ოსმალეთის იმპერიის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ტახტზე ავიდა 6 წლის [[მეჰმედ IV]]. მისი მმართველობის პირველ წლებში ინტრიგების ქსელები იხლართებოდა მისი დედისა და ბებიის მიერ, რის შედეგადაც ვენეციელებმა დაამარცხეს ოსმალეთის საზღვაო ფლოტი. სიტუაცია გამოსწორდა მას შემდეგ, რაც [[1656]] წელს დიდი ვეზირის ბეჭედი [[ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშა]]ს უბოძეს. ამ მოვლენით ოსმალეთის იმპერიაში [[ქალთა სულთანატი]] დასრულდა, რაც ჯერ კიდევ [[სულეიმან I]]-ის მეუღლის [[ჰიურემ სულთანი|ჰიურემ სულთნის]] დროს იყო დაწყებული. მეჰმედ-ფაშა ხშირად სულთნის მაგივრადაც იღებდა გადაწყვეტილებებს. [[1661]] წელს დიდი ვეზირი მეჰმედის ვაჟი, [[ქოფრიულიუ ფაზილ აჰმედ-ფაშა|აჰმედ-ფაშა]] გახდა, რომელიც ინარჩუნებდა სულთანზე გავლენას. [[1669]] წელს დასრულდა იბრაჰიმ I-ის დროს დაწყებული [[კრეტა|კრეტის]] ომი ოსმალთა გამარჯვებით. [[1672]] წელს, თავად მეჰმედის სარდლობით, დაიწყო ომი [[პოლონეთი|პოლონეთთან]]. ომი დასრულდა [[1676]] წელს [[ჟურავნოს ხელშეკრულება|ჟურავნოს ხელშეკრულებით]], რომლის მიხედვითაც ცენტრალური [[უკრაინა|უკრაინის]] ნაწილი და [[პოდოლია]] ოსმალეთის შემადგენლობაში გადავიდა.<ref>*{{Cite book|title = Warfare, State and Society on the Black Sea Steppe, 1500-1700|last = Davies|first = Brian L|publisher = Routledge|year = 2007|isbn = 9780415239851|location = London|pages = |ref = harv|url = https://www.routledge.com/products/9780415239868}}</ref>
 
[[1683]] წელს ოსმალეთის არმია მეჰმედისა და [[ქარა მუსტაფა-ფაშა]]ს მეთაურობით [[ვენა]]ში შეიჭრა. თავდაპირველად, უპირატესობა ოსმალეთა მხარეს იყო, მაგრამ ქალაქი [[იან III სობესკი]]ს არმიამ გადაარჩინა. [[ჰაბსბურგები|ჰაბსბურგებთან]] გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც [[12 სექტემბერი|12 სექტემბერს]] გაიმართა, ოსმალეთის სრული მარცხით დასრულდა.<ref>Stéphane Gaber, ''Et Charles V arrêta la marche des Turcs'', Presses universitaires de Nancy, 1986, ISBN 2-86480-227-9.</ref> ამ მოვლენით [[დიდი თურქული ომი]] დაიწყო. მალევე, მუსტაფა-ფაშა [[ბელგრადი|ბელგრადში]] სიკვდილით დაისაჯა. [[1684]] წელს რომის პაპის ინიციატივით ანტიოსმალური კოალიცია შეიქმნა. [[1686]] წელს ოსმალები დამარცხდნენ მოკავშირეებთან გამართულ [[ბუდის ბრძოლაალყა (1686)|ბუდის ბრძოლაში]]ში. [[1687]] წელს ოსმალეთის არმია კვლავ განადგურდა [[მოჰაჩი|მოჰაჩთან]] გამართულ [[მოჰაჩის ბრძოლა (1687)|ბრძოლაში]], კვლავ ავსტრიის ჯარებთან. ამავე [[1687]] წელს, მეჰმედ IV ქოფრიულიუ მეჰმედ-ფაშას უმცროსმა შვილმა, [[ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა]]მ ჩამოაგდო ტახტიდან და სულთნად სულეიმან II გამოაცხადა.<ref>[http://www.britannica.com/biography/Mehmed-IV Mehmed IV Biography]</ref> [[სულეიმან II]]-მ, რამდენიმე უმნიშვნელო რეფორმა გაატარა. ნაკლებად აქცევდა სახელმწიფო მართვის საქმეებს ყურადღებას, ძირითად დროს ლოცვაში ატარებდა. დიდი ვეზირი მუსტაფა-ფაშა იყო და სწორედ მის ხელში იყო მთელი ძალაუფლება სულეიმანის ხასიათის გამო. სულეიმან II-ის სიკვდილის შემდგომ, ტახტი მის ძმას [[აჰმედ II]]-ს ერგო.<ref>[http://www.theottomans.org/english/family/suleyman2.asp Suleiman II - Ottoman]</ref>
 
[[File:Battle_of_Slankamen.jpg|მინი|180px|მარცხნივ|[[სლანკამენის ბრძოლა]]]]