sultan]</ref>
 
[[აჰმედ III]]-ის მმართველობამ 27 წელს გასტანა. [[1710]] წელს [[შვედეთი]]ს მეფის, [[კარლ XII]]-ის რჩევით განაახლა ომი [[რუსეთი|რუსეთთან]]. ომის დასრულების შემდეგ დაიდო პრუტის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ოსმალებმა [[აზოვი]] მიიღეს. [[1714]] წელს დაიწყო ომი [[ვენეცია]]სთან, [[1716]] წელს კი — [[ავსტრია]]სთან. ორივე მათგანი [[1718]] წელს, [[პოჟარევაცის საზავო ხელშეკრულებები]]თ დასრულდა. ვენეციასთან ომი ოსმალთათვის წარმატებული გამოდგა, მაგრამ ავსტრიასთან [[ტიმიშოარა]], [[ვლახეთი]]სა და [[ბოსნია|ბოსნიის]] ნაწილი და ზოგიერთი სხვა ტერიტორია დათმეს. [[1718]]-[[1730]] წლები ოსმალეთში არის პერიოდი, რომელიც ''ტიტების ეპოქის'' სახელითაა ცნობილი. ამ პერიოდში დაიწყო ოსმალეთის დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვა. [[1730]] წელს, [[იანიჩარი|იანიჩრებმა]] პატრინა ჰალილას მეთაურობით წამოიწყეს აჯანყება. ისინი აპროტესტებდნენ აჰმედის უმოქმედობას ოსმალეთში შემოჭრილ სპარსულ ჯარზე. აჰმედ III ტახტიდან ჩამოაგდეს და მის მაგივრად [[მაჰმუდ I]] აიყვანეს.<ref>[http://www.britannica.com/biography/Ahmed-III Ahmed III]</ref>