ყუბილაი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 34:
|რელიგია = [[ბუდიზმი|ტიბეტური ბუდიზმი]]
}}
'''ყუბილაი''', ''სეჩენ-ხანი, ში-ძუ'' (დ. [[23 სექტემბერი]], [[1215]] — გ. [[18 თებერვალი]], [[1294]], [[პეკინი]]) — [[მონღოლთა იმპერია|მონღოლთა]] მე-5 დიდი ყაენი [[1260]]-[[1294]] წლებში, [[ტოლუი]]ს ვაჟი, [[ჩინგიზ-ყაენი]]ს შვილიშვილი. მონღოლეთის დიდი ყაენის [[მუნქე]]ს დროს ([[1251]]-[[1259]] [[ჩინეთი]]ს დასაპყრობად გაგზავნილი არმიის მეთაურად დანიშნეს. [[მუნქე]]ს სიკვდილის შემდეგ ყაენის ტახტი მიიტაცა. [[1260]] წელს დედაქალაქი [[ყარაყორუმი (ქალაქი)|ყარაყორუმი]]დან ჩინეთის ტერიტორიაზე (თავდაპირველად [[კაიფინი|კაიფინში]], ხოლო [[1264]] წელს - [[პეკინი|ჯუნდუ]]ში, ახლანდელი [[პეკინი]]) გადაიტანა. [[1271]] წლის 18 დეკემბერს [[ჩინგიზიდები]]ს მონღოლურ დინასტიას ჩინური სახელი [[იუანის დინასტია|იუანი]] უწოდა, ხოლო 4 სახელმწიფოდ დაშლილ ([[ჰულაგუიანები]], [[ოქროს ურდო]], [[ჩაღათას ულუსი]] და [[მონღოლთა იმპერია|დიდი ყაენის იმპერია]]) [[მონღოლთა იმპერია|მონღოლთა იმპერიას]] სახელი შეუცვალა და [[იუანის დინასტია]] დაარქვა. [[1278]] წელს დაიპყრო [[ბირმა]], ხოლო [[1279]] წელს დაასრულა [[სამხრეთი სუნის დინასტია|სამხრეთ სუნის იმპერიის]] დარბევა და ამით მთელი ჩინეთი დაიმორჩილა.
 
[[ჩინეთი]]ს დაპყრობის შემდეგ, ყუბილაიმ დაიწყო ბრძოლა [[ინდოჩინეთი]]ს დასამორჩილებლად. [[1274]], [[1281]] და [[1293]] წლებში შეუტია [[იაპონია]]ს, მაგრამ უშედეგოდ. მრავალი წარმატების მიუხედავად, ყუბილაის ბევრი მირის გამოც ბევრი მოძულე გამოუჩნდა [[მონღოლეთი|მონღოლეთში]]. ამას განაპირობებდა მისი ერთგვარი მიგრირება [[ჩინეთი|ჩინეთში]] და რელიგიური შეხედულებები. მას მალევე მოუწია საკუთარ ნათესავთან, კაიდუსთან ბრძოლა დიდი ყაენის ტახტისთვის. კაიდუ ყოფილი [[მონღოლთა იმპერიის მმართველთა სია|დიდი ყაენის]], [[უგედეი]]ს შვილიშვილი იყო და თავს ტახტის მემკვიდრედ თვლიდა. ნათესავებს შორის დაპირისპირებაში დიდ ხარჯად და სისხლისღვრად დაუჯდათ [[ჩინგიზიდები|ჩინგიზიდებს]].
 
ყუბილაი იყო შემწყნარებელი და სამართლიანი მმართველი. მან დააფინანსა ჩინეთის ისტორიაში უდიდესი თეატრის მშენებლობა, მოიწვია ტიბეტელი ლამები, არაბი ასტროლოგები. იუანის დინასტიის ერაში შექმნილ პოეზიაში აღწერილია სამდღიანი ქეიფები ათასი სტუმრისთვის. უყვარდა [[პოეზია]] და თავადაც წერდა ლექსებს [[ჩინური ენა|ჩინურ ენაზე]]. გარდაიცვალა [[1294]] წლის [[18 თებერვალი|18 თებერვალს]], 78 წლის ასაკში. მის შემდეგ [[იუანის დინასტია|იუანის დინასტიისა]] და მონღოლეთის იმპერატორი გახდა მისი შვილიშვილი, [[თემურ-ყაენი]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ყუბილაი“-დან